შვეიცარიული ფონდი BPN Georgia აცხადებს კონკურსს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად
BPN Georgia არის შვეიცარიული ფონდი, რომელიც უკვე 5 წელია წარმატებით ეხმარება ქართულ ბიზნესებს განვითარებასა და გამოწვევებთან გამკლავებაში.
BPN Georgia-ს შემუშავებული აქვს სპეციალური ბიზნესის განვითარების 3 წლიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც პროგრამის მონაწილეებს სთავაზობს შვეიცარიული და დასავლური ბიზნეს გამოცდილების გაზიარებას მათზე მორგებული ინდივიდუალური კონსულტაციების, ტრეინინგებისა და სემინარების საშუალებით.
პროგრამის 95% თანადაფინანსებულია შვეიცარიის მიერ, დეტალები იხილეთ დანართში.
აპლიკაციის მიწოდების ბოლო ვადა: 15 ივლისი 2021 წელი
შევსებული სააპლიკაცია ფორმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@bpngeorgia.ge ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითეთ კონკურსი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის.