...
0(0 რეიტინგები)

HR – თანამშრომელთა მართვა და მოტივირება

რეფერენტი

BPN Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი, ტრენერი, ქოუჩი, ბიზნეს კონსულტანტი
დანიელ მათერი 2017 წლიდან BPN Georgia – ს ოპერაციული დირექტორია. ფლობს მენეჯმენტის 15 წლიან გამოცდილებას განვითარების სხვადასხვა კომპლექსური პროექტების მიმართულებით მსოფლიოს 12 ქვეყანაში. მას ეკავა მმართველის პოზიციები საორგანიზაციო განვითარების, კომპეტენციების ამაღლების, სპონსორების მოძიების, ინტელექტუალური კაპიტალის მენეჯმენტის, ხარისხის უზრუნველყოფის და სოციალურ – ეკონომიკური და გარემოს საკითხების სფეროში.
12 საათი

ფორმა & მიზნები

ფორმა: თეორიული ნაწილი, პრაქტიკული დავალებები, ჯგუფური სავარჯიშოები, კითხვა პასუხის რეჟიმი

მიზანი: მართვა გულისხმობს მმართველის მხრიდან იმ მეთოდების ერთობლიობას, რომელიც თანამშრომელს უბიძგებს მის მიმართ წაყენებული ვალდებულებების შესრულებისკენ.
მართვა ასევე ნიშნავს მმართველობითი როლის, ფასეულობების, დამოკიდებულებებისა და ქცევის გათვითცნობიერებას.

სემინარზე თქვენ გაიაზრებთ თანამშრომლების როლს და მათი სწორად მართვის მნიშვნელობას, ასევე, საკუთარ სოციალურ პასუხისმგებლობას თანამშრომლების და კომპანიის წინაშე. თქვენ შეძლებთ თანამშრომლების პოტენციალის ამოცნობას და ხელშეწყობას.

ფორმატი

ადგილზე

მონაწილეები

მცირე და საშუალო კომპანიების მმართველები და მფლობელები, კადრების განყოფილების მმართველები და კადრებზე პასუხისმგებელი პირები. ამ თემით დაინტერესებული პირები

სემინარის ფაილები

გთხოვთ დარეგისტრირდეთ ამ კურსზე ქვემოთ ან შედით სისტემაში კურსის ფაილების სანახავად.

შემდეგი კურსის თარიღი

წარსული

დაგეგმილი თარიღები არ არის.

შინაარსი

პიროვნება & ქცევა

ხშირად მმართველი საკუთარ ძლიერ/ სუსტ მხარეებს და საკუთარ ქცევას არ ცნობს ისე კარგად, როგორც წარმოუდგენია. ის ასევე არ ცნობს თანამშრომლების შესაძლებლობებს და მათ პიროვნულ თვისებებს. კონფლიქტები გუნდში ხშირად კონკრეტული პიროვნების ტიპის ქცევისადმი უპირატესობის მინიჭებით იწყება. თანამშრომლების პიროვნების სტრუქტურის ამოცნობა კარგი მმართველის ძირითად უნარებს უნდა განეკუთვნებოდეს.

ონლაინ კითხვარის დახმარებით თქვენ შეადგენთ საკუთარ პიროვნულ პროფილს და ისწავლით, როგორ გადაანაწილოთ დავალებები გუნდში ოპტიმალურად პიროვნების სხვადასხვა ტიპის გათვალისწინებით.

მართვა

არასტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა, კვალიფიციური კადრების დეფიციტი, თანამშრომლების გადაჭარბებული მოლოდინები თანამედროვე მმართველების ყველაზე დიდი გამოწვევაა.

სემინარის ამ ნაწილში ჩვენ ვიმსჯელებთ ეფექტიანი მართვის ფორმის წინაპირობებზე:

•    როგორი მმართველი მიიჩნევა კარგ მმართველად
•    მმართველის ქცევის აღქმა თავად მმართველის და თანამშრომლის თვალთახედვიდან: როგორ უნდა მუშაობდეს მმართველი გუნდში არსებული პრობლემებისა და ხარვეზების გამოსავლენად და გადასალახად. მართვის დილემა
•    მართვა და ადამიანის ხატი: X- და Y-თეორია მაკ გრეგორის მიხედვით. მართვის დირექტიული და კოოპერატიული სტილის დადებითი და უარყოფითი მხარეები. General Electric და Google  – ს მაგალითები
•    პიროვნება და მართვა: მმართველის დამოკიდებულება პიროვნების სხვადასხვა ტიპის დადებითი და უარყოფითი მხარეების მიმართ
•    სიტუაციური მართვის სტილი: როგორ მოვარგოთ მართვის სტილი თანამშრომლების კომპეტენციებს ( პ. ჰერსის და კ.ჰ. ბლანკარდის მოწიფულობის ხარისხის მოდელი)
•    მართვა გასაგებად ფორმულირებული ხედვის და მიზნების დახმარებით (Management by Objectives)

თანამშრომლების მოტივირება

მოტივირებული თანამშრომელი კომპანიის წარმატებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს. მაგრამ როგორ უნდა მოვახდინოთ მათი მოტივირება? პრემიებს შეუძლია სტიმულის მიცემა კარგი შედეგების მისაღწევად, თუმცა არა გრძელვადიანად. ხშირად თავად მმართველი ხდება თანამშრომლის დემოტივაციის მიზეზი. სემინარის ამ ნაწილში დავკავდებით თანამშრომელთა მოტივირების ძირითადი ასპექტებით:
•    Gallup Employee Engagement Survey: მოტივირებული თანამშრომლების როლი კომპანიის პროდუქტიულობაში
•    შინაგანი და გარეგანი მოტივაცია
•    ჰერბერგის ორი ფაქტორის თეორია: მოტივატორები და ჰიგიენური ფაქტორები
•    ფული, როგორც მოტივაციის წყარო – საფრთხე ბონუს სისტემის შემოღებისას
•    მოტივირება ავტონომიის, პერფექციონიზმის და საზრისისს გაცნობიერების დახმარებით: დანიელ პინკი – ,,გასაოცარი სიმართლე იმაზე, თუ რა გვაძლევს მოტივაციას“ “The Surprising Truth about What Motivates Us.”
•    მოტივაციის ტიპური მკვლელები
•    მოტივაციის მაგალითები წამყვან ევროპულ კომპანიებში: Hilti AG და Trisa AG

საკადრო პროცესები (ნაწილი 1)

მცირე კომპანიებს ისევე მოეთხოვებათ თანამშრომლების შერჩევა შესაბამისი მეთოდებით და შემდგომში მათი შეფასება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება, როგორც მსხვილ კომპანიებს. სხვაობა მხოლოდ ისაა, რომ მცირე კომპანიებს ცალკე კადრების განყოფილება არ აქვთ და ეს საქმეც თავად მმართველებს აწევს ტვირთად. სემინარის ამ ნაწილში თქვენ წარმოდგენას შეიქმნით კადრების მოძიების, შეფასების და განვითარების მიმართულებით არსებულ პრაქტიკულ ინსტრუმენტებზე
კადრების მოძიება

  • ვაკანსიის შედგენა
  • ​​​განაცხადების დახარისხება
  • გაიდლაინების შემუშავება გასაუბრების ჩასატარებლად
  • პრაქტიკული რჩევები გასაუბრების ჩატარების ტექნიკებთან დაკავშირებით
  • ახალი თანამშრომლის ინტეგრაციის გეგმის შედგენა

საკადრო პროცესები (ნაწილი 2)

  • თანამშრომლების შეფასება

– როგორ ვადგენთ თანამშრომლებთან ერთად წლიურ მიზნებს კომპანიის საერთო მიზნებზე დაფუძნებით
– როგორ ვაფასებთ ობიექტური საზომი კრიტერიუმებით მიღწეულ მიზნებს
– შეფასებისას რა შეცდომებზე უნდა გამახვილდეს ყურადღება

  • ღონისძიებები კადრების კვალიფიკაციის ასამაღლებლად 

– რა სარგებელი მოაქვს კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას: თანამშრომლების ხელშეწყობა და მათთვის მოთხოვნების წაყენება
– Job enlargement – თანამშრომლისთვის საქმიანობის ახალი სფეროების შეთავაზება
– Job enrichment – თანამშრომლის მოტივირება დამატებითი პასუხისმგებლობების გადაბარების გზით
– Job rotation – თანაშრომლისთვის საკადრო ცვლილებების შესაძლებლობის მიცემა

სემინარის დასკვნითი ნაწილი

 

საშეღავათო პირობები:

  • BPN Georgia – ს პროგრამის მონაწილეებისთვის მოქმედებს 40% – იანი ფასდაკლება
  • BPN Georgia – ს პროგრამის მონაწილე კომპანიების თანამშრომლებზე 20% – იანი ფასდაკლება
  • ერთი კომპანიიდან სამი და მეტი პირის დასწრების შემთხვევაში 20 % – იანი ფასდაკლება
Select the fields to be shown. Others will be hidden. Drag and drop to rearrange the order.
  • Image
  • SKU
  • Rating
  • Price
  • Stock
  • Availability
  • Add to cart
  • Description
  • Content
  • Weight
  • Dimensions
  • Additional information
Click outside to hide the comparison bar
Compare