- რა არის ბრენდი? რა არის ბრენდის ხედვა?
- წარმატებული პოზიციონირების შემადგენელი კომპონენტები: ინსპირაცია, რელევანტურობა, დიფერენცირება, სანდოობა.
- ბრენდის ხედვის მოდელი: 1. ბრენდის მიზანი – რატომ აკეთებთ იმას, რასაც აკეთებთ? 2. ბრენდის დაპირება – რას სთავაზობთ მომხმარებლებს? 3. ბრენდის ღირებულება და სარგებელი – რა სპეციფიკური სარგებელი აქვს მოხმარებელს? 4. ბრენდის დამაჯერებლობა – რატომ უნდა გენდოთ მომხმარებელი დაპირებისას?
- მომხმარებლის გამოცდილება: სად მოდიხართ შეხებაში მომხმარებლებთან? შეხების რომელ წერტილებზე უნდა კონცენტრირდეთ მომხმარებელთა ლოიალურობის გასაზრდელად?
- საკომუნიკაციო არხების რუქა: რა არხებით უკავშირდებით სხვადასხვა სეგმენტს? რა მიზნით (გაყიდვების მართვა მოკლევადიანად, ბრენდის ცნობადობის გაზრდა)? ვინ რომელ საკომუნიკაციო არხზეა პასუხისმგებელი? რა ინფორმაციას გადასცემთ და რა სიხშირით?
რეფერენტი:
ტობიას ამანი. დაამთავრა შვეიცარიაში სანტ გალენის უნივერსიტეტის მარკეტინგის ფაკულტეტი. მაგისტრი. ბრენდის სტრატეგიასა და კომპანიის ზრდის სტრატეგიებში სპეციალიზებული შვეიცარიული საკონსულტაციო კომპანია Brandoos – ის დამაარსებელი და მმართველი.
Brandoos კონსულტაციას უწევს წამყვან შვეიცარიულ და საერთაშორისო კომპანიებს ბრენდის მშენებლობის და სტრატეგიული დაგეგმარების დარგში. მის მომხმარებელთა სიაშია მსოფლიო დონის ცემენტის მწარმოებელი კომპანია Holcim, სამედიცინო ტექნიკის მწარმოებელი კომპანია Boston Science Life, სასმენი აპარატების მწარმოებელი კომპანია Sonova, საერთაშორისო სავაჭრო და სერვის კონცერნი DKSH და სხვა.
კომპანია Brandoos ვებ გვერდი: https://www.brandoos.com/en/
საშეღავათო პირობები:
- BPN Georgia – ს პროგრამის მონაწილეებისთვის მოქმედებს 40% – იანი ფასდაკლება
- BPN Georgia – ს პროგრამის მონაწილე კომპანიების თანამშრომლებზე 20% – იანი ფასდაკლება
- ერთი კომპანიიდან სამი და მეტი პირის დასწრების შემთხვევაში 20 % – იანი ფასდაკლება