...

BPN Georgia-ს და საქართველოს ბანკის ერთობლივი ვორქშოპი  – “თვითმოტივაცია და თანამშრომელთა მოტივაცია”

უკვე მეოთხედ, BPN Georgia-სა და საქართველოს ბანკის   პარტნიორობით, ორდღიანი ვორქშოპი  – “თვითმოტივაცია და თანამშრომელთა მოტივაცია” გაიმართა.

ვორქშოპს შვეიცარიელი ტრენერი და ბიზნეს კონსულტანტი დანიელ მათერი უძღვებოდა, რომელმაც საკუთარ მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, მონაწილეებს  პრაქტიკული  და თეორიული რჩევები გაუზიარა. მისი დახმარებით, მონაწილეებმა შეძლეს გაეგოთ, თუ როგორ მართონ საკუთარი მოტივაცია და გააძლიერონ ლიდერის როლი ორგანიზაციაში.

ორდღიან ვორქშოპზე მონაწილეებმა შეისწავლეს, როგორ გააძლიერონ თვითმოტივაცია და გაიუმჯობესონ ლიდერული უნარები. ასევე გაეცნენ გუნდური მოტივაციის ჩამოყალიბების მექანიზმებს და ისწავლეს, როგორ აირიდონ თავიდან დემოტივაციის გამომწვევი ფაქტორები.

ვორქშოპზე დანიელ მათერმა ასევე განიხილა უახლესი კვლევები და გრძელვადიანი სამოტივაციო სტრატეგიები, რომლებიც კომპანიებს  თანამშრომელთა ჩართულობისა და პროდუქტიულობის გაზრდაში ეხმარება.

დიდი მადლობა საქართველოს ბანკს პარტნიორობისთვის და მხარდაჭერისთვის!

No results found.

Select the fields to be shown. Others will be hidden. Drag and drop to rearrange the order.
  • Image
  • SKU
  • Rating
  • Price
  • Stock
  • Availability
  • Add to cart
  • Description
  • Content
  • Weight
  • Dimensions
  • Additional information
Click outside to hide the comparison bar
Compare