ნაწილი 1: ბიოლოგიური მეურნეობის საფუძვლები და განვითარება
- ბიო მეურნეობის უპირატესობა მწარმოებლისთვის, მომხმარებლისთვის, გარემოსა და კლიმატისთვის
- ბიოლოგიური მეურნეობის ძირითადი საფუძვლები
- ბიოლოგიური მეურნეობის წარმოშობის ისტორია და განვითარება
- საერთაშორისო რეგულაციები და წესები
- რა შანსებს გულისხმობს აქტუალური ბიო ბუმი?
- რა გამოწვევების წინაშე დგანან ბიო მეურნეობები?
ნაწილი 2: რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ბიოლოგიურად ნაწარმოები პროდუქტი?
- რა გაიდლაინებით უნდა ვიხელმძღვანელოთ ბიო პროდუქტების წარმოებისას, გადამუშავებისას და რეალიზაციისას? რა წესები მოქმედებს მიწის დამუშავების, მოსავლის მოყვანის, საკვები ნივთიერებებით გამდიდრების, სარეველასთან გამკლავების და მცენარეთა მოშენების მიმართულებით?
- ბიო მეურნეობაზე გადასვლა, სერტიფიცირების პროცესი.
- როგორ ხორციელდება აკრედიტირებული სერტიფიცირების ორგანიზაციების გაიდლაიების მონიტორინგი?
ნაწილი 3: მაგალითები შვეიცარიიდან და მთელი მსოფლიოდან, ერთი კონკრეტული ქართველი მეწარმის ლაივ ქოუჩინგი
- როგორ შეუძლიათ ბიო მეწარმეებს წარმოების, შესყიდვების და რეალიზაციის მიმართულებით გაერთიანება?
- მაგალითები შვეიცარიიდან და მთელი მსოფლიოდან
- ერთი კონკრეტული ქართველი მეწარმის ლაივ ქოუჩინგი
რეფერენტი:
დანიელ ბერჩი – პროფესიით მეურნე და აგრონომი. დაიბადა შვეიცარიაში, ემენტალის მხარეში. გაიზარდა ბიო მეურნის ოჯახში და ბავშვობიდანვე ეცნობოდა ბიო წარმოების მეთოდებს.
ის მრავალი წელია მუშაობს სოფლის მეურნეობის ექსპერტად შვეიცარიაში, გერმანიაში, ჩრდილოეთ კორეაში და რუმინეთში. 2011 – 2018 წლებში ის ხელმძღვანელობდა შვეიცარიაში 7000 ბიო მეწარმისგან დაკომპლექტებულ კავშირს Bio Suisse.
დღეს ის ბიო მიმართულების დამოუკიდებელი ექსპერტი და ქოუჩია მრავალწლიანი გამოცდილებით საკვები პროდუქტების და სოფლის მეურნეობის მართვის საკითხებში.
საშეღავათო პირობები:
- BPN Georgia – ს პროგრამის მონაწილეებისთვის მოქმედებს 40% – იანი ფასდაკლება
- BPN Georgia – ს პროგრამის მონაწილე კომპანიების თანამშრომლებზე 20% – იანი ფასდაკლება
- ერთი კომპანიიდან სამი და მეტი პირის დასწრების შემთხვევაში 20 % – იანი ფასდაკლება