...
0 (0 Ratings)

პრაქტიკული მოლაპარაკების კურსი

რეფერენტი

შესყიდვების სპეციალისტი, ტრენერი, ბიზნეს კონსულტანტი
თამარ ახსიაშვილი 2021 წლიდან არის კომპანია “Easy Procurement | მარტივი შესყიდვების“ დამფუძნებელი და დირექტორი. აქვს 17+ წლიანი გამოცდილება შესყიდვების და ხარჯების კონტროლის სფეროში. 2017 წლიდან ატარებს ტრენინგებს შესყიდვების და მოლაპარაკების მიმართულებით. ასევე გამოცდილება აქვს შესყიდვების პროცესების დანერგვის და ცვლილებების მართვის მიმართულებით. არის ბრიტანული შესყიდვების და მომარაგების სერტიფიცირებული ინსტიტუტის, CIPS-ის წევრი.
10 საათი

ფორმა & მიზნები

ფორმა: თეორიული ნაწილი, პრაქტიკული დავალებები, ჯგუფური სავარჯიშოები, კითხვა პასუხის რეჟიმი

მიზანი: თანამედროვე ბიზნესგარემოში მოლაპარაკება ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული კომპეტენციაა მცირე და საშუალო საწარმოებისთვის. ხშირად, მოლაპარაკების წარუმატებლობა გამოწვეულია დაუგეგმავი პროცესით, მოუმზადებელი პოზიციებით ან ემოციური გადაწყვეტილებებით. ტრენინგის ფარგლებში ჩვენ გავიაზრებთ, როგორ უნდა მოვემზადოთ, წარვმართოთ და დავასრულოთ მოლაპარაკება ისე, რომ შედეგი იყოს ორივე მხარისთვის მისაღები.

3 + 1 შეხვედრა – ტრენინგი ჩატარდება 9,10,11 ივლისს 19:00-22:00 სთ-ებში და დამატებით 12 ივნისს 11:00 სთ-ზე ბონუსად მიიღებთ 1 საათიან ონლაინ შეხვედრას, ონლაინ მოლაპარაკებების რეალური პრაქტიკის გასაცნობად.

სემინარზე სრულად დასწრების შემთხვევაში გაიცემა სერთიფიკატი.

ფორმატი

ჰიბრიდი (ადგილი+ზუმი)

მონაწილეები

მცირე და საშუალო კომპანიების მმართველები და მფლობელები, და სხვადასხვა პოზიციაზე მომუშავე ადამიანები, ვისაც ყოველდღიურად უწევს მოლაპარაკება მომწოდებლებთან, პარტნიორებთან, თანამშრომლებთან, კლიენტებთან და მათთვის ვინც დაინტერესებულია ამ თემით.

სემინარის ფაილები

გთხოვთ დარეგისტრირდეთ ამ კურსზე ქვემოთ ან შედით სისტემაში კურსის ფაილების სანახავად.

შემდეგი კურსის თარიღი

წარსული

09/07/2025 -

11/07/2025

საწყისი 7:00 pm
მანამდე 10:00 pm
300,00 

შინაარსი

მოლაპარაკებების სტრუქტურა და მომზადება

ეფექტიანი მოლაპარაკება იწყება სწორად დაგეგმვით. სწორედ ამ ეტაპზე ფასდება მიზნები, პოზიციები და ალტერნატივები. მონაწილეები გაიცნობენ ისეთ მნიშველოვან კონცეფციებს, როგორიცაა: BATNA, ZOPA და სხვა.

სწორად მომზადებული მხარე უკეთ აფასებს რისკებს და წარმატების შანსებს.

სემინარი მოიცავს:

  • მოლაპარაკების ეტაპების გაცნობას,
  • პრიორიტეტების ჩამოყალიბების მეთოდებს,
  • სამოქმედო გეგმის შედგენას.

კომუნიკაცია და დარწმუნება

მოლაპარაკების წარმატება ხშირად დამოკიდებულია არა მხოლოდ არგუმენტებზე, არამედ კომუნიკაციის უნარზე, თუ

  • როგორ ვუსმენთ,
  • როგორ ვკითხულობთ სხეულის ენას
  • როგორ ვსვამთ სწორ კითხვებს.

სტრატეგიები და ტაქტიკები

ყოველი მოლაპარაკება უნიკალურია, მაგრამ არსებობს ზოგადი სტრატეგიები და ტაქტიკები, რომლებსაც ხშირად იყენებენ გამოცდილი მომლაპარაკებლები. ტრენინგის ამ ნაწილში გავეცნობით სხვადასხვა სტილს (win-win და win-lose), ვისწავლით რთულ პარტნიორებთან ურთიერთობას და კონკრეტული ტაქტიკის გამოყენების დროსა და მიზეზებს.

მოლაპარაკებების პრაქტიკული სიმულაციები

ტრენინგის მნიშვნელოვანი კომპონენტია რეალურ სცენარებზე დაფუძნებული როლური თამაშები, რომლებიც დაეხმარება მონაწილეებს ცოდნის პრაქტიკაში გადატანაში. სხვადასხვა ბიზნესროლში ყოფნა და პარტნიორთან მოლაპარაკება ხელს უწყობს ღრმა გააზრებას და უნარების განვითარებას.

კროსკულტურული მოლაპარაკებები

გლობალიზაციის პირობებში ბიზნესმოლაპარაკებები ხშირად სცდება ქვეყნის საზღვრებს და მოიცავს კულტურულად განსხვავებულ პარტნიორებთან კომუნიკაციას. განსხვავებული ღირებულებები, ქცევის წესები, კომუნიკაციის სტილი და მოლოდინები გავლენას ახდენს მოლაპარაკების პროცესზე და შედეგზე.

ონლაინ მოლაპარაკებები

ციფრულ რეალობაში მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი ნაწილი ონლაინ რეჟიმში ტარდება სხვა პლატფორმების მეშვეობით. ამ ფორმატს თავისი სპეციფიკა აქვს: რთულია სხეულის ენის წაკითხვა, მოსმენაზე კონცენტრირება და ქარიზმის გადაცემა. მონაწილეები ისწავლიან ონლაინ შეხვედრების სწორად დაგეგმვას, ვიზუალური და ვერბალური კომუნიკაციის მორგებას დისტანციურ გარემოზე.

 

დასკვნა და რჩევები

ტრენინგი დასრულდება ძირითადი გაკვეთილების შეჯამებით, პრაქტიკული რეკომენდაციებითა და ქმედითი რჩევებით იმისთვის, რომ მონაწილეებმა შეძლონ მიღებული ცოდნის გამოყენება ყოველდღიურ ბიზნეს მოლაპარაკებებში.

ღირებულება: 300 ლ

საშეღავათო პირობები:

  • BPN Georgia – ს პროგრამის მონაწილეებისთვის მოქმედებს 40% – იანი ფასდაკლება
  • BPN Georgia – ს პროგრამის მონაწილე კომპანიების თანამშრომლებზე 20% – იანი ფასდაკლება
  • ერთი კომპანიიდან სამი და მეტი პირის დასწრების შემთხვევაში 20 % – იანი ფასდაკლება

რეგისტრაცია:

რეგისტრაციასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში იხილეთ ვიდეო ,,როგორ გავიაროთ რეგისტრაცია” ან დაგვიკავშირდით: 599 87 93 41

Select the fields to be shown. Others will be hidden. Drag and drop to rearrange the order.
  • Image
  • SKU
  • Rating
  • Price
  • Stock
  • Availability
  • Add to cart
  • Description
  • Content
  • Weight
  • Dimensions
  • Additional information
Click outside to hide the comparison bar
Compare