...
0(0 რეიტინგები)

მომხმარებლის საჭიროებების გაგება და მათი გარდაქმნა ღირებულ გაყიდვების სტრატეგიებად

6 საათი

ფორმა & მიზნები

სემინარზე სრულად დასწრების შემთხვევაში გაიცემა სერთიფიკატი.

ფორმატი

სემინარის დასრულების შემდეგ თქვენ არამარტო სრულად გაიგებთ, რა სჭირდებათ თქვენს მომხმარებლებს, არამედ შეძლებთ ამ ცოდნის რეალურ, შემოსავლის მომტან სავაჭრო სტრატეგიებად გადაქცევას.

მონაწილეები

Attendance is open to anyone.

სემინარის ფაილები

გთხოვთ დარეგისტრირდეთ ამ კურსზე ქვემოთ ან შედით სისტემაში კურსის ფაილების სანახავად.

შემდეგი კურსის თარიღი

04/03/2025 -

05/03/2025

საწყისი 7:00 pm
მანამდე 10:00 pm
დარეგისტრირებული მონაწილეები:0
Free
Free access this course

შინაარსი

თქვენი მომხმარებლები თქვენი კომპანიის წარმატების გასაღებია – მათი მხარდაჭერისა და სტაბილური გაყიდვების გარეშე ზრდა შეუძლებელია. ყველაზე წარმატებული ბიზნესები არიან ისინი, ვინც არა მხოლოდ ახერხებენ, არამედ წინასწარ გრძნობენ და აკმაყოფილებენ თავიანთი მომხმარებლების საჭიროებებს.

რა განსაზღვრავს ყიდვის გადაწყვეტილებებს?

რომელი საჭიროებებია ყველაზე მნიშვნელოვანი, და როგორ გამოვავლინოთ ისინი პრაქტიკაში?ეს სემინარი გაძლევთ უნარს, ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ორიენტირდეთ ორ მნიშვნელოვან ასპექტზე:

მოდული 1: მომხმარებლის თვალით დანახული სამყარო

გაიღრმავეთ ცოდნა მომხმარებლის საჭიროებების, სურვილებისა და გამოწვევების შესახებ და ისწავლეთ, როგორ გამოიყენოთ ეს ინფორმაცია ეფექტურად:

  • მომხმარებლის მოგზაურობის რუკა

გააკეთეთ ვიზუალიზაცია მომხმარებლის ურთიერთობის ეტაპების შესახებ თქვენს ბიზნესთან — პირველი კონტაქტიდან შეძენის შემდგომ კომუნიკაციამდე. პრაქტიკული სავარჯიშოები დაგეხმარებათ მომხმარებლის გამოცდილების სრულად გააზრებაში.

  • ,,ტკივილის წერტილების“ იდენტიფიცირება

იპოვეთ მომხმარებლის რეგულარული გამოწვევები/სირთულეები და აღმოაჩინეთ, როგორ შეუძლიათ თქვენს პროდუქტებსა და მომსახურებებს მათი გადაჭრა.

  • საჭიროების/მოთხოვნილებების ანალიზი

გააუმჯობესეთ კომუნიკაციის უნარები, რათა  შეძლოთ და ჭკვიანური, smart კითხვების საშუალებით მომხმარებელთა საჭიროებები გამოავლინოთ.

  • მიზეზშედეგობრივი დიაგრამა  იგივე თევზის ჩონჩხისდიაგრამა

ანალიზით გამოავლინეთ მომხმარებლის გამოწვევების ძირეული მიზეზები და გააუმჯობესეთ პროცესები.

  • უკმაყოფილო მომხმარებლების მართვა

შეიმუშავეთ სტრატეგიები, რომლებიც გაზრდის მომხმარებლის ლოიალობას, მათ შორის რთულ სიტუაციებში.

 

მოდული 2: მომხმარებლის ღირებულების გარდაქმნა გაყიდვების შესაძლებლობებად

ისწავლეთ, როგორ გარდაქმნათ მომხმარებლის საჭიროებები დამაჯერებელ არგუმენტებად და კონკურენტულ უპირატესობებად:

  • მომხმარებლის ღირებულების კონცეფციის გაგება

გაშიფრეთ თქვენი პროდუქტის ან მომსახურების ეკონომიკური, ფუნქციური და ფსიქოლოგიური ღირებულება და გამოიყენეთ ეს ცოდნა სტრატეგიულად.

  • პროდუქტის პოზიციონირება

შეიმუშავეთ დამაჯერებელი პოზიციონირების სტრატეგია, რომელიც თქვენს პროდუქტს უნიკალურ უპირატესობას მიანიჭებს კონკურენტებთან შედარებით.

  • ფასის სტრატეგია

იპოვეთ ბალანსი ღირებულებასა და ფასს შორის და ისწავლეთ, როგორ დაარეგულიროთ ფასები ეფექტურად.

  • ღირებულებაზე ორიენტირებული გაყიდვები

მოხიბლეთ მომხმარებლები თქვენი პროდუქტის ან მომსახურების სარგებლის ხაზგასმით და არა მხოლოდ ფასით ან ტექნიკური მახასიათებლებით.


საშეღავათო პირობები:

  • BPN Georgia – ს პროგრამის მონაწილეებისთვის მოქმედებს 40% – იანი ფასდაკლება
  • BPN Georgia – ს პროგრამის მონაწილე კომპანიების თანამშრომლებზე 20% – იანი ფასდაკლება
  • ერთი კომპანიიდან სამი და მეტი პირის დასწრების შემთხვევაში 20 % – იანი ფასდაკლება

 

Select the fields to be shown. Others will be hidden. Drag and drop to rearrange the order.
  • Image
  • SKU
  • Rating
  • Price
  • Stock
  • Availability
  • Add to cart
  • Description
  • Content
  • Weight
  • Dimensions
  • Additional information
Click outside to hide the comparison bar
Compare