...
0 (0 Ratings)

როგორ ვიპოვოთ საკუთარი კონკურენტული უპირატესობა ბიზნესში და გავხდეთ გამორჩეული

რეფერენტი

BPN Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი, ტრენერი, ქოუჩი, ბიზნეს კონსულტანტი
დანიელ მათერი 2017 წლიდან BPN Georgia – ს ოპერაციული დირექტორია. ფლობს მენეჯმენტის 15 წლიან გამოცდილებას განვითარების სხვადასხვა კომპლექსური პროექტების მიმართულებით მსოფლიოს 12 ქვეყანაში. მას ეკავა მმართველის პოზიციები საორგანიზაციო განვითარების, კომპეტენციების ამაღლების, სპონსორების მოძიების, ინტელექტუალური კაპიტალის მენეჯმენტის, ხარისხის უზრუნველყოფის და სოციალურ – ეკონომიკური და გარემოს საკითხების სფეროში.
6 საათი

ფორმა & მიზნები

ფორმა: სემინარს აქვს ინტერაქტიული სახე, გაჯერებულია დისკუსიებით და მრავალი ფოტო – ვიდეო მასალით

ფორმატი

კონკურენციას ბოლო არ უჩანს. თანამედროვე მომხმარებელი განსაკუთრებული პრეტენზიულობით გამოირჩევა და არ სურს შეიძინოს პროდუქტი ხელმოსაჭიდი მიზეზის გარეშე. მის თვალში ყველა მწარმოებელი ერთსა და იმავეს სთავაზობს, ამიტომ დამაჯერებელი კონკურენტული უპირატესობის (USP-Unique Selling Proposition), იგივე განმასხვავებელი ნიშნის იდენტიფიცირება კომპანიის უმნიშვნელოვანეს და ურთულეს ამოცანებს განეკუთვნება. სემინარზე პრაქტიკული მაგალითებით და წამყვანი ფირმების გამოცდილებების გაზიარებით გიჩვენებთ: როგორ არის შესაძლებელი საკუთარი კომპანიის კონკურენტული უპირატესობის ამოცნობა და ბაზარზე პოზიციონირება როგორ უნდა დაარწმუნოთ მომხმარებელი თქვენი პროდუქტის სარგებელში. 100 კონკრეტული იდეისგან შემდგარი სია როგორ სტრატეგიებს მიმართავენ წამყვანი კომპანიები საკუთარი განმასხვავებელი ნიშნის განსაზღვრისთვის

მონაწილეები

დასწრება შესაძლებელია ამ თემით დაინტერესებული პირებისთვის

სემინარის ფაილები

გთხოვთ დარეგისტრირდეთ ამ კურსზე ქვემოთ ან შედით სისტემაში კურსის ფაილების სანახავად.

შემდეგი კურსის თარიღი

წარსული

დაგეგმილი თარიღები არ არის.

დარეგისტრირებული მონაწილეები:0

შინაარსი

შესავალი

  • რა არის კონკურენტული უპირატესობა
  • როგორ შეუძლია კომპანიას ისარგებლოს კონკურენტული უპირატესობით

რას ეძებს თქვენი სამიზნე სეგმენტი

  • როგორ დააკმაყოფილოთ ან გადააჭარბოთ სამიზნე სეგმენტის მოლოდინებს
  • როგორ დაინახოთ თქვენი ბიზნესი და პროდუქტები მომხმარებლის პერსპექტივიდან. როგორია იდეალური მომხმარებლის განსაზღვრება (Buyer Persona). როგორ შეასხათ ხორცი თქვენი მომხმარებლების სურვილებს განწყობის დაფის დახმარებით (Moodboard)
  • Genchi Genbutsu – ს პრინციპი: როგორ შეიქმნათ შთაბეჭდილება თქვენი მომხმარებლების მოთხოვნილებებზე უშუალო დაკვირვებით (Toyota – ს წარმოების სისტემა, Lean მენეჯმენტი)
  • როგორ გამოირჩეოდეთ ინდივიდუალური შეთავაზებით მასებისგან. გერმანული ონლაინ ბიო მაღაზიის Mymuesli – ს მაგალითი
  • რა დამატებითი მომსახურებით შეგიძლიათ მომხმარებლის აღფრთოვანება
  • როგორ შექმნათ კონკურენტული უპირატესობა სასიამოვნო ემოციის თანხლებით. ბინების გაქირავების ონლაინ პლატფორმის Airbnb – ს მაგალითი
  • ექსკლუზიური ნედლეული მასალა უკვე განმასხვავებელი ნიშანია. შვეიცარიელი ჩანთების მწარმოებელი კომპანიის Freitag –  ის მაგალითი
  • მებაღეობიდან ურბანული დასვენების და სასიამოვნო განცდების ოაზისამდე. გარდენია შევარდნაძის მაგალითი
  • ავტომობილისთვის ყველა სერვისის მიღება ერთ სივრცეში. თეგეტა მოტორსის მაგალითი

რაშია თქვენი კომპანია განსაკუთრებულად ძლიერი

  • ფოკუსირება და ცხადი კონცენტრირება ძლიერ მხარეებზე. სამზარეულოს ავეჯის მწარმოებელი შვეიცარიული კომპანიის Zbären –  ის მაგალითი
  • საკუთარი ძლიერი მხარეების იდენტიფიცირება მომხმარებელთა უკუკავშირის დახმარებით
  • როგორ უნდა მოახერხოთ კონკურენტისგან გამიჯვნა, როცა ობიექტურად არ ფლობთ ძლიერ მხარეებს. ყველის მწარმოებელი შვეიცარიული კომპანიის Appenzeller – ის მაგალითი
  • როგორ შეიძლება იქცეს ისტორიული, გეოგრაფიული და სოციალური კონტექსტი თქვენს ძლიერ მხარედ და განმასხვავებელ ნიშნად

რაში გჯობნიან კონკურენტები

  • თქვენი კომპანიისთვის რელევანტური კონკურენტების ამოცნობა ბაზრის სივრცობრივი და თვისობრივი გამიჯვნით
  • პირდაპირი და ირიბი კონკურენციის იდენტიფიცირება
  • მომხმარებლისთვის რელევანტური კონკურენტული ფაქტორების გამოკვეთა
  • კონკურენტთა ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზი
Select the fields to be shown. Others will be hidden. Drag and drop to rearrange the order.
  • Image
  • SKU
  • Rating
  • Price
  • Stock
  • Availability
  • Add to cart
  • Description
  • Content
  • Weight
  • Dimensions
  • Additional information
Click outside to hide the comparison bar
Compare