07/10/2022

BPN Georgia-ს ბიზნეს ასოციაციის წევრები ერთმანეთისთვის

ბიზნესების კოლაბორაცია.jpg

elene-modified.png  ავტორი: ელენე მარტყოფლიშვილი

საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის, ერთგული მომხმარებლების მოზიდვისთვის, ახალი იდეების გენერირებისთვის, ურთიერთ სარგებლიანობისთვის და ბიზნესის სხვა მრავალი წამახალისებელი ფაქტორის შექმნისთვის საჭიროა სწორი კონტაქტების დამყარება სხვადასხვა პროფესიისა თუ სფეროს წარმომადგენლებთან.

,,თუ გინდა სწრაფად წახვიდე, წადი მარტო, თუ გინდა შორს წახვიდე, წადი სხვებთან ერთად!” ეს აფრიკული ციტატა ეხმაურება BPN Georgia-ს ერთ - ერთ მთავარ საქმიანობათაგანს, როგორიცაა ჩვენი პროგრამის მონაწილეებისთვის ნეთვორქინგის პლატფორმის შექმნა.

colaboration.png

ბიზნეს ასოციაციის შექმნის შემდეგ მრავალი BPN Georgia-ს პროგრამის მონაწილის გზა გადაიკვეთა. მათ საკუთარი ბიზნეს გამოცდილების გაზიარებასთან ერთად დაიწყეს ურთიერთთანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც ერთმანეთს სთავაზობენ საკუთარ მომსახურებებსა და პროდუქტებს შეღავათიანი პირობებით, აწყობენ ტანდემებს და სხვა. 

ამის ნათელი მაგალითია ,,FAS Group“-ისა და ,,Innovative Language Academy“-ს ურთიერთთანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც ,,FAS Group“-ი Innovative Language Academy“-ს განსაკუთრებული პირობების ფარგლებში უწევს სრულ ბუღალტრულ და აუდიტორულ მომსახურებას. ხოლო თავად ,,Innovative Language Academy“-ს მრავალი BPN Georgia-ს პროგრამის მონაწილე მიმართავს ენების შესწავლის მიზნით, რა თქმა უნდა, ისინიც საშეღავათო პირობებით სარგებლობენ.

BPN Georgia-ს პროგრამის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე კოსმეტიკური კრემების მწარმოებელი კომპანია ,,ელასტია“-ს დამფუძნებელი ანა ღაღაშვილიც აქტიურად თანამშრომლობს BPN Georgia-ს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან. ანა დაინტერესებული იყო ბუღალტერიის შესწავლით, რათა საკუთარი ბიზნესის გამართულად მართვა ფინანსური კუთხითაც თავად შესძლებოდა. ,,FAS Group“-მა მას შესთავაზა კურსი, რომლის ფარგლებშიც სრულყოფილად შეისწავლის ბუღალტერიას, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული კუთხით.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ,,ელასტია“-სა და ,,საპნის ატელიე“-ს მიერ შექმნილი ტანდემი, რომლის ფარგლებშიც ისინი მომხმარებელს სთავაზობენ კანის მოვლის სრულყოფილ რუტინას აქციების ფარგლებში.  

ელასტია და საპნის ატელიე.png

ასევე, საინტერესოა ,,Hubmsheni“ და ,,Flex Media“-ს ურთიერთთანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც სარეკლამო კომპანია ,,Flex Media“ მომსახურებას უწევს სამშენებლო კომპანია ,,Hubmsheni“-ს, ხოლო თავის მხრივ ,,Flex Media“ კორპორატიული ღონისძიებების ფარგლებში დახმარებისთვის მიმართავს BPN Georgia-ს ერთგულ პროგრამის მონაწილე ,,ChiriFruit“-ს.

ამ და სხვა მრავალი მაგალითის ფონზე ვრწმუნდებით, რომ BPN Georgia-ს ბიზნეს ასოციაციის დაფუძნების მთავარი მიზანი მიღწეულია, რაც უფრო მეტ მოტივაციას გვაძლევს, განვახორციელოთ  პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.

« უკან
596
Login