...

ისტორია

ბიზნეს პროფესიონალთა ქსელი (BPN) არის შვეიცარიული არა მოგებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, რომელიც 1999 წელს მეწარმე იურგ ოპრეხტის მიერ დაფუძნდა.

ორგანიზაციის მიზანია მდგრადი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა, რაც თავის მხრივ შესაძლებელს გახდის ეკონომიკის განვითარებას და სიღარიბის დაძლევას. BPN – ი მხარს უჭერს ზრდის და განვითარების პოტენციალის და სურვილის მქონე მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომელთაც დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში.

ამჟამად BPN მუშაობს ყირგიზეთში, ნიკარაგუაში, რუანდაში, უგანდაში, მონღოლეთსა და საქართველოში მეწარმეების ხელშეწყობის პროგრამით.

ჩვენი ღირებულებები

ჩვენ ვმოქმედებთ სამართლიანად, ყურადღებით და გამჭვირვალედ. ეს ქმნის ნდობით აღსავსე და წარმატებული თანამშრომლობის საფუძველს.

ჩვენ ვუსმენთ, ვსვამთ კითხვებს, შთავაგონებთ, ვასწავლით და ვფიქრობთ მეწარმეებთან ერთად. ამ გზით მხარს ვუჭერთ მათ წინსვლაში.

ჩვენ ვმოქმედებთ წინდახედულად, ვაშენებთ ურთიერთობებს და ერთად ვისწრაფვით წარმატებისკენ.

ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვახალისებთ კომფორტის ზონიდან გამოსვლას, პრობლემების სხვა კუთხიდან დანახვას და სიახლეების მოსინჯვას. ამ გზით მუდმივად ვსწავლობთ და ვვითარდებით.