...

მოკლედ: ლეონარდო და ვინჩი

ლეონარდო და ვინჩის ყველა იცნობს როგორც ფერმწერს, მაგრამ ის ამასთანავე თავისი დროის ერთ – ერთი ყველაზე დიდი გამომგონებელიც იყო. ცნობილი ტილოების გვერდით ის მუშაობდა მრავალ იმ დროისთვის ინოვაციურ პროექტზე. მისმა მეცნიერულმა კვლევებმა დროსაც კი გაუსწრო და ბევრ ისეთ საინტერესო წამოწყებას დაუდო სათავე, რომელზე მუშაობის გაგრძელება მხოლოდ მეოცე საუკუნეში გახდა შესაძლებელი.

დაიბადა 1452 წელს იტალიაში. გენიალური ფერწერული ნაწარმოებების შექმნის გვერდით ის ყოველთვის ნახულობდა დროს მეცნიერული კვლევებისთვის გეომეტრიასა და დინამიკაში, გეოლოგიაში, ბოტანიკასა და ანატომიაში.  მან გამოიკვლია ადამიანის სხეულის პროპორციები, სხეულის შინაგანი და გარეგანი აგებულება და რეპროდუქციული სისტემა. ის ასევე დაკვირვებას ახდენდა წყალსა და წყლის ფენომენზე.

ლეონარდო და ვინჩი საინჟინრო და არქიტექტურული საქმიანობითაც იყო დაკავებული. გამოიგონა მრავალი საბრძოლო იარაღი და მოწყობილობა. მუშაობდა საფრენი აპარატის შექმნაზე.  არქიტექტურის მიმართულებით მას ეკუთვნის საკანალიზაციო არხების და სახმელეთო თუ საზღვაო გზების დაპროექტება. თავისი საქმიანობის განმავლობაში მან შეადგინა რამდენიმე ქალაქის გეგმა და ტოპოგრაფიული რუქები, მუშაობდა სხვადასხვა არქიტექტორულ და სარესტავრაციო პროექტზე.

და ვინჩი თავისი დროის ერთ – ერთი ყველაზე წარმატებული ადამიანი იყო, რასაც მან მიაღწია ინოვაციური იდეებით ყველა მის მიერ წამოწყებულ საქმიანობაში, გულმოდგინე დაკვირვებით და ბეჯითი შრომით. თავისი ცხოვრების მაგალითით ის ფაქტიურად გვაზიარებს წარმატების ფორმულას, რომელიც ასე ჟღერს: ინოვაცია, დაკვირვება და გულმოდგინება.

ეს ფორმულა ასეთივე წარმატებით შეგვიძლია გამოვიყენოთ ცხოვრების ნებისმიერ საკითხში და განსაკუთრებით ბიზნესის დაგეგმარებისას. თუ გვექნება ინოვაციური ბიზნეს იდეა, ან ბიზნესის კეთების ინოვაციური მეთოდები, დავაკვირდებით ბიზნეს პროცესებს, მომხმარებლებს, ბაზარს, გავაანალიზებთ შედეგებს და რისკებს და არა ინტუიციურად, ან იმპულსურად, არამედ გულმოდგინებით და მიზანმიმართულად ვიმუშავებთ დასახული გეგმის განხორციელებაზე, ჩვენი საქმიანობის წარმატების შანსს საგრძნობლად გავზრდით.

Select the fields to be shown. Others will be hidden. Drag and drop to rearrange the order.
  • Image
  • SKU
  • Rating
  • Price
  • Stock
  • Availability
  • Add to cart
  • Description
  • Content
  • Weight
  • Dimensions
  • Additional information
Click outside to hide the comparison bar
Compare