13/04/2022

პრობლემა, როგორც წარმატების ფაქტორი

5.png

Megi PNG.png  ავტორი: მეგი მაისურაძე

თუ აღმოაჩინე, რომ შენს მომხმარებელს პრობლემა აქვს, თუ ხედავ, რომ შენ მისი გადაჭრა შეგიძლია, მაშინ მომილოცავს,  ხელში წარმატების გასაღები გიჭირავს!
პროდუქტებით, სერვისებით, მომსახურების მაღალი ხარისხით გაჯერებულ ბაზარზე მარტივი არ არის მომხმარებლის გულის დაპყრობა. ადვილი არ არის, რომ ის ჩვენით მოიხიბლოს, ბედნიერი და კმაყოფილი იყოს მუდმივად. ზუსტად ამაზე ზრუნვა უნდა წარმოადგენდეს ჩვენი ბიზნესის ყოველდღიურობას. ბედნიერი მომხმარებელი, რომელიც გრძნობს, რომ მისი პრობლემის მოგვარებაში ვეხმარებით, ბიზნესის წარმატების საწინდარია.

ტყუილად კი არ გვეუბნება ცნობილი მოტივაციური მრჩეველი და ორატორი ზიგ ზიგლარი- «შეწყვიტე გაყიდვა! დაიწყე დახმარება!»
ქართული კომპანია CARU, რომელიც მრავალფეროვან ავტოსერვისს სთავაზობს მომხმარებელს,  ამას ძალიან კარგად აკეთებს. კომპანია პირველ რიგში იმას უსვამს ხაზს, თუ რა პრობლემებს უგვარებს მომხმარებელს:

«შეწყვიტე ხელოსნებთან სირბილი და ნაწილების ძებნა. ნუ კარგავ დროს. ნუ იშლი ნერვებს. ნუ იხდი ზედმეტს.» - ვკითხულობთ CARU-ს ვებ გვერდზე და არამარტო იქ. ეს ის სიტყვებია, რომლითაც კომპანია პოზიციონიერებს ყველგან, საიდანაც შეიძლება ხმა მიაწვდინოს თავის პოტენციურ მომხმარებელს, ისეთ ადამიანებს, ვისთვისაც ზემოთ აღნიშნული პრობლემას წარმოადგენს და მხოლოდ ამის მერე გვეუბნება კონკრეტულად რა სერვისებს გვთავაზობს.

ერთი რამ ცხადია, იმისათვის, რომ დახმარება შეძლო, კარგად უნდა იცნობდე შენს მომხმარებელს, უნდა იცოდე რა სურვილები და საჭიროებები აქვს მას, რა აწუხებს, რა გამოწვევების წინაშე დგას. როგორც კი აღამოაჩენ, რომ შენი კომპეტენციებით შეგიძლია მას პრობლემა მოუგვარო, ჩათვალე წარმატების გზას ადგახარ.
არ აქვს მნიშვნელობა რა სფეროში ხარ, პროდუქტს აწარმოებ თუ მომსახურებას სთავაზობ, ონლაინ აკეთებ ამას თუ ოფლაინ, იფიქრე, იპოვე პრობლემა, რომლის გადაჭრა ბევრ შენს უკვე არსებულ თუ პოტენციურ მომხმარებელს გააბედნიერებს. ეს  არა მხოლოდ სასურველი, აუცილებელიც კია, თუ  ბიზნესში სერიოზული განაცხადის გაკეთება გსურს და არა უბრალოდ ჰობის დონეზე რაღაცის კეთება.

დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად იცი, ვინ არის შენი მომხმარებელი, სამიზნე აუდიტორია უკვე მკვეთრად არის გამოკვეთილი. მაშ, ისღა დაგრჩენია, დააკვირდე და დასვა უამრავი კითხვა:

1.png

თავის დროზე ეს ყველა წარმატებულმა ბიზნესმა გააკეთა და დღესაც იგივეს აკეთებს, არ აქვს მნიშვნელობა არც მასშტაბს  და არც სფეროს. როგორც აღვნიშნეთ, ერთნაირად კმაყოფილია ნებისმიერი ბიზნესის მომხმარებელი, როდესაც ის იგრძნობს, რომ შენ მასზე ზრუნავ, იცი რა სტკივა, რისი მოგვარება არ შეუძლია შენს გარეშე და შენ შენი პროდუქტით ან სერვისით დახმარების ხელს უწვდი, ცდილობ ცხოვრება გაუმარტივო. მომხმარებელი გრძნობს, რომ შენს ბიზნესში ის ცენტრალურ ფიგურას წარმოადგენს და პროცესები მასზეა ორიენტირებული. დამერწმუნეთ, თქვენი მომხმარებელი ამას ძალიან აფასებს, ეს მის კმაყოფილებას განაპირობებს, რასაც თავის მხრივ მომხმარებლის ლოიალურობასთან მივყავართ, ეს კი ბიზნესისთვის უმაღლესი ჯილდოა. 

6.png

გახსოვდეს, მომხმარებელს შენს პროდუქტზე უფრო მეტად ის ემოცია ამახსოვრდება, რომელიც შენთან ურთიერთობისას აქვს. არ ავიწყდება როგორ გაუხარდა, მუდმივად ახსოვს თუ აწყენინე. დღევანდელ მომხმარებელს უამრავ ინფორმაციაზე მიუწვდება ხელი, დღითიდღე უფრო მომთხოვნი და პრეტენზიულიც ხდება, მოლოდინებიც მაღალი აქვს, სხვა კონკურენტ კომპანიებსაც იცნობს, ამიტომაც მუდმივი ზრუნვა გმართებს მასზე, რომ გრძელვადიანად შენი ერთგული მომხმარებლების სიაში დარჩეს.
მომხმარებლის პრობლემა, მისი გადაჭრის გზების მოძიება - აი რაზე უნდა ვკონცენტრირდეთ.

რას აძლევს ბიზნესს სხვისი პრობლემების მოგვარება? წარმატებას!!! 

მთავარია სწორად დავინახოთ, შევაფასოთ პრობლემა და ჩვენი შესაძლებლობებიც. სხვადასხვა ალტერნატიული გზებიდან ყველაზე მეტად რომელიც შეესაბამება ჩვენი საქმიანობის სფეროს და  ჯდება ჩვენს კომპეტენციაში, ის ავირჩიოთ და პროდუქტის/სერვისის სახე მივცეთ. მივაწვდინოთ ხმა საჭირო არხებით, საჭირო დროს და ადგილას მომხმარებელს, გავაცნოთ ის სარგებელი, რომელსაც ჩვენს პროდუქტთან/სერვისთან ერთად მიიღებს. მომხმარებლის სარგებელი კომპანიასვე დაუბრუნდება უკან ასევე სარგებლის სახით, რაც გაზრდილ გაყიდვებში, გაზრდილ ბრუნვაში და ლოიალურ მომხმარებლებში აისახება.

პრობლემის მოგვარება  

გვახსოვდეს - ეს არის პროცესი,  არა ერთჯერადი, არამედ მუდმივი და გრძელვადიანი. ყურადღების მოდუნება დაუშვებელია! გააგრძელე მომხმარებლზე დაკვირვება, მისი აქტუალური საჭიროებების და პრობლემების შესწავლა და თუ ხედავ, შენს კომპანიას აქვს რესურსი და კომპეტენცია, ეს საჭიროება დააკმაყოფილოს, გაიმეორე იგივე:
•    დასვი კითხვები;
•    გააკეთე ანალიზი;
•    იფიქრე პრობლემის მოგვარების გზებზე;
•    შეარჩიე მათგან საუკეთესო;
•    შეადგინე სამოქმედო გეგმა;
•    იმოქმედე;
•    დააკვირდი, შეაფასე შედეგი;
•    მოახდინე სწორი კომუნიკაცია;
კარიკატურა

წარმატების გზა ნიშნავს, ისწავლო, როგორ მოაგვარო მომხმარებლის პრობლემა, მერე კი პრობლემის გადაჭრის გზა გაყიდო და არა პროდუქტი, ან სერვისი!

წარმატების კიბე

დაგეგმე შენი წარმატება, ამოიცანი მომხმარებლის პრობლემები, იპოვე მათი გადაჭრის გზა!


ამ პროცესში მეგზური თუ გჭირდება, BPN Georgia მოხარული იქნება გამოგყვეს შრომატევად, საინტერესო და ამავდროულად სასიამოვნო გზაზე და შენთან ერთად იფიქროს ბიზნესის განვითარების გეგმაზე, რომელზე მუშაობაც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად შენს სამიზნე სეგმენტზე და მის პრობლემებზე ფიქრსაც გულისხმობს.
 

« უკან
1228
Login