ალბათ, არაერთხელ გსმენიათ სიტყვა ნეთვორქინგი (Networking) და მისი დადებითი მხარეებიც კარგად გეცოდინებათ. თუმცა, თუ ზუსტი განმარტება დაგჭირდებათ, გეტყვით, რომ ნეთვორქინგი სტრატეგიული, სანდო და ურთიერთსასარგებლო კავშირების შექმნასა და შენარჩუნებას გულისხმობს, სწორედ იმ ადამიანებთან თუ ორგანიზაციებთან, რომლებსაც შეუძლიათ უშუალო გავლენა მოახდინონ თქვენი ბიზნესის წარმატებაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ნეთვორქინგი, ერთი შეხედვით, მარტივი “ნაცნობობის” გაჩენის პროცესია, თანამედროვე ბიზნეს გარემოში ის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული ინსტრუმენტია. ის გულისხმობს სანდო, გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების შექმნასა და გაღრმავებას, რაც თქვენს კომპანიას განვითარებასა და წინსვლაში დაეხმარება.
ნეთვორქინგი ბიზნესის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც მცირე, ისე საშუალო თუ მსხვილი ზომის კომპანიებისთვის, რადგან ის საშუალებას აძლევს მეწარმეებს დაამყარონ მნიშვნელოვანი კონტაქტები, აღმოაჩინონ ახალი ბიზნეს შესაძლებლობები და გაზარდონ კომპანიის ცნობადობა. ეფექტური ნეთვორქინგი ცოდნისა და გამოცდილებების გაზიარებასაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.
იმისთვის რომ ნეთვორქინგი წარმატებული გახდეს, ხშირად საჭიროა, რომ ჩვენი კომფორტი დავივიწყოთ, დავტოვოთ ეს ზონა. რაც გულისხმობს თუნდაც სიმორცხვის დაძლევას, კომპანიის სფეროს შესაბამის ღონისძიებებზე დასწრებას, პროფესიულ ჯგუფებში გაწევრიანებას, გარკვეულ ფინანსურ ინვესტიციებსაც და სხვა მცირე თუ მსხვილ დეტალს, რომლებიც მთლიანობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი დასახული მიზნების მიღწევაში.
საინტერესოა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომელსაც სტატისტიკაც ამყარებს, რომ ადამიანების უდიდესმა ნაწილმა ის შესაძლებლობები, რომლებიც შემდეგში მათი ბიზნესისთვის უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა, სწორედ ნეთვორქინგის საშუალებით მიიღო. ხშირად ერთი შეხედვით უმნიშვნელო საუბარი შეიძლება იქცეს იმ შეხვედრად, რომელიც მომავალში განაპირობებს წარმატებულ პარტნიორობას, თანამშრომლობას ან სრულიად ახალი და მოულოდნელი ჰორიზონტების გახსნას.
როგორ გავაძლიეროთ ნეთვორქინგი?
გახდით „ხილვადი“ თქვენი ინდუსტრიის საკვანძო სივრცეებში
დაესწარით ბიზნეს ღონისძიებებს, ტრენინგებს და შეხვედრებს. რაც უფრო მეტგან გამოჩნდებით, მით მეტი შანსია, რომ სწორ ადამიანებს შეხვდეთ. იყავით იქ, სადაც თქვენი არსებული ან პოტენციური კლიენტები ან პარტნიორები არიან.
მოამზადეთ ეფექტური „Elevator Pitch“
შექმენით მაქსიმუმ 30-წამიანი, მკაფიო და დამაინტრიგებელი პრეზენტაცია საკუთარი თავისა და ბიზნესის ღირებულების შესახებ, რომელმაც შემდეგ კითხვებს უპასუხებს: ვინ ხართ? რა უნიკალურ პრობლემას უგვარებთ მომხმარებელს? რა სახის თანამშრომლობა გაინტერესებთ?
პრიორიტეტი მიანიჭეთ აქტიურ მოსმენას
ნეთვორქინგი დიალოგია და არა მონოლოგი. ყურადღებით მოუსმინეთ თანამოსაუბრეს. ეს საშუალებას მოგცემთ უკეთ გაიაზროთ მისი რეალური საჭიროებები, გამოწვევები და ინტერესები, რამაც შეიძლება ნაცნობობა რეალურ და ღირებულ კავშირად გადააქციოს.
არ დაგავიწყდეთ Follow-up პროცესი
შეხვედრის დასრულებისთანავე, მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში, გაუგზავნეთ თანამოსაუბრეს მოკლე შეტყობინება. ეს უნდა იყოს მადლობა, შეხვედრის მცირე მიმოხილვა და კონკრეტული წინადადება სამომავლო თანამშრომლობის შესახებ. Follow-up არის გადამწყვეტი ნაბიჯი, რომელიც შეძენილ კონტაქტს პროფესიულ ურთიერთობად გარდაქმნის.
იყავით პირველი, ვინც სარგებელს შესთავაზებთ
ნეთვორქინგი ორმხრივი სარგებლის გაცვლაა. ხანდახან, მეორე მხარისთვის პატარა პრობლემის უანგარო გადაწყვეტა ან რჩევის მიცემა ნდობასა და გრძელვადიანი კოლაბორაციების შესაძლებლობებსაც ქმნის.

მეწარმეებისთვის, ვინც მზად არიან ახალი კავშირებისა თუ შესაძლებლობების აღმოჩენისათვის, BPN Georgia საუკეთესო დასაწყისია. ორგანიზაცია სემინარებთან/ქოუჩინგთან და სხვადასხვა ბიზნესის მხარდამჭერ სერვისთან ერთად, სწორედ ნეთვორქინგის განვითარებას ემსახურება. სახელწოდება – Business Professionals Network- ქართულად ბიზნეს პროფესიონალთა ქსელს ნიშნავს და მისი არსიც სწორედ ქსელური კავშირების (Networking) ჩამოყალიბებასა და გაძლიერებას ემსახურება. BPN Georgia ქმნის გარემოს, სადაც მეწარმეები ხვდებიან და დაუზარელად უზიარებენ გამოცდილებას ერთმანეთს, აყალიბებენ სანდო, გრძელვადიან ურთიერთობებს, რაც რეალურად უწყობს ხელს ბიზნესის მდგრად განვითარებას.
საბოლოო ჯამში, მეწარმეებისთვის ნეთვორქინგი არა მხოლოდ პროფესიულად სტრატეგიული ინსტრუმენტი, არამედ მათი წარმატების გასაღებიცაა, რომელიც მათ ეხმარება, იყვნენ უფრო გახსნილები, შეხვდნენ და შეამჩნიონ სწორი ადამიანები და კომპანიები, დაინტერესდნენ მათი ისტორიებით და მიიღონ ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც მათ ბიზნესს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს.
წარმატებებს გისურვებთ ახალი კავშირების დამყარებასა და არსებულის გაძლიერებაში!
სიყვარულით,
BPN Georgia






