Start-up Management

მიზნები

სემინარზე გაეცნობით განსხვავებას ტრადიციულ მცირე საწარმოსა და თანამედროვე სტარტაპს შორის, გაარჩევთ ახალგაზრდა ბიზნესის წინაშე მდგარ ძირითად რისკებს, მიმოიხილავთ სტარტაპების დაფინანსებისა და მხარდაჭერის წყაროებს, ასევე მათი განვითარების დასავლურ პრაქტიკას.

სემინარის დასასრულს, მსმენელებს მიეცემათ დავალებები, რომელთა შესრულების შემდგომ თითოეულთან დაინიშნება ინდივიდუალური ქოუჩინგი.

შინაარსი

სემინარზე განსახილველი თემები:

  • სტარტაპი: იდეიდან ბიზნესამდე
  • მეწარმეობა: მოდური ტენდენცია თუ შენი რეალური მოწოდება?
  • რას ნიშნავს იყო უნიკალური?
  • კონკურენცია: სიკეთე თუ ბოროტება?
  • მონოპოლისტური მდგომარეობის პარადოქსი
  • რა წყვეტს: კარგი გეგმა, თუ იღბალი?
  • წარმატების დაუნდობელი კანონები
  • ბიზნეს საიდუმლოება
  • შენი გუნდი
  • შენი კორპორატიული კულტურა
  • გაყიდვები
  • ტექნოლოგიების როლი
  • სად მთავრდება ილუზიები და იწყება საქმე?
  • დამფუძნებლის პარადოქსი: როგორი ლიდერი სჭირდება სტარტაპს?
  • როგორ დგება ხვალინდელი დღე?

ფორმა: თეორიული ნაწილი და პრაქტიკის გაზიარება
ხანგრძლივობა: 3 საათი
ღირებულება: 50 GEL
ყავის შესვენებები გათვალისწინებულია
მონაწილეები: დასწრება შესაძლებელია ნებისმიერი მსურველისთვის

Login