გუნდი

daniel matter 2.jpg

დანიელ მათერი

BPN Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი, ტრენერი, ქოუჩი, ბიზნეს კონსულტანტი


daniel.matter@bpn.ch

LinkedIn

დანიელ მათერი 2017 წლიდან BPN Georgia - ოპერაციული დირექტორია. ფლობს მენეჯმენტის 15 წლიან გამოცდილებას განვითარების სხვადასხვა კომპლექსური პროექტების მიმართულებით მსოფლიოს 12 ქვეყანაში. მას ეკავა მმართველის პოზიციები საორგანიზაციო განვითარების,  კომპეტენციების ამაღლების, სპონსორების მოძიების, ინტელექტუალური კაპიტალის მენეჯმენტის, ხარისხის უზრუნველყოფის და სოციალურ - ეკონომიკური და გარემოს საკითხების სფეროში.  

ის არის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მაგისტრი. ბიზნეს განათლება მიიღო შვეიცარიაში. კარიერის საწყის ეტაპზე ის ასევე პროფესიული განათლებით იყო დაკავებული და დურგლის ხელობა შეისწავლა. მუშაობდა მშობლების მცირე საოჯახო საწარმოში, სადაც მან შეიძინა სამეწარმეო ხედვა, უნარები და გამძლეობა

კომპეტენციის არეალი

  • ბიზნესის დაგეგმარება
  • სტრატეგიული განვითარება და ბიზნესის განვითარება
  • პროექტების დაგეგმარება და მართვა
  • კადრების და საკადრო პროცესების მართვა
  • ფინანსური მენეჯმენტი და კონტროლი

აქტუალურად დანიელ მათერი უძღვება საბაზისო სემინარებს ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსური მენეჯმენტის, მარკეტინგის, კადრების მართვის, დროის მენეჯმენტის და თვითმენეჯმენტის და მოტივაციის თემატიკაზე. ის ასევე მუშაობს ახალი კონცეპტების შემუშავებაზე.

 

 


MicrosoftTeams-image (2).png

მეგი მაისურაძე

საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ქოუჩი


megi.maisuradze@bpngeorgia.ge

მეგი მაისურაძე 2016 წლიდან BPN Georgia - ში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების განყოფილებას უძღვებოდა. 2022 წლიდან BPN საქართველოს ფილიალის ხელმძღვანელია. მისი კარიერული პორტფოლიო მრავალწლიან გამოცდილებას ითვლის ტურიზმის, ზოგადი მენეჯმენტის, სტრატეგიული დაგეგმვის, კრიზისის მართვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით. 

მეგი მაისურაძე პროფესიით გერმანისტიკის მაგისტრია პედაგოგიური და მთარგმნელობითი გამოცდილებით, განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ინსბრუკის უნივერსიტეტებში (ავსტრია) მიიღო. წარმატებით გაიარა ბიზნესის მენეჯმენტის (GIPA), მარკეტინგის (CU), პროექტის მართვის (Headvice Academy), ბუღალტრული აღრიცხვის (GFPAA), სასტუმროს მართვის, სტრატეგიული ბრენდინგის, ბიზნეს ქოუჩინგის სერთიფიცირებული სასწავლო კურსები. გავლილი აქვს ბიზნესისა და ფინანსების მართვის სხვა არაერთი სერთიფიცირებული პროგრამა.

კომპეტენციის არეალი

  • ბიზნესის კონსულტაცია/ქოუჩინგი
  • ზოგადი მენეჯმენტი
  • ბიზნესის დაგეგმარება/ადმინისტრირება
  • ფინანსების მართვა
  • კრიზისების მართვა
  • სასტუმრო ბიზნესის მართვა
  • კლიენტთა მომსახურების მართვა

მეგი მაისურაძე აქტიურად არის ჩართული BPN Georgia - ს სტრატეგიული მართვის პროცესში, ამასთან ერთად უძღვება მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან ინდივიდუალურ ქოუჩინგ სესიებს და სხვადასხვა ბიზნეს სემინარს. ასევე, აქტიურ მონაწილეობას ღებულობს პარტნიორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებსა და მომხმარებელთან ურთიერთობის პროცესში.


2021-02-06-23-00-56-931.jpg

ანა აივაზიშვილი

BPN Georgia-ს გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი, ტრენერი, ქოუჩი, „Sisters Wine“-ის თანადამფუძნებელი


ana.aivazishvili@bpngeorgia.ge

LinkedIn

ანა აივაზიშვილი, რომელმაც განათლება მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების და მარკეტინგის მიმართულებით. ანა ასევე გახლავთ კომპანია "SiSters Wine" -ის თანადამფუძნებელი. ანა BPN Georgia- გუნდს 2017 წლიდან შემოუერთდა. ის 10 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა გაყიდვებისა და მარკეტინგის სფეროში. მისი საქმიანობის არეალი სხვადასხვა პოზიციებზე მოიცავდა ბაზრის კვლევას, ახალი პროდუქტის/სერვისის შეფუთვა-დამატებას, მოლაპარკების წარმოებას, სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობას, სარეკლამო კამპანიების დაგეგმარებას და სისრულეში მოყვანას. უშუალოდ ციფრული მედია მარკეტინგის კუთხით ანას 7 წლიანი გამოცდილება აქვსგარდა ამისა ის გახლავთ BPN Georgia- ტრენერი ციფრული მედია მარკეტინგის მიმართულებით. მისი სასემინარო პორტფოლიო შედგება სემინარებისგან: Facebook რეკლამები და სოციალურ მედია მარკეტინგი.

კომპეტენციის არეალი

  • ბაზრის კვლევა
  • ბრენდინგი
  • პროდუქტის დანერგვა/განვითარება
  • გაყიდვების მართვა
  • მარკეტინგი
  • ციფრული მედიის მართვა

აქტუალურად ანა მართავს BPN Georgia- სოციალურ მედიებს, გეგმავს და ახორციელებს სხვადასხვა ონლაინ აქტივობებს. ის ასევე აქტიურადაა ჩართული სოციალური მედიის მიმართულებით კონსულტაციების გაცემაში და საკუთარ გამოცდილებას უზიარებს დაინტერესებულ პირებს.  


2021-02-06-23-17-39-380.jpg

ნინო მამადაშვილი

BPN Georgia-ს ბიზნეს აკადემიის ხელმძღვანელი, ტრენერი, ქოუჩი


nino.mamadashvili@bpngeorgia.ge

LinkedIn

ნინო მამადაშვილი 2016 წლიდან მუშაობს BPN Georgia - ში ბიზნეს აკადემიის ხელმძღვანელის პოზიციაზე. მას აქვს მენეჯმენტში, მარკეტინგში, მომხმარებელთან ურთიერთობაში, ორგანიზაციული პროექტების მართვასა და  ტრენინგების ორგანიზებაში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება. მისი კარიერული გზა მოიცავს მენეჯერის, ტრენერის, სერვისის და პროდუქტების ექსპერტის, პროექტების მენეჯერის, ლექტორის და თარჯიმნის პოზიციებს.

მან საბაკალავრო განათლება მიიღო თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო სამაგისტრო განათლება გერმანიაში, ვესტფალიის უნივერსიტეტში. გაიარა მარკეტინგის, პიარ ტექნოლოგიების, სტრატეგიული ბრენდინგის და ბიზნესის მართვის სრული სერტიფიცირებული კურსები თბილისის წამყვან უნივერსიტეტებში და ბიზნეს სკოლებში

კომპეტენციის არეალი

  • ბიზნესის დაგეგმარება
  • ბიზნეს ქოუჩინგი
  • ბრენდინგი
  • მენტორინგი
  • კომუნიკაციები
  • მენეჯმენტი

აქტუალურად ნინო უძღვება სემინარებს ბრენდინგის, გაყიდვების და მომხმარებელთა ფსიქოლოგიის მიმართულებით, ასევე ბიზნესის დაგეგმარების მიმართულებით. ის არის თანაწამყვანი BPN Georgia - სხვადასხვა ბიზნეს საგანმანათლებლო მოდულებში და ორგანიზებას უწევს მრავალ სემინარს და ბიზნეს შეხვედრას. მისი კომპეტენცია მოიცავს აგრეთვე კონტეტის შექმნას კომპანიის ვებგვერდისა თუ სოციალური მედიებისთვის.  წერს პუბლიკაციებს და თარგმნის საქმიან შეხვედრებსა თუ სემინარებს.


Elene Martkoplishvili.png

ელენე მარტყოფლიშვილი

ოპერაციული ასისტენტი


elene@bpngeorgia.ge

LinkedIn

ელენე მარტყოფლიშვილი BPN Georgia-ს გუნდს სტაჟიორის პოზიციაზე 2022 წლიდან შემოუერთდა. ამ ჟამად ის ოპერაციული ასისტენტის პოზოციას იკავებს და სხვადასხვა მიმართულებით ყოველდღიურ საოპერაციო საქმიანობაში აქტიურად არის ჩართული.
ელენე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრია პროფესიით, მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს გაყიდვებს საბანკო სექტორში, მომხმარებელთან ურთიერთობას.  
კომპეტენციის არეალი:

  •  გაყიდვები
  • მომხმარებელთან ურთიერთობა
  •  ბიზნეს გეგმის დამუშავება

აქტუალურად ელენე ჩართულია სემინარების - ვორქშოპებისა და სხვადასხვა ბიზნეს შეხვედრების  ორგანიზებაში, ადმინისტრაციული საკითხების მოგვარებასა და BPN Georgia-ს პროგრამისთვის მეწარმეთა შესარჩევი პროცესის ეფექტურად განხორციელებაში.
 


Tea Tabagari.png

თეა თაბაგარი

ქოუჩი, ბიზნეს კონსულტანტი


tea.tabagari@bpngeorgia.ge

LinkedIn

 

თეა თაბაგარი 2021 წლიდან მუშაობს BPN Georgia - ში ბიზნეს კონსულტანტის პოზიციაზე. მას აქვს 10 წელზე მეტი ხნის გამოცდილება ტოპ მენეჯერულ პოზიციებზე დიდ საერთაშორისო კომპანიებში როგოც საბანკო, ასევე საცალო ბიზნესის, წარმოებისა და მომსახურების სფეროებში.


მან მაგისტრის ხარისხი მიიღო გერმანიაში შტუტგარტის უნივერსიტეტში. დამთავრებული აქვს საერთაშორისო საბანკო აკადემიები. არის სერტიფიცირებული ჰარვარდის ბიზნეს სკოლისგან, როგორც მოლაპარაკებების მასტერი. სხვადასხვა დროს გავლილი აქვს სემინარები, როგორც პროექტების მენეჯმენტის, ასევე ბიზნესის ადმინისტრირებისა და მართვის მიმართულებით.


კომპეტენციის არეალი:
•    ბიზნესის დაგეგმარება
•    ბიზნეს ქოუჩინგი/ კონსულტაცია
•    კომუნიკაციები
•    მენეჯმენტი

 


2.jpg

დეა თავბერიძე

ინტერნეტ ჟურნალის ,,ჟოლოს,, დამფუძნებელი

აქ ცდილობენ, რომ ნამდვილად მოგცენ ცოდნა. მადლიერი ვარ ყველაფრისთვის. მე მჯერა, თქვენი დახმარებით და თქვენთან მიღებული ცოდნით შევძლებ jolo.ge გავუტოლო ამ სფეროში არსებულ წამყვან კომპანიებს მომდევნო წლების განმავლობაში.

Login