ავტორი: ანა აივაზიშვილი
რა იგულისხმება მხარდაჭერაში?!
მას შემდეგ რაც სტარტაპი, მიკრო ან მცირე ბიზნესის წარმომადგენელი დაესწრება ბზინესის განვითარების ვორქშოპს, შესაძლებლობა ეძლევა თავად დაამუშაოს საკუთარი ბიზნესის განვითარების გეგმა. პროცესში მას შეუძლია ისარგებლოს ინდივიდაუალური კონსულტაციით, რომელსაც BPN Georgia-ს ექსპერტები გაუწევენ.
BPN Georgia-ს პროგრამით დაინტერესებული პირის ბიზნეს გეგმა გადის შერჩევის ეტაპს, პროცესის დასრულების შემდეგ ფორმდება ორმხრივი ხელშეკრულება, რის შემდეგაც პროგრამის მონაწილეს 3 წლის განმავლობაში ფონდი სთავზობს მის ბიზნესზე მორგებლ სემინარებს/ვებინარებს, ინდივიდიალურ ბიზნეს კონსულტაციას/ქოუჩინგს. ქართველი და უცხოელი ექსპერტები ადგილზე ეცნობიან მსმენელების ბიზნესებს და აძლევენ მათი საქმიანობის განვითარებისთვის საჭირო რჩევებს.
გარდა ამისა ფონდი ხელს უწყობს პროგრამის მონაწილეთა ბიზნესების ცნობადობის გაზრდას, რაც გამოიხატება შემდეგში:
- პუბლიკაციების დამუშავება და გამოქვყენება, როგორც ბეჭდურ ჟურნალებში, ასევე სოციალურ ქსელებში;
- საიმიჯო ვიდეო რგოლის გადაღება, რომელიც განთავსდება BPN Georgia-ს ყველა სოციალურ პლატფორმაზე და დარეკლამდება;
- პროფესონალური ბიზნეს ფოტოსესია.
ყოველივე ამას კი თავად ფონდი უზრუნველყოფს. გახსოვდეთ, რომ საგანმანათლებლო პროგრამის 95% თანადაფინანსებულია შვეიცარიის მიერ.
მარტის თვეში BPN Georgia-ს პროგრამის სამ მონაწილეზე გიამბობთ, რომელთა ვიდეო ძალიან მალე, რამოდენიმე დღეში გამოქვეყნდება.
ზაზა ბოღლოციშვილი – საპნის ატელიე/ Atelier de Savon-ის დამფუძნებელი. ზაზა მომხმარებელს 100%-ით ნატურალურ ხელნაკეთ საპონს სთავზობს, რომელიც მორგებულია ყველა ტიპის კანზე. ის ასევე იღებს ინდივიდუალურ შეკვეთებს და ამზადებს პროდუქციას მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე. გარდა ამისა, ხელნაკეთი საპნის დამზადების ტექნოლოგიით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ ზაზასთან გაიარონ შესაბამისი კურსები.
ანა ღაღაშვილი – კოსმეტიკური კრემების ელასტიას დამფუძნებელი. ელასტია მომხმარებელს ნატურალურ ნედლეულზე დამზადებულ ხელნაკეთ კოსმეტიკას სთავაზობს. ანა 20 წელზე მეტია დაინტერესებულია ამ საქმიანობით, აქვს უნიკალური და საავტორო რეცეპტები, რაც მომხმარებლის აღფრთოვანებას იწვევს. ახლო მომავალში მოთხოვნიდან გამომდინარე ანა აპირებს, კიდევ უფრო მეტად გაანებივროს მომხმარებელი და პროდუქციის ახალი ხაზი შესთავაზოს.