...

მოტივაცია 21-ე საუკუნეში – რატომ ვერ მოაქვთ ბონუსებს ყოველთვის წარმატება

იმის ცოდნა, რომ თავს ამა თუ იმ ნივთის შეძენის უფლება შეგიძლიათ მისცეთ და საამისოდ თითოეული თეთრის დევნა არ გჭირდებათ, უდავოდ ამშვიდებს. თანამშრომელს გარანტირებული უნდა ჰქონდეს სამართლიანი საბაზისო შემოსავალი, რომ მუშაობამ სიამოვნება მიანიჭოს და მოტივირებული დარჩეს.

თუ ადამიანის ანაზღაურება არ არის ადეკვატური და სამართლიანი, მისი ყურადღების ცენტრში მუდმივად იქნება სიტუაციის უსამართლობა და ცხოვრების პირობების შიში, რაც შეუძლებელს გახდის სამუშაოს საუკეთესოდ შესრულებას. მაგრამ ამის მიღმა, ნამდვილად უზრუნველყოფს მეტი ფული მოტივაციის მდგრადობას?

ფართოდ გავრცელებულია მოსაზრება, რომ მაღალი ხელფასები, განსაკუთრებით კი წარმატებაზე დაფუძნებული პრემიები პროდუქტიულობის  ამაღლების მთავარ ფაქტორს წარმოადგენს. მოკლედ რომ ვთქვათ, რაც უფრო მეტს გადაუხდით თქვენს თანამშრომლებს, მით უკეთეს შედეგებს მიიღებენ ისინი.

თუმცა შეიძლება ეს ყოველთვის ასე არ იყოს და სწორედ ამას გვიჩვენებს გერმანელი ფსიქოლოგის კარლ დანკერის ე.წ. სანთლების პრობლემა (იხილეთ ვიდეო):

ამ ექსპერიმენტმა, ისევე როგორც მრავალმა სხვა მსგავსმა ექსპერიმენტმა, საინტერესო შედეგი აჩვენა: “ჯილდოს მქონე ჯგუფს” პრობლემის გადასაჭრელად საშუალოდ უფრო მეტი დრო სჭირდებოდა, ვიდრე “ჯგუფს ჯილდოს გარეშე“! ამ და მსგავსი სამეცნიერო კვლევების ფარგლებში შემდეგ დასკვნამდე მივიდნენ:

  • ამ ჯილდოებს დადებითი ეფექტი აქვთ მხოლოდ მარტივი ამოცანების შესრულებისას, რომლებშიც მიზნისკენ მიმავალი გზის ნათლად განჭვრეტაა შესაძლებელი.
  • ეს ჯილდო-სტიმულები შედარებით რთული ამოცანებისთვის ხშირად ამცირებდა კიდეც შრომის ნაყოფიერებასა და პრობლემების გადაჭრის უნარს, რადგან მონაწილეთა ყურადღება გამახვილებული იყო ბონუსის მიღებაზე და არა პრობლემის მოგვარებაზე.

ამგვარად,  ფინანსური ბონუსების გადახდა ეფექტურობას ზრდის მხოლოდ ნაკლებად რთული პრობლემების შემთხვევაში. მათი მნიშვნელობა კი ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში მნიშვნელოვნად შემცირდა ბოლო წლებისა თუ ათწლეულების განმავლობაში. რუტინულ სამუშაოებს სულ უფრო ხშირად ამისამართებენ აუტსორსინგზე დაბალი ანაზღაურების მქონე ქვეყნებში ან ასრულებენ ტექნიკური დახმარების გამოყენებით. 21-ე საუკუნეში ჩვენ გვრჩება რთული პრობლემები, რომელთა შემთხვევაში ბონუსების გადახდა ნაკლებად გამოდგება შრომისუნარიანობის ასამაღლებელ სტიმულად.

დღეს კომპანიები სულ უფრო ხშირად აწყდებიან რთულ პრობლემებს. გადაჭრის მკაფიო გზის ხედვის გარეშე როგორ შეძლებთ ასეთ გარემოში გაზარდოთ თანამშრომლების პროდუქტიულობა და შექმნათ მამოტივირებელი გარემო?

გამოსავალია გაძლიერება! ამერიკელი ავტორის დენიელ პინკის აზრით, ამისათვის საჭიროა სამი ელემენტარული ინგრედიენტი:

ავტონომია: დარწმუნდით, რომ თქვენს კომპანიაში ყოველთვის ყურადღება გამახვილებულია შედეგებზე და არა მეთოდებზე, რომლითაც თანამშრომლები აღწევენ ამ შედეგებს. თქვენი თანამშრომლები მანქანები არ არიან. ამიტომ მიეცით მათ, რაც შეიძლება მეტი თავისუფლება გადაწყვიტონ როგორ იმუშაონ, სად იმუშაონ, როდის იმუშაონ და ვისთან ერთად, რათა მიაღწიონ მითითებულ შედეგებს.

სრულყოფა: გაუმჯობესების განცდა უკიდურესად მამოტივირებელია ცხოვრების ყველა სფეროში. სრულყოფა არის კონკრეტულ საქმეში გამუდმებით უკეთესობისკენ სწრაფვა. შექმენით გარემო თქვენს კომპანიაში, რომელშიც მუდმივად ეძებთ გაუმჯობესების შემოთავაზებებს და აქტიურად ჩართეთ თქვენი თანამშრომლები გადაწყვეტილებების ძიებაში. ამ გზით ისინი უეცრად მიხვდებიან, რომ მათი პოტენციალი შეუზღუდავია და მუდმივად შეეცდებიან თავიანთი უნარების გაუმჯობესებას სწავლისა და პრაქტიკის საშუალებით.

საზრისის დანახვა: საზრისისკენ სწრაფვა ადამიანის ბუნების ნაწილია. ჩვენ ყველას გვაქვს მოთხონვილება, ვიყოთ ისეთი რამის ნაწილი, რაც ჩვენზე დიდია და რაც ჩვენს ყოველდღიურ მოქმედებებს აზრს აძლევს. თანამშრომლებთან ერთად შექმენით ძლიერი კორპორაციული ხედვა, მიზნები და ღირებულებები, რომლებიც საფუძვლად დაედება თქვენს ყოველდღიურ საქმიანობას და მუდმივად მოტივაციას შექმნის გუნდში.

დაგაინტერესათ ამ სტატიამ და გსურთ მეტი შეიტყოთ შთამაგონებელი სემინარით „თვითმოტივაცია და თანამშრომლების მოტივირება“, დარეგისტრირდით ახლავე: https://bpngeorgia.ge/business-academy/seminars-workshops/selfmotivation-and-employee-motivation

Select the fields to be shown. Others will be hidden. Drag and drop to rearrange the order.
  • Image
  • SKU
  • Rating
  • Price
  • Stock
  • Availability
  • Add to cart
  • Description
  • Content
  • Weight
  • Dimensions
  • Additional information
Click outside to hide the comparison bar
Compare