პროგრამაში მონაწილეობა

გსურთ თქვენი ბიზნესის გრძელვადიანად განვითარება და მისი პროფესიონალურად მართვა? გაქვთ სურვილი გაიუმჯობესოთ ბიზნესის მართვის უნარები, გაიღრმაოთ პროფესიული ცოდნა, მიიღოთ კომპეტენტური რეკომენდაციები ადგილობრივი და შვეიცარიელი ექსპერტებისგან და გახდეთ კიდევ უფრო წარმატებული? მაშინ სწორად მოხვდით BPN Georgia-ში.


წინაპირობები BPN Georgia-ს პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად:

თუ ხართ კომპანიის მმართველი, ან ფლობთ წილს ბიზნესში და ხართ გადაწყვეტილებების მიმღები პირი, თუ ხართ სტარტაპი, გაქვთ პრაქტიკული გამოცდილება და ახლა დგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს თქვენი ბიზნესის განვითარებისათვის, მზად ხართ განავითაროთ საკუთარი საქმიანობა და ამისთვის გაიღრმაოთ ცოდნა ბიზნესის მართვის სფეროში, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ:

 


BPN Georgia - ს პროგრამა

BPN Georgia- ს პროგრამა მხარს უჭერს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს. ამ პროგრამით დაინტერესებული პირი რეგისტრაციის გავლის შემდეგ გადის შერჩევის პროცესს, ინდივიდუალური შეხვედრის ფარგლებში ვადგენთ, არის თუ არა ჩვენი პროგრამა რელევანტური დაინტერესებული პირისთვის. ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე იდება ხელშეკრულება, რომლითაც რეგულირდება მხარეებს შორის 2 წლიანი თანამშრომლობა. ხელშეკრულების საფუძველზე შერჩეული მეწარმე ხდება BPN Georgia-ს პროგრამის მონაწილე და ეძლევა წვდომა ქოუჩინგსა და საგანმანათლებლო მოდულებზე (40% ფასდაკლება).

ჩვენი აქტუალური სემინარების ჩამონათვალი იხილეთ აქ.

86717656_1071486906523723_7483336006192594944_n.jpg

ნინო ბექაური

დასუფთავების კომპანია

წარმატებები თქვენს გუნდს. საუკეთესოები ხართ!!!

Login