...

«გაუნათლებლობა ერთადერთი რამ არის, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო ძვირი გვიჯდება, ვიდრე განათლება» ჯონ ფ. კენედი

განათლება ყველაზე დიდი კაპიტალია. მასში ჩადებული ინვესტიცია კი ყველაზე გონივრული და გამართლებული ნაბიჯი.
განვითარებული ქვეყნების წარმატების ფაქტორს გამართული განათლების სისტემა განაპირობებს. ოჯახები წარმატებებს აღწევენ და ინარჩუნებენ მისი შემადგენელი წევრების განათლებულობის ხარჯზე. ინდივიდების კარიერულ და საზოგადოებრივ წინსვლასაც მისი განათლების ხარისხი უზრუნველყოფს. ასე რომ, რელევანტური და უწყვეტი განათლება წარმატების უალტერნატივო საფუძველია.
ბიზნესის ჭრილში თუ განვიხილავთ, ქვეყნის ეკონომიკა წარმატებული კომპანიების საქმიანობას ეფუძნება. კომპანიების წარმატება კი მისი თანამშრომლების განათლებასა და კვალიფიკაციის მაღალ დონეზე დგას. ამ თვალსაზრისით, საქართველოში კრიზისული მდგომარეობაა, რადგან ქართული კომპანიების ერთ – ერთ მთავარ გამოწვევად ბოლო ათწლეულებია არაკვალიფიციური კადრები სახელდება, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს კომპანიების განვითარების ტემპებზე და მთელ რიგ პროცესებს აფერხებს.
დაბალანაზღაურებადი ქართული შრომითი ბაზარი მაღალკვალიფიციურ კადრებს მეტწილად ემიგრაციაში, საერთაშორისო ბრენდებში ან ადგილობრივ წამყვან მსხვილ ბიზნეს სექტორში დასაქმებისკენ უბიძგებს,  მცირე საწარმოები კი მეტწილად მოკლებულნი რჩებიან მაღალკვალიფიციური კადრების დაქირავების ფუფუნებას. არა და მათი წილი მოქმედ საწარმოთა შორის 99.7%- ს უტოლდება 65 % დასაქმებულით, ეს კი ნათლად წარმოაჩენს მათ მნიშვნელობას, როგორც ეკონომიკური, ასევე, სოციალური და დასაქმების თვალსაზრისით. მცირე ბიზნესები ასევე მოკლებულნი არიან თანამშრომლების გადამზადებისთვის და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის რესურსების ჩადების შესაძლებლობებს, რაც შემდეგი ფაქტორებით აიხსნება:

–    შემოსავლების სიმწირე
მცირე ბიზნესებს მეტწილად არ აქვთ მაღალი შემოსავლების გენერირების შესაძლებლობა. ამიტომ უწევთ ხარჯების მინიმალიზება, მათ შორის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის გაწეული ხარჯებისაც.
–    მრავალპროფილური სამუშაო პოზიცია
მცირე კომპანიებს არ აქვთ ყველა მიმართულებით პროფესიონალი კადრების დაქირავების ფუფუნება და ხშირად რამდენიმე პროფილის შეთავსება უწევს ერთსა და იმავე კადრს. მაგ. მარკეტინგის სპეციალისტი ითავსებს გაყიდვებს, სოციალური მედიების მართვას, კოპირაითინგს, კომუნიკაციებს და სხვა. ყველა ამ მიმართულებით კადრის კვალიფიკაციის ამაღლებას კი დიდი რესურსი სჭირდება.
–    დროის დეფიციტი
კადრების გადამზადებას ფინანსებთან ერთად სჭირდება დროის ინვესტიციაც, რაც მცირე კომპანიებს კადრების დეფიციტის გამო არ აქვთ და უკიდურესად დაკავებული მუშახელის მოწყვეტა სამუშაო პროცესებიდან თუნდაც მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიზეზით მათ სამსახურეობრივ საქმიანობას აფერხებს.
–    დაბალი სამუშაო მოტივაცია
დამსაქმებლები ხშირად უჩივიან დასაქმებული კადრების დაბალ სამუშაო  მოტივაციას ან კადრების მუდმივ გადინებას და არ სურთ ჩადონ დამატებითი ფინანსები კადრის გადამზადებაში, რომლის მიზანსწრაფულობის და ლოიალურობის მატების მოლოდინიც არ აქვთ.
–    დაბალი ცნობიერება
ბევრი დამსაქმებელი თვლის, რომ კვალიფიკაციის ამაღლება დასაქმებულის პირადი პასუხისმგებლობა და ინტერესია და შესაბამისად ფინანსებიც თავისივე ხელფასიდან უნდა გაიღოს და არა კომპანიამ საკუთარი ბიუჯეტიდან. გარდა ამისა, ბევრი დამსაქმებელი ვერ აცნობიერებს გადამზადებული კადრებისგან მიღებულ ბენეფიტებს.
შედეგი შესაბამისად ერთია: დაბალი კვალიფიკაციის კადრი ნიშნავს სამუშაოს დაბალ ეფექტურობას. დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებისთვის თანხების დაზოგვა კი ნიშნავს საკუთარი კომპანიის განვითარებისთვის თანხის დაზოგვას.

საპირისპირო შედეგს მივიღებთ, თუ თანამშრომლების განათლებისთვის დროის, ადამიანური და ფინანსური რესურსების მობილიზებას ერთ – ერთ მთავარ პრიორიტეტად ვაქცევთ. ეს ბევრი მიმართულებით პოზიტიურად აისახება კომპანიის კეთილდღეობაზე:
–    სწრაფი ვადები
გადამზადებული, ამაღლებული კვალიფიკაციის კადრი უფრო  სწრაფად და ეფექტიანად ართმევს თავს დაკისრებულ სამსახურეობრივ ვალდებულებებს და რჩება დრო ახალი იდეებისა თუ ამოცანებისთვის.
–    მაღალი პროდუქტიულობა
გადამზადებული კადრი ზრდის პირად და შესაბამისად კომპანიის პროდუქტიულობას.
–    მაღალი სამუშაო მოტივაცია
გადამზადებული კადრი  უფრო მაღალი მოტივაციით მუშაობს, რადგან საქმე უწინდებურად აღარ ერთულება. ტრენინგებით იძენს მეტ გამოცდილებას. ემატება თავდაჯერებულობა საქმიანობის პროცესში. ნაკლებად საჭიროებს დამხმარე ძალას და გაზრდილი კვალიფიკაციის ხარჯზე მეტი ფინანსური სარგებლის მიღების ალბათობაც ეზრდება (დაწინაურების შანსი, გაზრდილი ხელფასი, პრემიები უკეთესი შედეგებისთვის, წახალისებები და სხვა).
–    თიმბილდინგი
გუნდის ერთობლივი მუშაობა კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ერთობლივად მონაწილეობის მიღება საგანმანათლებლო სემინარებსა და სხვა ღონისძიებებში კრავს გუნდს, აერთიანებს მათ კომპანიის მიზნების ირგვლივ და ყველასთვის ერთ დონეზე გასაგებს და ხელმისაწვდომს  ხდის სასარგებლო ცოდნას.
–    ლოიალურობა
დასაქმებული მასში ჩადებულ დროის და ფინანსურ რესურსს მადლიერებით ეკიდება. ის გრძნობს დამსაქმებლის მხრიდან ზრუნვას, მისი თვითგანვითარების ხელშეწყობას, ეზრდება პასუხისმგებლობა და ვალდებულების განცდა კომპანიის წინაშე და სურვილი, დააფასოს დამსაქმებლის ძალისხმევა უკეთესი შრომით და ლოიალურობით.
–    პოზიტიური იმიჯი
სოციალური პასუხისმგებლობის აღება და თანამშრომლებზე ზრუნვა ყველა კომპანიის ამოცანას უნდა წარმოადგენდეს. ზრუნვაში კი მხოლოდ დასაქმებულთათვის სოციალური პაკეტების (დაზღვევა, Fitpass, კორპორატიული ღონისძიებები და სხვა) შეთავაზება როდი იგულისხმება, არამედ მათი ცნობიერების, ცოდნის დონის ამაღლებაც, რომელსაც ისინი პირადი სარგებლისთვისაც გამოიყენებენ, თუნდაც სხვა დამსაქმებლებთან. ამგვარი ქმედებები კომპანიას უქმნის როგორც საჯაროდ, ისე გუნდის შიგნით პოზიტიურ იმიჯს.

BPN Georgia უკვე 9 წელია საქართველოში მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მრავალ მცირე ბიზნესს ხვდება და სიამოვნებით აკვირდება, როგორ ცდილობენ ისინი დაბალი შემოსავლების და გადატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად გუნდის გადამზადებისთვის, კვალიფიკაციის, ცოდნის და ცნობიერების დონის ამაღლებისთვის თანხების და დროის მობილიზებას. დახმარებისთვის კი ხშირად BPN Georgia – საც მიმართავენ, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს ბიზნესის მართვის პრინციპების გადაცემაში და კორპორატიული კულტურის ჩამოყალიბებაში.

ჩვენმა ორგანიზაციამ გასული წლის განმავლობაში რამდენიმე კორპორატიულ სემინარს მოუყარა თავი. პირველი, ვინც საკუთარი გუნდის წინსვლაზე ზრუნვა გვანდო, კომპანია ლუკა პოლარეა, რომელიც მზარდი თანამშრომლების რაოდენობით წარმატებულად საქმიანობს როგორც საქართველოში, ისე უკვე აზერბაიჯანში.

   

შემდეგი გახლდათ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი + და კომპანია ელიტ ტექნოლოჯი, რომელთაც ერთად მოუყარეს თავი საკუთარ გუნდებს და დროის ეფექტურად მართვის პრინციპები გაუზიარეს BPN Georgia – ს «დროის მენეჯმენტის და თვითმენეჯმენტის სემინარით». 

 

საქართველოს ბანკმაც BPN Georgia – ს კორპორატიული სემინარების სახით საკუთარ ბიზნეს მომხმარებლებს განსხვავებული ხედვები გაუხსნა ბიზნესის მართვის მთავარ პრინციპებზე და თანამშრომლების მოტივირების საკითხებზე.  

საქართველოს ბანკს მოჰყვა მუსიკალური ინსტრუმენტების კომპანია «მუსიკის სახლი», რომელმაც რეორგანიზაციის პროცესში დაინახა გუნდის გადამზადების და კიდევ უფრო შეკვრის შესაძლებლობა BPN Georgia – ს ტრენინგებით, საინტერესო გუნდური და ინდივიდუალური მაგალითებით და ერთობლივი სასემინარო აქტივობებით.

გარდა ამისა, მრავალი კომპანია (ჰაიდელბერგ ცემენტი, გამომცემლობა დიოგენე,  ავერსი, PSP, Wörwag Pharma, Nutrimax, Chirifruit, Döhler, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება და მრავალი სხვა) თანამშრომლობს BPN Georgia – თან და მუდმივად აგზავნის ბიზნესის განვითარებაზე და პროფესიული უნარების დახვეწაზე მორგებულ სხვადასხვა სემინარზე საკუთარი გუნდის წევრებს. ეს კომპანიები თანამშრომლებზე, მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენენ. მათ კარგად აქვთ გაცნობიერებული გუნდის განვითარებაში და თიმბილდინგში რესურსების ჩადების  პოზიტიური ეფექტი გრძელვადიან ჭრილში. ასე რომ, იყავი შემდეგი, ვინც აჩუქებს საკუთარ გუნდს ყველაზე ძვირფასს: ცოდნას!

«მომხმარებლები არ არიან პირველ ადგილზე, არამედ თანამშრომლები. იზრუნეთ თქვენს თანამშრომლებზე და ისინი იზრუნებენ მომხმარებლებზე …
ასწავლეთ მათ საკმარისად კარგად, რომ შეეძლოთ თქვენგან წასვლა, და მოეპყარით საკმარისად კარგად, რომ მათ ეს არ მოუნდეთ» – რიჩარდ ბრანსონი 

Select the fields to be shown. Others will be hidden. Drag and drop to rearrange the order.
  • Image
  • SKU
  • Rating
  • Price
  • Stock
  • Availability
  • Add to cart
  • Description
  • Content
  • Weight
  • Dimensions
  • Additional information
Click outside to hide the comparison bar
Compare