...
0(0 რეიტინგები)

ბრენდინგი, გაყიდვები და მომხმარებლის ფსიქოლოგია

რეფერენტი

BPN Georgia-ს ბიზნეს აკადემიის ხელმძღვანელი, ტრენერი, ქოუჩი
ნინო მამადაშვილი 2016 წლიდან მუშაობს BPN Georgia – ში ბიზნეს აკადემიის ხელმძღვანელის პოზიციაზე. მას აქვს მენეჯმენტში, მარკეტინგში, მომხმარებელთან ურთიერთობაში, ორგანიზაციული პროექტების მართვასა და  ტრენინგების ორგანიზებაში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება. მისი კარიერული გზა მოიცავს მენეჯერის, ტრენერის, სერვისის და პროდუქტების ექსპერტის, პროექტების მენეჯერის, ლექტორის და თარჯიმნის პოზიციებს. მან საბაკალავრო განათლება მიიღო თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო სამაგისტრო განათლება გერმანიაში, ვესტფალიის უნივერსიტეტში. გაიარა მარკეტინგის, პიარ ტექნოლოგიების, სტრატეგიული ბრენდინგის და ბიზნესის მართვის სრული სერტიფიცირებული კურსები თბილისის წამყვან უნივერსიტეტებში და ბიზნეს სკოლებში. კომპეტენციის არეალი ბიზნესის დაგეგმარება ბიზნეს ქოუჩინგი ბრენდინგი მენტორინგი კომუნიკაციები მენეჯმენტი აქტუალურად ნინო უძღვება სემინარებს ბრენდინგის, გაყიდვების და მომხმარებელთა ფსიქოლოგიის მიმართულებით, ასევე ბიზნესის დაგეგმარების მიმართულებით. ის არის თანაწამყვანი BPN Georgia – ს სხვადასხვა ბიზნეს საგანმანათლებლო მოდულებში და ორგანიზებას უწევს მრავალ სემინარს და ბიზნეს შეხვედრას. მისი კომპეტენცია მოიცავს აგრეთვე კონტეტის შექმნას კომპანიის ვებგვერდისა თუ სოციალური მედიებისთვის.  წერს პუბლიკაციებს და თარგმნის საქმიან შეხვედრებსა თუ სემინარებს.
7 საათი

ფორმა & მიზნები

ფორმა: სემინარს აქვს ინტერაქტიული სახე, გაჯერებულია დისკუსიებით და მრავალი ფოტო – ვიდეო მასალით

მიზანი: სემინარის მიზანია ბრენდის როლის განსაზღვრა, გაყიდვების სტიმულირება და მომხმარებელთა ფსიქოლოგიის უკეთ გაცნობა

ფორმატი

ადგილზე

მონაწილეები

დასწრება შესაძლებელია ნებისმიერი მსურველისთვის

სემინარის ფაილები

გთხოვთ დარეგისტრირდეთ ამ კურსზე ქვემოთ ან შედით სისტემაში კურსის ფაილების სანახავად.

შემდეგი კურსის თარიღი

წარსული

დაგეგმილი თარიღები არ არის.

შინაარსი

ნაწილი 1

  • ბრენდის როლის განსაზღვრა
  • ნეირომარკეტინგის არსი. მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები
  • რაციონალური და ემოციური კომპონენტების ანალიზი ყიდვის გადაწყვეტილებისას
  • ემოციის სისტემები და მომხმარებელთა ტიპები ემოციის სისტემების მიხედვით
  • მომხარებელთა სეგმენტაცია და მასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდის ანალიზი გაყიდვების მიმართულებით
  • კომუნიკაციის სენსორული არხების ანალიზი:
    • ფერის აღქმა და როლი გაყიდვებში
    • ლოგოს ტიპები, ფუნქცია და  ლოგოს შექმნის კრიტერიუმები
    • შეფუთვის ფუნქცია და როლი გაყიდვებში
    • მუსიკის, გემოს და სურნელის როლი გაყიდვებში
  • კომუნიკაციის ვერბალური არხების ანალიზი:
    • სლოგანის როლი და მისი შექმნის კრიტერიუმები
    • Power Words გაყიდვებში

ნაწილი 2

  • Storytelling
  • პირველი შთაბეჭდილების მოხდენა
  • ფასის სწორად ფორმულირება და ფასების აღქმა
  • ფასდაკლებათა სისტემები

ნაწილი 3

  • მომხმარებელთა ფსიქოტიპები და მათთან მიდგომის ფორმები
  • მომხმარებლის პროფილის შექმნა

საშეღავათო პირობები:

  • BPN Georgia – ს პროგრამის მონაწილეებისთვის მოქმედებს 40% – იანი ფასდაკლება
  • BPN Georgia – ს პროგრამის მონაწილე კომპანიების თანამშრომლებზე 20% – იანი ფასდაკლება
  • ერთი კომპანიიდან სამი და მეტი პირის დასწრების შემთხვევაში 20 % – იანი ფასდაკლება
Select the fields to be shown. Others will be hidden. Drag and drop to rearrange the order.
  • Image
  • SKU
  • Rating
  • Price
  • Stock
  • Availability
  • Add to cart
  • Description
  • Content
  • Weight
  • Dimensions
  • Additional information
Click outside to hide the comparison bar
Compare