ფინანსური რესურსების მართვის პროცესში ხშირად ვაწყდებით სირთულეებს. დამწყები ბიზნესმენისთვის ძნელდება გაარკვიოს, რას წარმოადგენს ფინანსური მენეჯმენტი: ფირმის აქტივებისა და პასივების მართვა, ბიზნეს-გეგმის შედგენა, ანგარიშების ფინანსური ანალიზი, ფირმის ფასების პოლიტიკის დამუშავება თუ ფინანსურ-სამეურნეო საქმიანობის კიდევ სხვა ასპექტები. ფინანსების კომპლექსურ სამყაროში სხვადასხვა ინსტრუმენტებში გარკვევას დაეთმო ჩვენი ორ დღიანი სემინარი „ფინანსური მენეჯმენტი“.
სემინარზე განხილული იქნა თემები, როგორიცაა: ბუღალტერიის საფუძვლები, საწარმოს ფინანსური დაგეგმვა, მოგება – ზარალის ანგარიში, ბალანსი, ლიკვიდურობის გეგმა, საინვესტიციო გეგმა, კალკულაცია, მოგების ნულოვანი წერტილის გაანგარიშება, საწარმოს ხარჯები და სხვა.
მონაწილეებმა საჭირო ინფორმაციით დატვირთულმა და კმაყოფილმა დატოვეს სემინარი. წარმატებები მათ.