ქოუჩინგის ცნება დღითი დღე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, პროფესია – ქოუჩი კი საამაყო და მოთხოვნადი. ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიმართავს ქოუჩს სხვადასხვა მიზნით.
კამათი იმაზე, ნიშნავს თუ არა ქოუჩი მწვრთნელს, ისეთი ხშირი აღარ არის როგორც რამდენიმე წლის წინ. ქოუჩინგის და ქოუჩის მნიშვნელობა ბევრისთვის უკვე კარგად ნაცნობია და ბევრიც აღიარებს, რომ ქოუჩინგის დახმარებით უფრო წარმატებით შეძლო დაესახა მკაფიო მიზნები, უფრო სწრაფად მიეღწია ამ მიზნებისთვის, მიეღო სწორი გადაწყვეტილებები და გაეუმჯობესებინა ურთიერთობები ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.
ქოუჩინგი თავისი თანამედროვე მნიშვნელობით სათავეს მე-20-ე საუკუნის 70-იანი წლების ინგლისში იღებს და ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის, ტიმოთი გოლვის სახელს უკავშირდება. მან ამ თემას წიგნების სერია („შინაგანი თამაში“) მიუძღვნა, სადაც იმ მიდგომებზე საუბრობს, რომელთა დახმარებით ადამიანს სპორტში და ცხოვრების სხვა სფეროებშიც საუკეთესო შედეგების მიღწევა შეუძლია. სწორედ გოლვის მიერ აღმოჩენილი მიდგომა უდევს საფუძვლად ქოუჩინგის პროცესის მეთოდოლოგიას და ის შემდეგში მდგომარეობს: ადამიანი მთავარია გათავისუფლდეს შინაგანი წინააღმდეგობებისაგან, რომლებიც მას არ აძლევენ საშუალებას გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი. როგორც კი ის ამ წინააღმდეგობას თავს დააღწევს, მზად არის იყოს მაქსიმალურად ეფექტური და მიაღწიოს უმაღლეს შედეგებს.
გოლვის აღმოჩენას(სპორტში) უკავშირდება მეორე კონცეფციაც, რომელიც ასევე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, როდესაც ქოუჩინგზე ვსაუბრობთ. ეს აღმოჩენა მდგომარეობს შემდეგში: სპორტსმენები საუკეთესო შედეგებს აღწევენ და თან უფრო სწრაფად, როდესაც მათი მწვრთნელი არ არის იგივე სფეროდან და შესაბამისად არ აქვს კომპეტენცია კონკრეტული რჩევები მისცეს მათ. მწვრთნელის როლი იმაში მდგომარეობს, რომ იზრუნოს სპორტსმენების მოტივაციაზე, დაეხმაროს მათ საკუთარი რესურსების და იმ მეთოდების აღმოჩენაში, რომელთა წყალობითაც ისინი საუკეთესო შედეგებს აღწევენ.
ეს მიგნება მალე აითვისეს სხვა სფეროებმაც, ბიზნეს ქოუჩინგიც ძალიან სწრაფად გახდა პოპულარული და დღითიდღე უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც.
არაერთი კომპანია, არაერთი ფირმის მმართველი-მენეჯერი სარგებლობს დღეს ქოუჩინგის სერვისით, ჰყავს პირადი ბიზნეს ქოუჩი, რომელთანაც მისთვის სასურველი ინტენსივობით მსჯელობს იმ თემებსა თუ გამოწვევებზე, რომლებიც მისი საქმიანობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის არის. წარმატებული ფირმები კომპანიის შიგნითაც აქტიურად იყენებენ ქოუჩინგს. მმართველი რგოლის წარმომადგენლები საკუთარი ქოუჩების მსგავსი მიდგომებით გვერდში უდგანან თანამშრომლებს, ეხმარებიან მათ რესურსების ბოლომდე გამოვლენასა და პრობლემების გადაჭრის გზების აღმოჩენაში.
ხშირად ქოუჩს პრობლემების არსებობის შემთხვევაში მიმართავენ მაშინ, როდესაც თვითონ ვერ ხედავენ გამოსავალს. ქოუჩის როლი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ კონსტრუქტიული, მამოტივირებელი, გამოსავალზე ფოკუსირებული საუბრის და მომხმარებლისთვის რელევანტური კითხვების დასმის დახმარებით მას ის პერსპექტივები დაანახოს, რომელთა წყალობითაც მომხმარებელი საბოლოოდ პრობლემის გადაჭრის გზას თავადვე აღმოაჩენს.
აუცილებელი არ არის გამოწვევების წინაშე ვიდგეთ, ქოუჩს რომ მივმართოთ. ქოუჩინგი სასარგებლოა სტაბილური, წარმატებული კომპანიებისთვისაც, რომლებსაც გრძელვადიანი ხედვა და მიზნები აქვთ და მხოლოდ დღევანდელი მიღწევებით არ კმაყოფილდებიან. ასეთმა კომპანიებმა კარგად იციან ქოუჩინგის მნიშვნელობა და ღირებულება, იციან, რომ ქოუჩის დახმარებით შეუძლიათ:
- უკეთ დაინახონ საკუთარი ძლიერი მხარეები
- თვალი გაუსწორონ საკუთარ სისუსტეებს
- ბოლომდე შეიცნონ საკუთარი პოტენციალი
- დაინახონ კონფლიქტების/პრობლემების მოგვარების გზები
- გაითავისონ საკუთარი როლი
- მიიღონ ცვლილებები პოზიტიურად
- აღმოაჩინონ ახალი პერსპექტივები/შანსები/შესაძლებლობები
- შეხვდნენ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიას
ქოუჩინგი, როგორც წარმატების მიღწევის ინსტრუმენტი, მაშინ არის ეფექტური, როდესაც ის ქმედებაზეა ორიენტირებული და თითოეული ქოუჩინგ სესიის ბოლოს გამოკვეთილია ის ნაბიჯები, რომლებიც მომხმარებელმა დასახულ მიზნამდე მისასვლელად უნდა გადადგას.
ბიზნეს ქოუჩინგის მიზანი კონკრეტული ბიზნესის(მომხმარებლის) წარმატება, კომპანიაში არსებული გამოწვევების გადალახვაში დახმარება, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაა. ქოუჩის პირადი წარმატება კი იმაში მდგომარეობს, რომ მიღწეული შედეგები კომპანიისთვის იყოს გრძელვადიანი და მომხმარებელმა გარკვეული პერიოდის შემდეგ დამოუკიდებლად შეძლოს ამ წარმატების გზაზე სიარული.
„კარგ ქოუჩს შეუძლია ისეთ ადგილას მიგიყვანოს, სადაც ის უკვე აღარ გჭირდება.“
ანდრე აგასი
გრძელვადიანი პროგრამის ფარგლებში BPN Georgia სხვა სერვისებთან ერთად სწორედ ბიზნეს ქოუჩინგს სთავაზობს სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს. BPN Georgia-ს ადგილობრივი და შვეიცარიელი ექსპერტების მთავარი მიზანი ქოუჩინგ შეხვედრების ფორმატში სწორედ მომხმარებლის მაქსიმალური პოტენციალის გამოვლენაა. ინდივიდუალური ქოუჩინგის დროს, რომელიც მომხმარებლის სურვილისა და საჭიროებიდან გამომდინარე იმართება, ფოკუსირება ხდება რეალურად არსებულ შესაძლებლობებზე და პრობლემის არსებობის შემთხვევაში მისი გადაჭრის გზებზე და არა თავად პრობლემაზე.
ბიზნეს ქოუჩინგი – ეს თქვენი კომპანიის მომავალია, აღმოაჩინეთ თქვენი პოტენციალი და მიაღწიეთ მიზნებს სწრაფად და ეფექტურად!
BPN Georgia მზად არის გახდეს თქვენი ბიზნეს ქოუჩიც, იყოს მეგზური თქვენი და თქვენი საქმიანობის წარმატების გზაზე!