ბიზნეს აკადემია

ბიზნეს აკადემიის ფარგლებში თქვენ იღებთ საბაზისო ცოდნას საწარმოო ეკონომიკის დარგში. ჩვენთან მიღებული ცოდნა დაგეხმარებათ პროფესიონალურ ზრდაში. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სწავლების პრაქტიკულ მხარეს და ვცდილობთ, მოწოდებული მასალა იყოს ადვილად გასაგები და განსახორციელებელი.


ჩვენი პროგრამის მონაწილეები ესწრებიან სემინარებს ლოგიკური თანმიმდევრობით. სემინარების თუ ვორკშოპების უმეტეს ნაწილზე დასწრება პროგრამის მონაწილეების გვერდით ნებისმიერი მსურველისთვისაც არის ნებადართული.

პროგრამის მონაწილეები ორიდან ოთხ წლამდე პერიოდში გადაემზადებიან შვეიცარიელი დარგის სპეციალისტების მხრიდან საწარმოო ეკონომიკის საფუძვლებში. ეს საბაზისო განათლება მოიცავს შემდეგ საგანმანათლებლო მოდულებს, რომელთა ხანგრძლივობაა 3-5 დღე:

  1. ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლები
  2. ფინანსური მენეჯმენტი
  3. მარკეტინგი
  4.  ადამიანური რესურსების მართვა

შესაძლებელია უცხოელი და ადგილობრივი სპეციალისტების მიერ შემოთავაზებულ სხვა დამატებით სემინარებსა თუ ვორკშოპებზე დასწრებაც.

ჩვენი აქტუალური სემინარების ჩამონათვალი იხილეთ აქ.

5.JPG

ლანა ლაგვილავა

ტრენინგ ცენტრი

მომეწონა, რომ პრეზენტაციების გაკეთების შესაძლებლობა მოგვეცა. პროფესიონალი გუნდი ხართ, პრაქტიკაზე ორიენტირებული, მოწესრიგებული და პოზიტიური.

Login