Online Business Planning Course

კურსი შედგება ოთხი ტრენინგისა და ორი ინდივიდუალური კონსულტაციისგან. ტრენინგები მოიცავს მცირე ბიზნესის საკვანძო საკითხებს:

            1. როგორ ვწერთ ბიზნეს გეგმას

  • საწარმოს ხედვა: რა მიმართულებით უნდა განვითარდეს საწარმო შემდგომ 5-10 წელიწადში? რას უნდა მიაღწიოს საწარმომ მომავალში?
  • გაყიდვის უნიკალური შეთავაზება (USP): როგორ უნდა დავარწმუნოთ პოტენციური მომხმარებლები ჩვენი პროდუქტის მაღალ ღირებულებასა და უპირატესობაში? რა განგვასხვავებს კონკურენტისგან?
  • SWOT ანალიზი: ძლიერ მხარეებზე კონცენტრირება და სუსტი მხარეების შემცირება, შანსების გამოყენება და რისკების ამოცნობა
  • პროდუქტის ხარისხი: მომხმარებლის მოთხოვნების და მოლოდინების ანალიზი. როგორ უზრუნველვყოფთ ჩვენი პროდუქტების და მომსახურების ხარისხს?

2. როგორ ვადგენთ ფინანსურ გეგმას

  • შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა მოგება - ზარალის უწყისის დახმარებით
  • საერთო და წმინდა მოგების გამოთვლა
  • დებიტორ -კრედიტორების სიების წარმოება, მათი საშუალებით მომხმარებლებისა და მომწოდებლების პოზიციების განსაზღვრა და კონტროლი
  • ცვეთის ხარჯების გამოთვლა

3. როგორ ვქმნით საკუთარ საწარმოზე მორგებულ მარკეტინგულ სტრატეგიას?

  • ციფრული მარკეტინგის როლი საქართველოსა და მსოფლიოში
  • ერთმნიშვნელოვანი სამიზნე სეგმენტის განსაზღვრა და მათთან კავშირის დამყარება ინდივიდუალურად მორგებული არხებით და ინსტრუმენტებით
  • SMART მიზნების განსაზღვრა და პრიორიტეტების გამოყოფა
  • სოციალური მედია კამპანიების ორგანიზება და შედეგების ანალიზი
  • სწორი საკომუნიკაციო ენის და ფორმების შერჩევა

4. როგორ ვახდენთ რისკების ანალიზს და კრიზისის მენეჯმენტს

  • კრიზისის არსი, სწორი მიდგომა მასთან და მისი, როგორც შესაძლებლობის გამოყენება ( ქართული მაგალითები)
  • კრიზის მენეჯმენტი: კრიზისის ეფექტური მართვა, ლიდერის როლი, რეაგირების ფორმები
  • პოსტკრიზისული პერიოდისთვის მომზადება: მომხმარებლის და მოხმარების შეცვლილი ქცევა, სარეალიზაციო არხების ტრანსფორმაცია
  • რისკების მართვა: რისკების მართვის სოლიდური გეგმა, მათი შეფასება და რისკების შესამცირებლად გათვლილი ღონისძიებები

 

ტრენინგები მიმდინარეობს ხუთი დღის განმავლობაში, თითოეულის ხანგრძლივობა შეადგენს საშუალოდ ორ საათს. ტრენინგები ინტერაქტიულია და ტარდება  მცირე ჯგუფებში (არაუმეტეს 15 მონაწილისა).

ტრენინგების დასრულების შემდგომ მსმენელს ეძლევა 10 დღიანი ვადა სისრულეში მოიყვანოს თავისი ბიზნეს გეგმა. ამ პერიოდში მას შეუძლია მოგვმართოს დაგროვილი შეკითხვებით, ჩვენი სპეციალისტი დაუნიშნავს ინდივიდუალურ კონსულტაციას და ყველა ტექნიკურ შეკითხვას გაეცემა პასუხი.

დასრულებულ ბიზნეს გეგმას ეცნობიან ჩვენი სპეციალისტები (საჭიროების შემთხვევაში გეგმა ითარგმნება და გასაცნობად მიეწოდება ჩვენს წამყვან ექსპერტს შვეიცარიის ოფისში). ამის შემდეგ ინიშნება ინდივიდუალური გასაუბრება, რომელზეც საკითხები დეტალურად ირჩევა. თუ კვალიფიციური რეკომენდაციების მოსაწოდებლად უცხოელი ექსპერტი ერთვება, ჩვენ უზრუნველვყოფთ თარგმნას (როგორც წერილობით, ისე ზეპირი ფორმით).

კურსი განკუთვნილია მცირე მეწარმეებისა და სტარტაპერებისთვის და თანადაფინანსებულია შვეიცარიის ბიზნეს პროფესიონალთა ქსელის მიერ.


ფორმა: ონლაინ ტრენინგები და  ინდივიდუალური კონსულტაციები
კურსის ხანგრძლივობა: 10 საათი
ღირებულება: 50 ლარი

Login