წლების განმავლობაში ვარ BPN Georgia-ს პროგრამის მონაწილე.
არ მახსენდება არც ერთი მომენტი, რომ არ მიმეღოს ჩემთვის საინტერესო საკითხზე პასუხი,
მეტიც, თქვენგან ყოველთვის მოველი წინადადებებს, იდეებს, რასაც წარმატებით ვითვალისწინებ ჩემს საქმიანობაში.
რასთან ასოცირდება ჩემთვის BPN Georgia-ს ქოუჩინგი?
მე ასე ვიტყოდი, ამ შეხვედრებს შევადარებ გულშემატკივარ ადამიანთან გულწრფელ საუბარს, რომლისგანაც შენს საქმიანობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ თემაზე ყოველთვის მიიღებ კომპეტენტურ და სანდო რჩევას.
მადლობა ურთიერთობისთვის!
გისურვებთ წარმატებულ საქმიანობას და უამრავ წარმატებულ პროგრამის მონაწილეს!