BPN Georgia ქ. ქუთაისს მორიგი სემინარით – სოციალური მედია მარკეტინგით ესტუმრა!
- სემინარზე განხილულ იქნა ის ძირითადი ინტერნეტ პლათფორმები, რომლებიც საქართველოს ბაზარზე აქტიურად გამოიყენება რეკლამის განთავსების კუთხით;
- შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა სეგმენტაციის ჯგუფები, სარეკლამო მიზნები და ტიპები, შეტყობინების შექმნის სხვადასხვა მოდელები;
- მონაწილეებმა შეისწავლეს Ads Manager – დან საკუთარ ბიზნესზე მორგებული რეკლამის გაკეთება, შექმნეს სხვადასხვა კატეგორიის სამომხმარებლო აუდიტორია და სხვა.
თეორიული და პრაქტიკული მაგალითების მეშვეობით სემინარის მონაწილეებს შეექმნათ სწორი მარკეტინგული ხედვა, რაც ხელს შეუწყობს მათი ბიზნესის განვითარებას.