ისტორია

ბიზნეს პროფესიონალთა ქსელი (BPN) არის შვეიცარიული არა მოგებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, რომელიც 1999 წელს მეწარმე იურგ ოპრეხტის მიერ დაფუძნდა.

ორგანიზაციის მიზანია მდგრადი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა, რაც თავის მხრივ შესაძლებელს გახდის ეკონომიკის განვითარებას და სიღარიბის დაძლევას. BPN - ი მხარს უჭერს ზრდის და განვითარების პოტენციალის და სურვილის მქონე მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომელთაც დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში.

ამჟამად BPN - ი მეწარმეთა ხელშეწყობის პროგრამით მოღვაწეობს ყირგიზეთში, ნიკარაგუაში, რუანდაში, მონღოლეთსა და საქართველოში.

ვიდეოში წარმოდგენილია BPN - ის დამფუძნებელი - ბატონი ოპრეხტი და მისი ქალიშვილი ნოელი ოპრეხტი, ასევე BPN - ის გუნდის წევრი. ისინი მოგვითხრობენ ფონდის დაარსებასა და მის ხედვებზე.

BPN Georgia-ს ისტორია

ფონდი BPN Georgia დაარსდა 2016 წელს.

ჩვენი მიზანია ეკონომიკური პოტენციალის მქონე ქვეყნებში პერსპექტივების და ძლიერი მეწარმეობის შექმნა. ამით ისარგებლებენ თავად მეწარმეები, მათი ოჯახები, დასაქმებული პირები, მთელი საზოგადოება და ქვეყანა. ჩვენ გვინდა ხელი შევუწყოთ განვითარებაზე ორიენტირებულ მცირე და საშუალო ბიზნესებს და აღვჭურვოთ ისინი იმ უნარებით, რომელიც მათ წარმატებას  უზრუნველყოფს.

ჩვენი საქმიანობა უნდა იყოს შედეგიანი და ღირებული. „მიეცი ადამიანს თევზი და ამით მას დააპურებ ერთი დღით. ასწავლე ადამიანს თევზაობა და ამით მას დააპურებ მთელი ცხოვრება. დაეხმარე ადამიანს თევზის საწარმოს შექმნაში და ამით დააპურებ მის მუშახელს და მათ ოჯახებს“.

BPN Georgia-ს პროგრამა

ბიზნეს აკადემიის ფარგლებში თქვენ იღებთ საბაზისო ცოდნას საწარმოო ეკონომიკის დარგში. ჩვენთან მიღებული ცოდნა დაგეხმარებათ პროფესიონალურ ზრდაში. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სწავლების პრაქტიკულ მხარეს და ვცდილობთ, მოწოდებული მასალა იყოს ადვილად გასაგები და განსახორციელებელი. (სემინარების ჩამონათვალი იხილეთ აქ)

BPN Georgia-ს წარმომადგენლები პროგრამის მსვლელობის პარალელურად ახორციელებენ შემდეგი სახის აქტივობებს:

  • 2018 წელს "BPN Georgia"-ს და საკრედიტო ორგანიზაცია "კრისტალ"-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი. მხარეთა მიერ მემორანდუმის გაფორმების მიზანს წარმოადგენს მიკრო და მცირე საწარმოების (MSE) პოტენციალის გაძლიერება და ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში მეწარმეთა ცოდნის ამაღლება, რაც არსებითად მნიშვნელოვანია მათი ეკონომიკური წარმატებისთვის. აღნიშნული ამოცანის მიღწევას უზრუნველყოფს ერთობლივი პროდუქტი, რომელიც გულისხმობს, კრისტალის მიერ მიკროსაფინანსო მომსახურების მიწოდების პარალელურად ტრენინგების ჩატარებას BPN-ის მხრიდან ბიზნესის მენეჯმენტის შესახებ.
  • 2021 წელს შვეიცარიულ ფონდ BPN Georgia-სა და VTB Bank - ს შორის პარტნიორული მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ბანკის მომხმარებელთა შორის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ბიზნეს კურსების დაფინანსებას ითვალისწინებს ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. კურსის ხანგრძლივობა 3 წელია და იგი სრულად ფინანსდება ვითიბი ბანკისა და BPN Georgia-ს მიერ. კონკურსის მთავარი კრიტერიუმია იყო ვითიბი ბანკის მომხმარებელი. პირველი 5 კანდიდატი შეირჩევა მარტივი და გამჭირვალე კონკურსის მიხედვით, რომლის პირობები და სარეგისტრაციო ფორმა შეგიძლიათ ნახოთ ვებ-გვერდზე: https://vtb.ge/

BPN-ი საკუთარი მხარდაჭერით ცდილობს კომპანიები აიყვანოს განვითარების იმ საფეხურზე, რომ მათ შეძლონ შესთავაზონ პროდუქტები და მომსახურებები, რომლებიც ღირებულებათა ზრდას შეუწყობს ხელს. ამის მიღწევა შესაძლებელია მრავალწლიანი პროფესიონალური ქოუჩინგის და სოლიდური, პრაქტიკაზე ორიენტირებული ტრენინგების მეშვეობით საწარმოო ეკონომიკის სფეროდან. კრისტალთან თანამშრომლობა მეწარმეებს მიზნობრივი კრედიტის გონივრულად გამოყენების შესაძლებლობასაც აძლევს, რაც ყველა მხარის ინტერესებშია. ქვეყნის ეკონომიკის განვითარება მხოლოდ ადგილობრივი მეწარმეების და მათ მიერ შექმნილი სამუშაო ადგილების ხარჯზეა შესაძლებელი.

Login