თქვენი მომხმარებლები თქვენი კომპანიის წარმატების გასაღებია – მათი მხარდაჭერისა და სტაბილური გაყიდვების გარეშე ზრდა შეუძლებელია. ყველაზე წარმატებული ბიზნესები არიან ისინი, ვინც არა მხოლოდ ახერხებენ, არამედ წინასწარ გრძნობენ და აკმაყოფილებენ თავიანთი მომხმარებლების საჭიროებებს.
რას ისწავლით სემინარზე?
სემინარის დასრულების შემდეგ თქვენ არამარტო სრულად გაიგებთ, რა სჭირდებათ თქვენს მომხმარებლებს, არამედ შეძლებთ ამ ცოდნის რეალურ, შემოსავლის მომტან სავაჭრო სტრატეგიებად გადაქცევას.
ვისთვის არის სემინარი?
- გაყიდვების მენეჯერებისთვის
- მარკეტინგის მენეჯერებისთვის
- ამ საკითხით დაინტერესებული პირებისთვის
რა თემები განიხილება სემინარზე?
მოდული 1: მომხმარებლის თვალით დანახული სამყარო
- მომხმარებლის მოგზაურობის რუკა- ვიზუალიზაცია მომხმარებლის ურთიერთობის ეტაპების შესახებ თქვენს ბიზნესთან — პირველი კონტაქტიდან შეძენის შემდგომ კომუნიკაციამდე.
- ,,ტკივილის წერტილების“ იდენტიფიცირება- მომხმარებლის რეგულარული გამოწვევების/სირთულეების დადგენა და თქვენს პროდუქტსა თუ მომსახურებაზე მორგება.
- საჭიროების/მოთხოვნილებების ანალიზი
- “მიზეზ–შედეგობრივი დიაგრამა“ იგივე “თევზის ჩონჩხის” დიაგრამა- მომხმარებლის გამოწვევების ძირეული მიზეზები.
- უკმაყოფილო მომხმარებლების მართვა-სტრატეგიები მომხმარებლის ლოიალობის გასაზრდელად.
მოდული 2: მომხმარებლის ღირებულების გარდაქმნა გაყიდვების შესაძლებლობებად
- მომხმარებლის ღირებულების კონცეფციის გაგება- პროდუქტის ან მომსახურების ეკონომიკური, ფუნქციური და ფსიქოლოგიური ღირებულების განსაზღვრა და მათი გამოყენება.
- პროდუქტის პოზიციონირება- პროდუქტის უპირატესობის განსაზღვრა.
- ფასის სტრატეგია- ბალანსი ღირებულებასა და ფასს შორის.
- ღირებულებაზე ორიენტირებული გაყიდვები- პროდუქტის ან მომსახურების სარგებლის ხაზგასმა
რა ფორმით ჩატარდება სემინარი?
სემინარი ინტერაქტიულია და შეიცავს ინდივიდუალურ და გუნდურ სავარჯიშოებს, თეორიულ ნაწილსა და კითხვა-პასუხის რეჟიმს.
ტრენერი: გერჰარდ შმიდი, მარკეტინგის ექსპერტი.
სემინარი ჩატარდება გერმანულ ენაზე ქართული თანმიმდევრული თარგმანით.
სემინარის საფასური: 150 ლარი.
ერთი კომპანიიდან 3 და მეტი პირის დასწრების შემთხვევაში მოქმედებს 20%–იანი ფასდაკლება.