ბიზნესის ადმინისტრირების მორიგ სამ დღიან სემინარზე მონაწილეებმა შეიძინეს ცოდნა იმ მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, რომელსაც ყურადღება უნდა მიექცეს ბიზნესის მართვის საწყის თუ შემდგომ ეტაპზე. შეხვედრა იყო ინტერაქტიული და დატვირთული გუნდური თუ ინდივიდუალური სამუშაოებით. მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ პრეზენტაციების წარდგენით მონაწილეობია მიეღოთ ჩვენს გათამაშებაში და მიეღოთ BPN Georgia-ს მიერ დაწესებული პრიზები. წარმატებებს ვუსურვებთ როგორც გამარჯვებულებს, ისე სემინარის თითოეულ მონაწილეს.