რეგიონებში მოქმედი ბიზნესების მხარდაჭერის მიზნით BPN Georgia 24 – 25 მაისს ქუთაისს ეწვია და პარტნიორ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალთან ერთად მორიგი ვორკშოპი შესთავაზა დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულ ფერმერებს და მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს. მრავალფეროვანმა პუბლიკამ და მათმა ჩართულობამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა რეგიონებში ბიზნესის კეთების პერსპექტიულობასა და მსგავსი ღონისძიებების აუცილებლობაში.
წარმატებები ჩვენს მონაწილეებს.