...

BPN Georgia-ელები ერთმანეთის მხარდასაჭერად

ბიზნესებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობაზე არერთგზის თქმულა, მრავალგზის დაწერილა ერთობის ძალაზე, რომელიც დიდი მიზნებისკენ სწორად სვლაში გვეხმარება.

BPN Georgia სწორედ ამ ურთიერთთანამშრომლობის, თანადგომის, ერთმანეთისთვის ცოდნა-გამოცდილების გაზიარების მხარდამჭერია. სწორედ ამას ემსახურება ის შეხვედრებიც, რომლებიც ჩვენს სივრცეში ხშირად იმართება და სადაც BPN Georgia-ს მონაწილეებს საშუალება აქვთ საკუთარი მაგალითით ბიზნესის კიდევ უფრო წარმატებით მართვის ახალი ინსტრუმენტები გაუზიარონ ერთმანეთს.

მორიგი შეხვერდა გაყიდვების თემას დაეთმო. BPN Georgia-ს პროგრამის წარმატებულმა და აქტიურმა მონაწილემ, გიორგი სრესელმა, რომელიც საქართველოში კომპანია Vinove-სა და Little trees ოფიციალური წარმომადგენელი და ecowood-ის გაყიდვების მენეჯერი გახლავთ, საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიარა აუდიტორიას.

 

მსმენელებისთვის კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, რამდენად მნიშვნელოვანია კომპანიისთვის საწყის ეტაპზევე შეიმუშაოს კონცეფცია, რომელსაც ის ერთგულად გაყვება თავისი სტრატეგიული განვითარების პროცესში და რომ გაყიდვებიც, როგორც სხვა დანარჩენი ასპექტები, სწორედ ამ კონცეფციასთან შესაბამისობაში უნდა იქნას დაგეგმილი.

გიორგიმ შეხვედრის ფარგლებში კონკრეტული ბიზნესის, ecowood-ის, განვითარების მაგალითზე აჩვენა რა ფაქტორებს უნდა მივაქციოთ ყურადღება. ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ისევე როგორც მთლიანობაში ბიზნესი, უშუალოდ გაყიდვების პროცესიც სრულად მომხმარებელზე იყოს ორიენტირებული. გიორგიმ მკაფიოდ გაუსვა ხაზი შემდეგ კონკრეტულ საკითხებს, რომლებიც ეფექტური გაყიდვების განუყოფელი ნაწილია:

– პოტენციური მომხმარებლის იდენტიფიკაცია და შეფასება

– შეხვედრისთვის მომზადება

– შეხვედრა

– პრეზენტაცია

– გაყიდვის დასრულება

– გაყიდვის შემდგომი კავშირი

პრობლემურ მომხმარებელთან ურთიერთობა, არსებულ მომხმარებელზე ზრუნვა, ახალ მომხმარებელზე გასვლა, მომხმარებელთა ბაზების ანალიზი და კიდევ არაერთი საინტერესო საკითხი იქნა წამოწეული შეხვედრაზე, რომელიც კიდევ ერთი დასტური იყო იმის, რომ ერთად ვქმნით ძალას, რომელსაც მასშტაბური ცვლილებების მოხდენა შეუძლია, ძალას, რომელიც ბევრი დიდი წარმატების გარანტად იქცევა.

„მარტო სიმფონიას ვერ დაუკრავ, ამისთვის მთელი ორკესტრია საჭირო“-ჰ. ე. ლუკოკი

ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ორკესტრი!

BPN Georgia ერთად ძლიერი მეწარმეობისთვის საქართველოში!

No results found.

Select the fields to be shown. Others will be hidden. Drag and drop to rearrange the order.
  • Image
  • SKU
  • Rating
  • Price
  • Stock
  • Availability
  • Add to cart
  • Description
  • Content
  • Weight
  • Dimensions
  • Additional information
Click outside to hide the comparison bar
Compare