ბევრი მმართველი დარწმუნებულია, რომ თანამშრომლების მოტივირება მათი ამოცანაა. ისინი მიიჩნევენ, რომ მუშახელი ბუნებით არ არის მოტივირებული და მხოლოდ მაშინ შეუძლია გახდეს ეფექტური, როცა ან სასჯელის მოლოდინი აქვს წესების არშესრულების შემთხვევაში ან მსუყე პრემიის. ეს დამოკიდებულება ეფუძნება ფართოდ გავრცელებულ ეჭვს, რომ მუშახელი არასოდეს იყენებს ბოლომდე ყველა მის ხელთ არსებულ ცოდნას, შესაძლებლობას და უნარს სამსახურის სასარგებლოდ. ამიტომ თანამშრომელთა მოტივირებისას საუბარია კადრების სტიმულირებაზე, რომ მათ შეასრულონ კონკრეტული ქმედება, რასაც პირადი ინიციატივით არ შეასრულებდნენ.
ამ მოსაზრებას არ ეთანხმება მართვის დარგში ერთ – ერთი წამყვანი გერმანელი ექსპერტი დოქტორი რაინჰარდ კ. შპრენგერი, რომელიც ამბობს: „როცა თანამშრომლების მოტივირებას ცდილობთ, ამის საპირისპიროს იღებთ შედეგად“.
დოქტორი რაინჰარდ კ. შპრენგერი, ავტორი ბესტსელერისა «მოტივაციის მითი – გამოსავალი ჩიხიდან» ითვლება მენეჯმენტის დარგში საუკეთესო მრჩევლად გერმანიაში.
ყველაფერი, რაც გარეგნული მასტიმულირებელია, მაგალითად ბონუს სისტემა ან საკომისიო, მხოლოდ მანიპულაციაა და სხვა არაფერი. მათი მთავარი შეტყობინებაა: «გააკეთე ის, თუ გინდა მიიღო ეს.» არავინ დაიჯეროს, რომ ამ ფორმის მართვა უარყოფითი შედეგების გარეშე ჩაივლის. თანამშრომელი მის თავისუფალ არჩევანზე ასეთი მანიპულირებით ბონუს სისტემაზე მანიპულაციითვე პასუხობს.
|
მოტივირებას მივყავართ დემოტივირებამდე, რადგან თანამშრომელი კონცენტრირდება ჯილდოზე და სამუშაო თუ მიღწევები უკანა პლანზე იწევს. ჯილდოს მსგავსი გარეგანი სტიმულატორები ნარკოტიკივით ზემოქმედებენ. თქვენ, როგორც მმართველს მუდმივად მოგიწევთ დოზის გაზრდა, რომ ჯილდოს ჰქონდეს გავლენა და ეფექტი, წინააღმდეგ შემთხვევაში თანამშროლებისგან ნაკლებ შრომით ეფექტურობას მიიღებთ პასუხად.
შპრენგერი მიიჩნევს, რომ მოტივაციას წახალისება არ სჭირდება, რადგან ის თავისთავად, ბუნებრივად არის ადამიანში. ყველა პირს აქვს მოტივაცია საკუთარი მიზნების, ინტერესების, პრიორიტეტების განსახორციელებლად.
ფსიქოლოგიაში ამას შინაგან მოტივაციას უწოდებენ და ის ჩვენი პიროვნების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. მასზე მმართველები ფაქტობრივად ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენენ. ვინც შინაგანადაა მოტივირებული, თავადვე რეაგირებს ქმედებებით, რადგან კონკრეტული საკითხი საინტერესოდ, სასიამოვნოდ, საზრიანად ან გამოწვევად მიაჩნია.
შპრენგერი მმართველებს გირჩევთ, შეეშვათ თანამშრომლების მოტივირებას. თქვენ მხოლოდ ის მოგეთხოვებათ, არ გახდეთ თანამშრომლების დემოტივაციის წყარო. ამიტომ ეცადეთ, ჯერ აღმოაჩინოთ, შემდგომ კი სამუშაო გარემოს მოაცილოთ ყველა მოტივაციის მკვლელი კომპონენტი.
ამით თქვენ შეძლებთ თანამშრომელთა მოტივაციის საკითხში მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას.
მეორე ნაბიჯით უნდა ამოიცნოთ, მოტივაციის რომელი «ენა» ესმის თანამშრომელს, რა ინდივიდუალური მოტივები და მიზნები აქვს მას და გააბათ ხიდი მის შინაგან მოტივაციასა და თქვენი კომპანიის ინტერესებსა თუ მიზნებს შორის.
გსურთ მეტად ჩაუღრმავდეთ თანამშრომელთა მოტივაციის თემას? გსურთ გაიგოთ, რა გაძლევთ სტიმულს თქვენ და თქვენს თანამშრომლებს და როგორ გამოუცხადოთ ომი მოტივაციის მკვლელებს?
მაშინ ეწვიეთ ჩვენს სემინარს თემაზე ,,თვითმოტივაცია და თანამშრომლების მოტივაცია”: https://bpngeorgia.ge/business-academy/seminars-workshops/selfmotivation-and-employee-motivation