Time Management

მიზნები

დრო შეზღუდულია. დრო ფულია. დრო არ უნდა დავკარგოთ.

მიეკუთვნებით იმ ადამიანთა რიცხვს, რომელთაც არცერთი წუთი არ აქვს თავისუფალი? გსურთ უკეთ განკარგოთ დრო?

ჩვენს სემინარზე თქვენ შეძლებთ საკუთარი მუშაობის მეთოდის გაანალიზებას და მის ოპტიმიზაციას, პრიორიტეტების განსაზღვრას და დროის ქურდებთან გამკლავებას. თქვენ ისწავლით დროის დაგეგმვას კლასიკური დროის წიგნაკის ან მაგალითად Microsoft Outlook-ის საშუალებით.

თქვენ შეამოწმებთ დაგეგმვის პროცესს და გაგიჩნდებათ არაერთი პრაქტიკული იდეა, თუ როგორ შეასრულოთ დავალებები უფრო სწრაფად. სემინარის ფარგლებში საშუალება გექნებათ შეიმუშაოთ დროის დაგეგმვის, დავალებების შესრულების და ხელისშემშლელ ფაქტორებთან გამკლავების ინდივიდუალური  სტრატეგია.

შინაარსი

  • საკუთარი სამუშაო სტილის (დროის გამოყენების ანალიზი), სტრესთან და გადატვირთულ გრაფიკთან გამკლავების ანალიზი  
  • კრიტიკული თვითრეფლექსია ფართოდ გავრცელებულ შეხედულებებსა და    საქართველოში დროსთან არსებულ დამოკიდებულებასთან მიმართებაში
  • კარგი ,,სამსახურის  და ცხოვრების ბალანსის“ მიგნება (ლოთარ ზაივერთის Work-Life-Balance მოდელი)
  • მოჩქარის დაავადება: გამომწვევი მიზეზები და შედეგები
  • პერსონალური დროის ქურდების ამოცნობა და მათი დამარცხება
  • დროის მენეჯმენტი, მისი ოპტიმიზაცია კლასიკური დროის დაგეგმვის წიგნაკის ან Microsoft Outlook კალენდარის საშუალებით
  • რეალისტური, ნათელი მიზნების დასახვა და მათი მიდევნება (SMART-მეთოდი)
  • დავალებების სწორად დალაგება მათი მნიშვნელობის მიხედვით. პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა (ეიზენჰაუერის პრინციპი)
  • დავალებების უფრო ეფექტურად შესრულება ნაკლები სტრესის ფონზე.  ნაკლები ქმედება, მეტი შედეგი/პროდუქტიულობა (80/20 - ის წესი, პარეტოს პრინციპი)
  • დავალებების დაგეგმვა და დროის სწორად გადანაწილება (რაციონალური მუშაობა დეკარტის მიხედვით)
  • დღის დაგეგმვა და მისი ოპტიმიზაცია ინდივიდუალური შრომისუნარიანობის მრუდის და ინდივიდუალური ბიოლოგიური რიტმის საფუძველზე
  • ხელისშემშლელ ფაქტორებთან ურთიერთობა (ხერხის ეფექტი)

ფორმა: თეორიული ელემენტები, პრაქტიკული ცოდნის გაზიარება, ქართულ -  შვეიცარიული მაგალითებით გაჯერებული სავარჯიშოები, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა, ინფორმაციის გაცვლა
ხანგრძლივობა: 2 დღე
ღირებულება: 100 GEL
ყავის შესვენება გათვალისწინებულია
მონაწილეები: დასწრება შესაძლებელია ნებისმიერი მსურველისთვის

 

Login