თვითმოტივაცია და თანამშრომლების მოტივაცია

თანამშრომელთა მოტივირება მმართველის ამოცანაა. როგორ შეგიძლიათ თქვენ, როგორც მმართველს, საკუთარი თავის და თანამშრომლების მოტივირება და ამით უკეთესი შედეგებისთვის ბიძგის მიცემა? როგორია მართვის მამოტივირებელი ფორმა და რას უნდა ავარიდოთ მართვის დროს თავი? რა განწყობით აძლევთ მოტივაციას სხვას და საკუთარ თავს კრიზისულ სიტუაციებში?

შინაარსი

ნაწილი 1: თვითმოტივაცია

სწორი დამოკიდებულებით რთულ პერიოდებში საკუთარი თავის მოტივირება

  • მოტივირება ცხადი მიზნების დასახვით. კომპანიის მოკლე და გრძელვადიანი მიზნები 
  • კონცენტრირება იმაზე, რაზეც გავლენის მოხდენა შეგვიძლია და არა იმაზე, რასაც ვერ ვაკონტროლებთ  ("იყავი პროაქტიური". სტეფენ კოვი – მაღალეფექტური ხალხის 7 ჩვევა)
  • გამოწვევებით სავსე პერიოდების გამოყენება პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის (შვეიცარიული საწარმოს მაგალითი თემაზე «მართვა კრიზისის პერიოდში»).
  • მოტივაცია წარმატების განცდის მეშვეობით
  • კითხვარი თვითრეფლექსიისთვის: რამდენად მოტივირებული ხართ თქვენ, როგორც მმართველი? (თავის/ გულის/ ხელის - პრინციპი).
  • შინაგანი და გარეგანი მოტივაცია
  • Flow - მეთოდი (მიჰაი ჩიქსენტმიჰაი): სამუშაოს განაწილება ისე, რომ საქმეში არ ჩაეფლოთ და მაქსიმალურად მოტივირებული დარჩეთ
  • ფული, როგორც მამოტივირებელი ფაქტორი – რამდენად შეგიძლიათ საკუთარი თავის და თანამშრომლების პრემიებით, ბონუს სისტემებით და საკომისიოებით მოტივირება

ნაწილი 2: თანამშრომლების მოტივირება

  • თანამშრომლების მოტივირების საზღვრები
  • არამამოტივირებელი ფაქტორები და მოტივაციის ტიპიური მკვლელები 
  • თანამშრომლების მოტივირება პრაქტიკაში (ფირმა  Gravity Payment, Trisa და Hilti - ის მაგალითები)
  • სხვადასხვა ტიპის თანამშრომელთან ინდივიდუალურად მიდგომა და მიზანმიმართული მოტივირება (პიროვნების პროფილის შედგენა თანამშრომელთა შეფასების მიზნით)

ფორმა: სემინარი ინტერაქტიულია და შეიცავს ინდივიდუალურ და გუნდურ სავარჯიშოებს, ვიდეო მასალას, კვლევებს და მაგალითებს შვეიცარიიდან და მთელი მსოფლიოდან.​​​​​​​
კურსის ხანგრძლივობა: 6 საათი
ღირებულება: 100 GEL  (BPN Georgia - ს პროგრამის მონაწილეებისთვის მოქმედებს 40% - იანი ფასდაკლება. ერთი კომპანიიდან სამი და მეტი პირის დასწრების შემთხვევაში კი 20 % - იანი ფასდაკლება)

მომხსენებელი: დანიელ მათერი

ტრენერი, ქოუჩი, ბიზნეს კონსულტანტი, „BPN Georgia“-ს დირექტორი.


რეგისტრაციის გავლა

Login