ავტორი: ანა აივაზიშვილი
BPN Georgia ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს სთავაზობს ინდივიდუალურ ქოუჩინგ-კონსულტაციებს მათთვის პრიორიტეტულ ბიზნეს თემებზე. ამ მხარდაჭერით პროგრამის მონაწილეები ფოკუსირდებიან მიმდინარე პროცესებზე, იღებენ რჩევებს ტექნიკური ხარვეზების დასაძლევად და ისახავენ გრძელვადიან სამოქმედო გეგმებს. მაგალითისთვის მოგიყვებით „ლალისია“-ს დამფუძნებელ ლალი გოჩიტაშვილზე და სტომატოლოგიური კლინიკა „ჰებე“-ს დამფუძნებელ ქეთი გუჯაბიძეზე, რომელთაც ისარგებლეს აღნიშნული მომსახურებით.
ლალი გოჩიტაშვილი BPN Georgia-ს პროგრამის მონაწილეა. მისი კომპანია „ლალისია“ მომხმარებელს უგემრიელეს, დაბალკალორიულ, ჯანსაღი პროდუქტებისაგან დამზადებულ, უშაქრო და ულაქტოზო ხელნაკეთ შოკოლადებსა და ზეფირებს სთავაზობს. ლალი აქტიურად ესწრება BPN Georgia-ში ორგანიზებულ სემინარებს, იღებს ინდივიდუალურ ბიზნეს ქოუჩინგებს. ექსპერტის მხარდა-ჭერით მან მიიღო ინფორმაცია მისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე (ბრენდინგი, მარკეტინგული გეგმა, ონლაინ გაყიდვები) და დაისახა სამომავლო გეგმები. ქალბატონი ლალი მადლიერებით აღნიშნავს: „BPN Georgia-ს დახმარებით გავიაზრე ახალი მარკეტინგული ხედვა, გავმართე სოციალური ქსელები და ვისწავლე რეკლამის ეფექტურად მართვა. მივიღე სასარგებლო რჩევები, რის შედეგადაც შევძელი სწორი სტრატეგიის შერჩევა ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.“
სამედიცინო დაწესებულება „ჰებე“ 2018 წლიდან არის ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს მაღალკვალიფიციურ სტომატოლოგიურ მომსახურებას სთავაზობს. მისი დამფუძნებელი ქეთი გუჯაბიძე BPN Georgia-ს პროგრამის კიდევ ერთი წარმატებული მონაწილეა. ისევე, როგორც ჩვენი პროგრამის სხვა მონაწილეები, ქეთიც ხშირად სარგებლობს ადგილობრივი და შვეიცარიელი ექსპერტების ქოუჩინგებით. სოციალური მედიის მართვის თემაზე მიღებული ქოუჩინგის შემდეგ, ქეთი აღნიშნავს: „BPN Georgia-ს მხარდაჭერით შევძელი, სწორად გამემართა Facebook გვერდი, აღმომეფხვრა ტექნიკური ხარვეზები, ექსპერტი დამეხმარა Facebook support-თან კომუნიკაციაში და მათთვის დოკუმენტაციის სწორად მიწოდებაში. მივიღე პრაქტიკული რჩევები, რაც ხელს შემიწყობს ჩემი ბიზნესის უკეთ მართვაში.