...
0(0 რეიტინგები)

სოციალური მედია მარკეტინგი

რეფერენტი

BPN Georgia-ს გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი, ტრენერი, ქოუჩი, „Sisters Wine“-ის თანადამფუძნებელი
ანა აივაზიშვილი, რომელმაც განათლება მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების და მარკეტინგის მიმართულებით. ანა ასევე გახლავთ კომპანია “SiSters Wine” -ის თანადამფუძნებელი. ანა BPN Georgia-ს გუნდს 2017 წლიდან შემოუერთდა. ის 10 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა გაყიდვებისა და მარკეტინგის სფეროში. მისი საქმიანობის არეალი სხვადასხვა პოზიციებზე მოიცავდა ბაზრის კვლევას, ახალი პროდუქტის/სერვისის შეფუთვა-დამატებას, მოლაპარკების წარმოებას, სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობას, სარეკლამო კამპანიების დაგეგმარებას და სისრულეში მოყვანას. უშუალოდ ციფრული მედია მარკეტინგის კუთხით ანას 7 წლიანი გამოცდილება აქვს. გარდა ამისა ის გახლავთ BPN Georgia-ს ტრენერი ციფრული მედია მარკეტინგის მიმართულებით. მისი სასემინარო პორტფოლიო შედგება სემინარებისგან: Facebook რეკლამები და სოციალურ მედია მარკეტინგი.
18 საათი

ფორმა & მიზნები

ფორმა: თეორიული და პრაქტიკული ნაწილი, ჯგუფური მუშაობა

მიზანი: სემინარის მონაწილეები შეისწავლიან სოციალური მედია მარკეტინგის უმთავრეს პრაქტიკულ და თეორიულ ელემენტებს. პრაქტიკული მაგალითები აყალიბებენ სწორ მარკეტინგულ ხედვას, რაც ბიზნესის დაგეგმვასა და განვითარებაზე დადებით გავლენას ახდენს. სასემინარო კურსი ეხმარება მიმზიდველი სარეკლამო პლატფორმების სწორად განსაზღვრაში, რეკლამის სწორად განთავსებასა და რაც მთავარია, მიღებული შედეგების კონტროლში.

ფორმატი

ადგილზე

მონაწილეები

დასწრება შესაძლებელია პირებისთვის, ვისაც სურს სოციალური მედია მარკეტინგის შესწავლა

სემინარის ფაილები

გთხოვთ დარეგისტრირდეთ ამ კურსზე ქვემოთ ან შედით სისტემაში კურსის ფაილების სანახავად.

შემდეგი კურსის თარიღი

წარსული

დაგეგმილი თარიღები არ არის.

შინაარსი

  • მარკეტინგის შესავალი, მარკეტინგის არსი
  • 4P: პროდუქტი, ფასი, ადგილი, სტიმულირება
  • 4C: მყიდველის საკითხის გადაჭრა, მყიდველის დანახარჯი, ხელსაყრელობა, კომუნიკაცია
  • მყიდველის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი; რეკლამა, არსი და მიზნები; შეტყობინების შექმნა; პრაქტიკული მაგალითების განხილვა
  • ვირუსული რეკლამა
  • Google Ads – ის მიმოხილვა: დანიშნულება, რეკლამის სახეები
  • Google Analytics –  მიმოხილვა, რას გვთავაზობს კონკრეტული პლატფორმა
  • Google Analytics & Tag Manager კოდების გაწერა
  • Google My Business (გვერდის შექმნა)
  • სასარგებლო რჩევები ბანერის აწყობისას
  • Linkedin; საკუთარი პროფაილის დარეგისტრირება და რეკლამის მექანიზმები
  • Facebook (Ads Manager.) რეკლამის გაშვების საშუალებების განხილვა პრაქტიკული მაგალითების თანხლებით
  • Facebook Business Manager
  • Instagram
  • Pinterest

      საშეღავათო პირობები:

  • BPN Georgia – ს პროგრამის მონაწილეებისთვის მოქმედებს 40% – იანი ფასდაკლება
  • BPN Georgia – ს პროგრამის მონაწილე კომპანიების თანამშრომლებზე 20% – იანი ფასდაკლება
  • ერთი კომპანიიდან სამი და მეტი პირის დასწრების შემთხვევაში 20 % – იანი ფასდაკლება
Select the fields to be shown. Others will be hidden. Drag and drop to rearrange the order.
  • Image
  • SKU
  • Rating
  • Price
  • Stock
  • Availability
  • Add to cart
  • Description
  • Content
  • Weight
  • Dimensions
  • Additional information
Click outside to hide the comparison bar
Compare