BPN Georgia-ს გულშემატკივრები

GE 087.2023 Vivia Gurgenishvili (0).jpeg

ვივია გურგენიშვილი

დინო

აბსოლუტურად ყველა ტრენინგი, მარკეტინგის გარდა, BPN Georgia-ში მაქვს გავლილი. BPN Georgia ჩემი მეორე ოჯახია და ეს მათთან პირველივე სატელეფონო საუბრისას ვიგრძენი. იქ მისულს იმდენად თბილი გარემო დამხვდა, გაოცებული დავრჩი. ჰყავთ არაჩვეულებრივი ექსპერტები, რომლებსაც უდიდეს პატივს ვცემ. ყოველთვის, როდესაც მჭირდება, ვიღებ მათგან რჩევებს, კონსულტაციებს. ფინანსურ ნაწილშიც ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, ვისწავლე, როგორ უნდა ვმართო ფინანსურად ბიზნესი. შეხვედრებისთვის ჩემი პრეზენტაციის წარმატებულად გაკეთებაში BPN Georgia - მ დიდი როლი ითამაშა. ამიტომაცაა, რომ ძალიან მიყვარს და ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის BPN Georgia.

GE 089.2023 Ia Shengelia (0).JPG

ია შენგელია

IkoKids

VPN Georgia - არის ძალიან მეგობრული და მხარდამჭერი გუნდი, რომელთანაც როგორც პრობლემის, ასევე წარმატების გაზიარება ისევე შემიძლია, როგორც საკუთარ ოჯახთან და ვიცი, ორივე შემთხვევაში გულწრფელ თანადგომასა და კომპეტენტურ კონსულტაციას გამიწევს. 

319922443_660959285814950_1044674169132633928_n.jpg

სოფიო ტუაევი

Somakids

გვეიმედებით! გვაძლევთ საშუალებას, დავამყაროთ ახალი კონტაქტები და ავიმაღლოთ სამეწარმეო ცოდნა.

IMG_5328.JPG

მაია რატიანი

Chocomia

ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი, სადაც ყველა წევრი ერთმანეთის გვერდით შრომობს, ცდილობს დაეხმაროს ყველა წევრს. ბიზნეს ასოციაციის ფარგლებში გამართული შეხვედრები ყოველთვის ინფორმაციული, საინტერესო და საჭიროა.

352348627_10230285161183653_2995184391584403492_n.jpg

მირანდა აღაპიშვილი

Mestia Eco Huts

ასოციაციის წევრობა ნიშნავს ახალი გამოცდილების მიღებას, პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, კვალიფიკაციის ამაღლების საშუალებას, კონტაქტების დამყარებას სხვა მეწარმეებთან, რაც აუცილებელია ბიზნესის განვითარებისთვის. 

GE 079.2022 Tinatin Ididze (0).jpg

თინათინ იდიძე

Caucastours

ბიზნეს გეგმის ტრენინგი დამეხმარა ბიზნეს იდეების სტრუქტურირებაში და ფინანსური მიზნების დასახვაში. მე ახლა ვხედავ ჩემს მომავალს ციფრებში.

 

K.G.jpg

ქეთი გუჯაბიძე

კომპანია ,,ჰებეს,, დამფუძნებელი

ყოველთვის აქტიურად ვესწრები BPN Georgia-ს სემინარებს. ამჯერად დავესწარი სოციალური მედია მარკეტინგის სემინარს, რითაც ძალიან კმაყოფილი ვარ. მინდა გამოვყო მომხსენებლის ინდივიდუაური მიდგომა, მასალების დეტალური ახსნა და მსმენელებისთვის ბუნდოვანი საკითხების გასაგებ ენაზე წარმოჩენა. მომხსენებელმა სასემინარო ფორმატში შეძლო ჩემთვის პრობლემური ბიზნეს თემების მოგვარება და დაკვალიანება. 

Nat.jpg

ნათია კარხილაური

ტურისტული კომპანია

განსაკუთრებით მომწონს სემინარების ფორმატი, პატარა და მეგობულ გუნდში მომხსენებელმა შეძლო ყველა მსმენელის ჩართვა და საკუთარი გამოცდილების გაზიარება. საინტერესო და პრაქტიკული მაგალითები კი დაგვეხმარა სწორი სარეკლამო გეგმის შემუშავებაში და  მის განხორციელებაში. ჩემთვის ასევე ძალიან სასიამოვნო ფაქტი გახლდათ მსმენელების მხირდან ერთიმეორის მხარდაჭედა და რჩევების გაზიარება. 

347598952_3648236192072908_6308094497603089671_n.jpg

ნინი ნადირაძე

The Bus Food Truck Bus

ვიყო ერთი დიდი ბიზნეს ოჯახის წევრი, სადაც ყველა დახმარების ხელს გიწვდის, გიზიარებს ცოდნასა და ბევრ ახალ, საინტერესო ინფორმაციას, სადაც ბიზნესისთვის საჭირო  ახალ ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობაცაა.
მე პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ კითხვაზე ვიღებ უსწრაფეს უკუკავშირს. BPN Georgia არის ჩემი ერთ-ერთი მოტივატორი.
 

David Kutateladze.jpg

დავით ქუთათელაძე

საიუველირო კომპანია "ცვარა" - ს დამფუძნებელი

შინაარსობრივად საინტერესო და კარგად გამართული სემინარი იყო. ძალიან მომეწონა რეფერენტი, ბატონი ჰანს ვილჰელმი და თარჯიმნები.

დიდი მადლობა საორგანიზაციო გუნდს და BPN Georgia-ს მსგავსი სემინარის ჩატარებისთვის.

Guranda Pruidze.jpg

გურანდა ფრუიძე

საოჯახო სასტუმრო

საკმაოდ ბევრ სემინარს დავსწრებივარ და მინდა ავღნიშნო, რომ ძალიან მომეწონა „დროის მენეჯმენტის“ სემინარი. აღსანიშნავია მომზადების მაღალი დონე და პროფესიონალიზმი. მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ ყოველდღიურ ცხოვრებაში. დიდი მადლობა გუნდს ოპერატიულობისთვის.

Eliso Kharchilava.jpg

ელისო ხარჩილავა

კომპანია "Green Art Georgia" - ს დამფუძნებელი. ლანდშაფტის დიზაინერი

მადლობელი ვარ სოც. მედიის სემიარზე დასწრებით. ტრენერი არს ძალიან მაღალკვალიფიციურ, მომთხოვნი და გულისხმიერი. მივიღე ყველა საკითხზე სათანადო პასუხი და რჩევა, შევიმუშავე სამოქმედო გეგმა, რომლის განხორციელებაც სემინარის მსვლელობის პარალელურად დავიწყე. ტრენერი იყო მეგობრული და მოწესრიგებული, გამართული ჰქონდა სამუშაო მასალები, შექმნილი ჰქონდა ყველანაირი სიმყუდროვე იმისათვის, რომ ნაყოფიერი სემინარი ჩატარებულიყო. ნამდვილად შევიძინე ის თეორიული ცოდნა, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკულ საქმიანობაში. ძალიან დიდი მადლობა ორგანიზატორებს და ველი მომდევნო სემინარებს.

Giorgi Chumburidze.jpg

ფატი ბუხრიკიძე

შპს. პირველი სოციალური საწარმო

ძალიან პროდუქტიული ვორქშოპი იყო. საინტერესო ცოდნა მომცა გრძელვადიანი სტრატეგიის და ჩემი ფირმის სტაბილური მომავლის შესაქმნელად. მივიღე კარგი, პრაქტიკული რჩევები, რამაც მომცა მოტივაცია მიღებული ცოდნა განვახორციელო ჩემს ყოველდღიურ ბიზნეს საქმიანობაში. ძალიან მიხარია, რომ არსებობს ისეთი ფონდი, როგორიც არის BPN Georgia, რომელიც ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს მიიღონ საჭირო განათლება და პრაქტიკული ცოდნა. BPN Georgia ნიშნავს ჩემთვის გზას წარმატებისკენ. საუკეთესო სურვილები BPN Georgia-ს!

Nina Petrova.jpg

ნინა პეტროვა

"Green Houses on Lisi Lake" - ის წარმომადგენელი

ძალიან დიდი მადლობა BPN-ის ყველა წევრს და ორგანიზატორებს. კმაყოფილი ვარ მიღებული ცოდნით და მოტივირებული ველოდები შემდეგ სემინარებს!

დიდი მადლობა და ყოჩაღ!

Kathy Krebser.JPG

ქეთი კრებსერი

შპს. აისითი ჯგუფი

ძალიან საინტერესო და ინფორმაციული ვორკშოპი იყო. დამატებითი ცოდნის მიღების სურვილს აღვივებს და ცვლილებებისკენ გიბიძგებს. მომეწონა პროფესიონალური თარგმანი და ასევე  თბილი და ორგანიზებული დახვედრა, რისთვისაც დიდი მადლობა.

ელისაშვილი 2.jpg

მარიამ ელისაშვილი

სტარტაპერი

დიდი მადლობა BPN Georgia - ს, რომ საშუალება მომცა დავსწრებოდი ვორქშოპს „ბიზნეს გეგმის შედგენა და მარტივი ბუღალტერია“. მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას აუცილებლად გამოვიყენებ ჩემი ბიზნესის განვითარებისთვის.

გოგოლი.jpg

მანანა გოგოლი

კომპანია "HP Fund" - ის გენერალური მდივანი

ძალიან საინტერესო სემინარი იყო. პრაქტიკულად გამოსაყენებელი! ნამდვილი პროფესიონალები ხართ, დიდი მადლობა მთელ ჯგუფს!

Giorgi Esvanjia.jpg

გიორგი ესვანჯია

"Kote.ge"-ს აღმასრულებელი დირექტორი

ძალიან თავისუფალი და მოწესრიგებული სამუშაო და სასწავლო გარემოა.
„მასპინძლები“ - კეთილგანწყობილი და დაუზარელი გუნდია, კარგი იუმორით!
პროფესიონალი ტრენერები გასაგებ ენაზე გადმოსცემენ მასალას.

მადლობა BPN Georgia-ს გაზიარებული ცოდნისთვის!

Eliza Chumbashvili.JPG

ელიზა ჭუმბაშვილი

შპს. უნივერსალი 7

მომეწონა სემინარების წარმართვის მეთოდი. თეორიული მასალისა და პრაქტიკული მაგალითების კარგმა სინთეზმა მიღებული ინფორმაციის კარგად გააზრების საშუალება მოგვცა.

მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი სემინარები მცირე თუ საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს მისცემს იმ სავალდებულო ცოდნას, რომელიც აუცილებელია ბიზნესის წარმატებულად მართვისთვის. ასევე განუვითარებს სტარტაპებს იმ საჭირო ბიზნეს უნარებს , რომელიც დაეხმარება მათ საწყის ეტაპზევე სწორედ დაგეგმონ ბიზნესი და ამ გეგმით მიაღწიონ მიზანს.

მადლობა BPN Georgia-ს რომ გვთავაზობს მსგავს შესაძლებლობას და მხარდაჭერას!

შტააძე.jpg

ხათუნა შტააძე

პროფესორი, ევრომეცნიერების ჰუმანიტარული საბჭოს დეპარტამენტის წევრი

დიდი მადლობა შვეიცარიულ ფონდს საინტერესო, აქტიური და ძალზედ მნიშვნელოვანი საკითების განხილვისთვის ბიზნესის  მიმართულებით, რაც უდავოდ დიდ დახმარებას გაუწევს ქართველ მეწარმეებს! BPN - ის მიერ ორგანიზებული ლექცია-სემინარები ქართულ რეალობას არის მორგებული, სადაც შერწყმულია თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, რაზეც მუდმივად ზრუნავენ როგორც შვეიცარიელი, ასევე ქართველი ექსპერტები.


 

გიორი გიორგაძე.jpg

გიორგი გიორგაძე

ავტოსკოლა

მადლობა ტრენინგისთვის. ვისურვებდი პრაქტიკულ ჩარევას თქვენი ექსპერტების მხრიდან ჩვენს ბიზნესში პრაქტიკული რჩევების მოსაცემად. ასევე კარგი იქნება, თუ გადაგვამზადებთ ტრენერებად, რომ სხვებსაც გავუზიაროთ ეს ცოდნა. პატივისცემით.გიორგი გიორგაძე

ნანა ხუციშვილი.jpg

ნანა ხუციშვილი

ხელნაკეთი ნივთები

ვფიქრობ სწორ გზაზე დამაყენეთ. ჩემი მხრიდან  კი მივხვდი, რომ ძალიან ბევრი დახმარება დამჭირდება და ჩემი პროფესიის გარდა ბევრი რამის სწავლა. მადლობა დიდი.

 

 

Workshop BP FT 2018.10 (28).jpg

ნათია მაღრაძე

საოჯახო სასტუმრო

ძალიან საინტერესო სემინარი იყო. პრაქტიკულად გამოსაყენებელი! ნამდვილი პროფესიონალები ხართ, დიდი მადლობა მთელ ჯგუფს!

6.jpeg

გიორგი ჭუმბურიძე

დიზაინერი

მე თქვენით აღფრთოვანებული ვარ!

2.jpg

დეა თავბერიძე

ინტერნეტ ჟურნალის ,,ჟოლოს,, დამფუძნებელი

აქ ცდილობენ, რომ ნამდვილად მოგცენ ცოდნა. მადლიერი ვარ ყველაფრისთვის. მე მჯერა, თქვენი დახმარებით და თქვენთან მიღებული ცოდნით შევძლებ jolo.ge გავუტოლო ამ სფეროში არსებულ წამყვან კომპანიებს მომდევნო წლების განმავლობაში.

MA Seminar 2019 (78).JPG

მზია რაზმაძე

გამომცემლობა ,,წიგნიერის,, ხელმძღვანელი

მეტი BPN - ენელები და წარმატებული და მდიდარი საქართველო გარანტირებულია!

მარინა ბეგლარიშვილი.jpg

მარინა ბეგლარიშვილი

რეაბილიტაციის ცენტრი

დიდი მადლობა BPN Georgia - ს ორ დღიანი გაწეული შრომისთვის, სწავლებისთვის, გულისხმიერი, თბილი დამოკიდებულებისთვის. პირადად ჩემთვის იყო ძალიან ნაყოფიერი, ცოდნის და დიდი სტიმულის მომცემი, გამიჩნდა მეტი მოტივაცია ბიზნესის განვითარებისთვის. წარმატებებს გისურვებთ.

 

ნინო ღარიბაშვილი.jpg

ნინო ღარიბაშვილი

ენების ინოვაციური ცენტრის დამფუძნებელი

უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის. ძალიან კმაყოფილი ვარ თქვენი ტრენინგით. ნამდვილად საჭიროა ეს ტრენინგი ყველა ბიზნესმენისთვის. მჯერა, რომ ურთიერთთანამშრომლობით უდავოდ განვითარდება ჩემი და ბევრი ბიზნესი საქართველოში. მადლობა თქვენ, რომ ასე ზრუნავთ საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის.

 

Baia.png

ბაია ბერძენიშვილი

HR - Aversi Rational

განსაკუითრებით მომწეონა განწყობა, პროფესიონალიზმი, პოზიტივი მთელი პერსონალისგან, გარემო. მშრომელი, კულტურული, ორგანიზებული, განათლებული, ღირსეული საზოგადოება და გუნდი. კომფორტული ადგილმდებარეობა და გარემო, მისაღები ფასი (ფაქტიურად მიზერული). ყოველთვის ყველაფერი მომწონს. უფრო მეტი თემები შემოგვთავაზეთ, რომ ხშირად შევძლოთ თქვენთან მოსვლა.

4.jpg

ნინო მარინაშვილი

პსპ - ბრენდ მენეჯერი

დიდი ხანია მინდოდა დამეწერა ეს კომენტარი. ყველას უღრმესი მადლობა ამ არაჩვეულებრივი კვირისთვის, ჩემს უმაგრეს ჯგუფელებს, ჩემს თანა პრეზენტატორს ასეთი კარგი პრეზენტაციისთვის, ჩვენს გამარჯვებულს, ყველაზე პოზიტიურ გოგონას და რა თქმა უნდა ადამიანს, რომლის დამსახურებაცაა ჩვენი ახლანდელი ფეისბუქ აქტიბობების მაღალი ხარისხი - ჩვენს ტრენერს. უღრმესი მადლობა მოთმინებისთვის, პროფესიონალიზმისთვის და იუმორისთვის, რასაც მთელი კვირა უხვად გვინაწილებდი.

3.jpg

მაია ლომიძე

კომპანია ,,ცვარას,, მარკეტინგის მენეჯერი

მომეწონა სემინარ ,,მარკეტინგის,, კონცეფცია: გააცნო მსმენელს ზოგადი პრინციპები, რაც შესაძლოა ისედაც იცოდა ქვეცნობიერად, რათა დაარქვას ყველაფერს თავისი კონკრეტული სახელი და მიხვდეს, რას აკეთებდა სწორად და რას არასწორად ან საერთოდ რას არ აკეთებდა. სასიამოვნო გარემო, საინერესო ტრენერი და ლექცია. პოზიტივი...

5.JPG

ლანა ლაგვილავა

ტრენინგ ცენტრი

მომეწონა, რომ პრეზენტაციების გაკეთების შესაძლებლობა მოგვეცა. პროფესიონალი გუნდი ხართ, პრაქტიკაზე ორიენტირებული, მოწესრიგებული და პოზიტიური.

maia buchashvili.JPG

მაია ბუჩაშვილი

ბიო მეურნეობა

პროფესიონალთა გუნდი! საოცარი, მშვიდი გარემო! ადგილი, სადაც ყოველთვის გიხარია მისვლა, რადგან დიდ ცოდნას, გამოცდილებას იძენ, ურთიერთობებს აფართოებ! გუნდი, რომელიც ორიენტირებულია შენ წარმატებაზე და მუდამ გვერდში გიდგას.

Ana Burjanadze.JPG

ანა ბურჯანაძე

კომპანია ,,თელას,, დამფუძნებელი

საუკეთესოები ხართ და მიხარია რომ მაქვს თქვენს ტრეინინგებზე მოხვედრის და ასევე რჩევების მიღების საშუალება.

86483849_629160614484647_5407137244664299520_n.jpg

ეკა ბარამაშვილი

ფოტოსტუდია "ლილე"

დიდი მადლობა ასეთი საინტერესო და საფუძვლიანი ლექციებისთვის. პროფესინალიზმი აღსანიშნავია.

Dali Jvarsheishvili.JPG

დალი ჯვარშეიშვილი

საოჯახო სასტუმროს მფლობელი

განსაკუთრებით მომწონს სემინარების კონკრეტულობა, გადმოცემის საოცარი უნარი, გადმოცემულის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა, სიახლეების შეტყობა და მათი დანერგვა. ყოველი სემინარი შრომისუნარიანობას და მუშაობის სტიმულს გმატებს. ჩემთვის პირადად ეს ძალიან საჭირო საშუალებაა სიახლეების გაცნობა-გააზრებისათვის, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით. ყველა სემინარი საინტერესო იყო. სიამოვნებით დავესწრები შემდგსაც. დიდი მადლობა BPN Georgia - ს მთელ შემადგენლობას!

86717656_1071486906523723_7483336006192594944_n.jpg

ნინო ბექაური

დასუფთავების კომპანია

წარმატებები თქვენს გუნდს. საუკეთესოები ხართ!!!

Ana Zeragia.jpg

ანა ზერაგია

-

ძალიან კარგი და ნაყოფიერი ხუთი დღე იყო. განსაკუთრებით მომეწონა ის, რომ ტრენინგი განკუთვნილი იყო როგორც დამწყებთათვის, ასევე ამ სფეროში გამოცდილი ადამიანებისთვის. ეს იყო ცოდნის განახლებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის საუკეთესო საშუალება. მადლობა ანას და ორგანიზატორებს.

MA Seminar 2018 (16).JPG

ირაკლი ახალაძე

დეველოპერი. კომპანია "ჰაბმშენის" დამფუძნებელი

ბიზნეს გეგმა პარტნიორთან ერთად დავწერე, რაც დამეხმარა, თავი მეგრძნო მასთან ერთად ერთ ტალღაზე. ჩვენ იძულებული გავხდით ბიზნეს იდეებზე ერთად გვეფიქრა. ამ გზით დავინახეთ ერთმანეთის დამოკიდებულება ბიზნესისადმი. ამ გზით შევისწავლე, როგორ აზროვნებდა ის.

126468077_955654731504687_8928631818134748905_n.jpg

ნათია საღირაშვილი

სტარტაპერი

მომეწონა ტრენერის დამოკიდებულება თითოეულ მსმენელთან. სურვილი, ამომწურავად ეპასუხა შეკითხვებზე და შეექმნა კომფორტული გარემო, რათა ყველა მომხსენებელი ყოფილიყო გახსნილი.

Giorgi Sreseli

გიორგი სრესელი

კომპანია Eco Wood - ის მარკეტინგის მენეჯერი

ვისაც სურს კომპანიის ციფრული ტრანსფორმაცია, გაყიდვების და ცნობადობის ზრდა, აუცილებლად BPN Georgia - ს უნდა ემეგობროს. მადლობა და წარმატებები თქვენს გუნდს.

IMG_1744.JPG

გიორგი ზირაქაშვილი

ფერმერი

მე ვირჩევ BPN - ს, რადგან აქ აქვთ საინტერესო სასწავლო პროგრამები და კვალიფიციური სწავლების მეთოდიკა

GE 021.2019 Davit Zakaraia (0).jpg

დავით ზაქარაია

კომპანია "დელიკატოს" დამფუძნებელი

BPN - ში შეგიძლია მოწინავე ევროპული ქვეყნის - შვეიცარიის გამოცდილების და ცოდნის გაზიარება.

GE 038.2019 Rima Bolkvadze (1).JPG

რიმა ბოლქვაძე

სასტუმრო "Rima's Village Home" - ის მეპატრონე

ძალიან დიდი მადლობა, თქვენი წყალობით გავიზარდე, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. საკუთარ თავსაც ვამჩნევ, რომ უფრო თავდაჯერებული გავხდი. როცა საქმე ჩემს ბიზნესს ეხება, უკეთ ვწერ, უკეთ ვამბობ, უკეთ მიმყავს სათქმელი ბოლომდე!

GE 008.2018 Nino Nibloshvili (0).JPG

ნინო ნიბლოშვილი

მეფუტკრეობა "თაფლი ნინოსეული"

BPN Georgia - თან თანამშრომლობის მერე ჩემი ცხოვრება აბსოლუტურად შეიცვალა. უდიდეს საქმეს აკეთებთ და უდიდესი მადლობა თითოეულ წარმომადგენელს!

მედეა.jpg

მედეა არჩილია

კომპანია "ალმე". ხის სუვენირები და აქსესუარები

დროის მენეჯმენტის ტრენინგი ნამდვილად ძალიან საინტერესო და ბევრისმომცემი იყო. ამ ვებინარის შემდეგ პირველ რიგში აუცილებლად განვსაზღვრავ პრიორიტეტებს და შედეგიც დარწმუნებული ვარ ნამდვილად მექნება.

15442214_1486866001341948_5265157914185925576_n.jpg

თამთა მამაიაშვილი

სს „ხალიკ ბანკი საქართველო“ - ს იურისტი

თქვენს მიერ ორგანიზებული სემინარების მიმდინარეობისას იგრძნობა თავდაუზოგავი შრომა დაიდოს მაქსიმალური შედეგი. გააზრებულად და მიზანმიმართულად ამზადებთ ყველა სემინარს მსმენელთა კონკრეტული წრისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია შედეგზე ორიენტირებულობისთვის. ეს თქვენი გუნდის ერთობლივი მუშაობის და თითოეული თქვენგანის პროფესიონალიზმის დამსახურებაა. თანმიმდევრულობა, მოწესრიგებულობა და მიზნის მიღწევის გულწრფელი სურვილი სახეზეა და სათანადო შედეგსაც იძლევა მსმენელისთვის. აღსანიშნავია არაჩვეულებრივი თარგმანი, დახვეწილი მეტყველება და გადმოცემის უნარი. ულევ წარმატებას გისურვებთ!

ლალი.jpg

ლალი გოჩიტაშვილი

კომპანია "ლაქლაქას" დამფუძნებელი

დროის მენეჯმენტის ტრენინგზე ვისწავლე, რომ არ უნდა ვენდო მხოლოდ მეხსიერებას და რომ ჩანიშვნა აუცილებელია. თანამედროვე ტექნოლოგიები გვთავაზობს უამრავ ინსტრუმენტს, გვაძლევს საშუალებას და ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ ეფექტურად! ყოველთვის სიამოვნებით მოგისმენთ, დაგიჯერებთ და გამოვიყენებ თქვენს რჩევებს, რადგან BPN Georgia ჩემთვის არის პროფესიონალიზმის, ცოდნის, სწავლების და კეთილგანწყობის სიმბოლო. გმადლობთ, რომ გვეხმარებით ბიზნესის მართვაში, ინოვაციური ხედვების ჩამოყალიბებასა და უკეთესი მომავლის შექმნაში. 

karine.png

კარინე ბეჟანიშვილი

ტურისტული კომპანია "Tour-East Georgia"

დროის მენეჯმენტის სემინარმა დამანახა ჩემი და ჩემი ორგანიზაციის სუსტი მხარეები, რაზეც აუცილებლად ვიმუშავებ. იმას, რაც აქ ვისწავლე, აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში. ეს მეც სასიკეთოდ გამომადგება და ჩემს ორგანიზაციასაც.

GE 058.2021 Tamaz Mefarishvili  (0).jpg

თამაზ მეფარიშვილი

სარესტორნო ქსელი "მოჩი"

BPN Georgia-ს გუნდთან ერთად დავამუშავე ბიზნესის განვითარების გეგმა, აქტიური დისკუისების და სხვადასხვა ბიზნეს ქეისების განხილვა დამეხმარა სწორი აქცენტების დასმაში, რამაც საბოლოო ჯამში შესაძლებლობა მომცა სრულყოფილი სახით წარმომეჩინა საკუთარი ბიზნეს გეგმა. BPN Georgia ჩემთვის არის სიკეთის უანგაროდ კეთების მაგალითი.

ა. ღაღაშვილი.JPG

ანა ღაღაშვილი

კომპანია ელასტიას დამფუძნებელი

BPN Georgia– სთან თანამშრომლობა ჩემთვის წარმატების გარანტიად იქცა, რადგან სწორედ მათ სემინარებზე მიღებული ცოდნით და სწორი უნარ - ჩვევებით შევძელი საგრანტო პროექტში გამარჯვება

GE 092.2023 Khatuna Artsividze (0).jpeg

ხათუნა არწივიძე

KINDERLAB

გქონდეს იდეა და წამოიწყო შენი ბიზნესი ბევრს არაფერს ნიშნავს, მთავარია როგორ განავითარებ მას, ეს კი BPN Georgia-მ შემაძლებინა. BPN Georgia ჩემი ბიზნესის მხარდამჭერი, მეგობარი და ქოუჩია, რომელმაც საკმაოდ გამზარდა ძალიან მოკლე პერიოდში.

zaza boglocishvili.png

ზაზა ბოღლოციშვილი

კომპანია "საპნის ატელიეს" დამფუძნებელი

მოხარული ვარ, რომ სემინარების ფართო სპექტრი გაქვთ წარმოდგენილი, რაც ბიზნესის სწორად მართვაში შემიწყობს ხელს. მომეწონა მომხსენებელთა პროფესიონალიზმი და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც მარტივ და გასაგები ენით იყო გადმოცემული.

Testimonia Nino.jpg

ნინო ჩიბურდანიძე

სტომატოლოგიური კლინიკა "Apple Dent" - ის დამფუძნებელი

სოციალური მედიების სემინარს უკვე მესამედ ვესწრები, ეს ის თემაა რომელიც მუდმივად ვითარდება და მზად უნდა იყო სიახლეებს აუწყო ფეხი. მომწონს ის, რომ ყოველ ჯერზე განახლებულ ინფორმაციას ვიღებ, ტრენერი ნამდვილი პროფესიონალია, საუკეთესო გადმოცემის უნარით და მსმენელებთან სწორი კომუნიკაციით ახერხებს აუდიტორიის ჩართულობას ისე, რომ ვერც კი ვგრძნობთ როგორ გადის დრო. დიდი მადლობა ანას და BPN Georgia-ს, რომ გვთავაზობს ხარისხიან ვებინარებს.

s. saakashvili.jpg

სოფიო სააკაშვილი

ძალიან კარგი და შედეგიანი კურსი იყო. უძლიერესი მენტორი ანა. დიდი მადლობა BPN Georgia -.

N. Kh.JPG

ნინო ხოხობაშვილი

კომპანია "GO-GO" - ს დამფუძნებელი

განსაკუთრებით მომეწონა მყუდრო, მსმენელზე ორიენტირებული სასემინარო სივცრე, სადაც მეგობრული და მაღალკვალიციფიური მომხსენებელი თითოეული მონაწილის საჭიროებებს ითვალისწინებდა და გვეხმმარებოდა თეორიული მასალის პრაქტიკაში გადატანასა და სამოქმედო მარკეტინგული გეგმის შემუშავებაში. BPN Georgia - მ ამიმაღლა თვითშეფასება და მომცა საკუთარი თავის რწმენა, რომ შემიძლია გავაკეთო საჭირო და საინტერესო საქმე არა მარტო ჩემს სასიკეთოდ, არამედ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. 

GE 084.2923 Giorgi Demurashvili (0).JPG

გიორგი დემურაშვილი

ბიოჰუმუსის წარმოება

BPN Georgia არის ადგილი, სადაც დაგხვდებათ არაჩვეულებრივი გუნდი თავისი ადამიანური და პროფესიული თვისებებით და ყოველთვის საქმიანი, მშვიდი და კეთილმოსურნე დამოკიდებულებით. სადაც შემიძლია ჩემი უნარ–ჩვევების განვითარება, ახალი საქმიანი კონტაქტების დამყარება და მათთან ცოდნისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარება.

Login