...

ახალი რეალობა

ეჭვგარეშეა, რომ კოვიდ პანდემიამ ჩვენი სამომხმარებლო და ყოველდღიური ქცევა სამუდამოდ შეცვალა. უკვე ორი წელია პანდემია მძვინვარებს და ყველა ვამჩნევთ, რომ ბევრი რამ აღარასოდეს იქნება ძველებურად. ბევრმა ბიზნეს მოდელმა დროებით მაინც დაკარგა მნიშვნელობა. ზოგიერთმა კი პირიქით, პროგრესი განიცადა. BPN Georgia – ს პროგრამის მონაწილეებსაც მოუწიათ «ახალ რეალობაზე» მორგება და საკუთარი ბიზნეს მოდელის შეცვლა. დიდ უმრავლესობას ეს წარმატებით გამოუვიდა, რაც ცხადყო ამ პერიოდში ჩატარებულმა ქოუჩინგებმა და კონსულტაციებმა. 
ჩემთვის სასიამოვნო ფაქტი იყო მაგალითად, როგორ მოახერხა მოკლე დროში კომპანია «დელიკატომ» გამართული ვებ გვერდის შექმნა, რომ სახლში გამოკეტილ მოქალაქეებს შესძლებოდათ სუფრისთვის მზა კერძების შეკვეთა. გამომცემლობა «წიგნიერმაც» კოვიდ პანდემიამდე რამდენიმე ნაკლებ ცნობილი ავტორი აღმოაჩინა და ყოვლისმომცველი მომსახურებით საკუთარი ნაშრომების გამოქვეყნების შანსი მისცა. 
პანდემიამდე ძირითადად უცხოელ მომხმარებელზე ორიენტირებული სამკაულების მწარმოებელი კომპანია «ცვარა» ახალი კოლექციით უკვე ქართველი მომხმარებლების მოთხოვნილებებსაც მოერგო და ამასთანავე ონლაინ გაყიდვებიც შემოგვთავაზა. სასტუმროებმა კი ეს პასიური პერიოდი სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად გამოიყენეს. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია BPN GEORGIA – ს პროგრამის მონაწილე ბიზნესებისა, რომელთაც სწრაფი ადაპტირება მოახდინეს ახალ გარემოებებთან და წარმოქმნილ კრიზისში შანსების ამოცნობით ახალი ორიენტირი აიღეს ბიზნეს საქმიანობაში. 
მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად პროგნოზირებადია, რას მოგვიტანს კიდევ „ახალი რეალობა“, ერთი რამ ცხადია: პანდემიის წყალობით ჩვენ ყველამ ბევრი ცოდნა შევიძინეთ, რომელმაც უფრო ძლიერ და მოქნილ პიროვნებებად ჩამოგვაყალიბა.
სიხარულით ველი 2022 წელს და ჩვენს ერთობლივ მუშაობას!
 

 

წლიური მოხსენების სრულად წასაკითხად მონიშნეთ თანდართული ვიზუალი.

No results found.

Select the fields to be shown. Others will be hidden. Drag and drop to rearrange the order.
  • Image
  • SKU
  • Rating
  • Price
  • Stock
  • Availability
  • Add to cart
  • Description
  • Content
  • Weight
  • Dimensions
  • Additional information
Click outside to hide the comparison bar
Compare