კრიზისი მეწარმის ცხოვრებისეული ციკლის შემადგენელი ნაწილია. მხოლოდ დროის საკითხია, როდის დაუდგება მას ასეთი პერიოდი და როგორ დაიძვრენს მისგან თავს. კრიზისის პირობებში რამდენი ხანი გაძლებს საწარმო იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ბევრი სარეზერვო თანხა აქვს გადადებული. ამისი ნათელი მაგალითია ჯიბის დანების შვეიცარიელი მწარმოებელი ვიქტორინოქსი და ვეგნერი.
2011 წლის 11 სექტემბერი შვეიცარიული დანების წარმოებაში ყველაზე მძიმე დღედ აღიარეს. საერთაშორისოდ ეს დღე ცნობილია როგორც «Original Swiss Army Knife». მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ პენტაგონსა და ამერიკის სავაჭრო ცენტრზე თავდასხმების და თვითმფრინავების გატაცების შემდეგ ჯიბის დანების ატანა თვითმფრინავებში ერთ დღეში აიკრძალა, რადგან აეროპორტებში უსაფრთხოების ნორმები ზედმეტად გამკაცრდა და მგზავრებსაც უარის თქმა მოუწიათ მსგავსი ტიპის წვრილმანების წაღებაზე, რომელსაც ხშირ შემთხვევაში აეროპორტში იძენდნენ გაფრენამდე. ასე გაქრა მსოფლიო მასშტაბით Duty Free -ს მაღაზიებიდან ვიქტორინოქსის დანები და მწარმოებლისთვის რეალიზაციის ეს არხი. მწარმოებლის საწყობები გაივსო უკან მობრუნებული პროდუქტებით. ბევრ მწარმოებელს რეალიზაციის სხვა არხები არც კი ესახებოდა პერსპექტივაში.
შედეგად ორივე მსხვილი ჯიბის დანების მწარმოებელს ვიქტორინოქსს და ვენგერს ერთი მესამედით შეუმცირდა ბრუნვა.
შექმნილი ვითარების გამო ვენგერის ფირმას თანამშრომლების შემცირება მოუწია 280 – დან 140 – მდე. დარჩენილი თანამშრომლებიც ნახევარ განაკვეთზე გადაიყვანეს.
იგივე პრობლეების წინაშე დადგა ევროპის ყველაზე დიდი დანების მწარმოებელი ვიქტორინოქსიც, მაგრამ სამუშაო ადგილების შენარჩუნება მაინც მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ ეს კომპანია ბრუნვის 70% ჯიბის დანების წარმოებიდან იღებდა. როგორ შეძლო მან ასეთი გარღვევის ფონზე სამუშაო ადგილების შენარჩუნება?
ვიქტორინოქსი ყოველთვის ზოგავდა თანხებს შავი დღისთვის. ის მისი მოგების დიდ ნაწილს რეზერვის სახით ინახავდა ნაცვლად იმისა, რომ კეთილდღეობის პერიოდში მოჭარბებული თანხა სტრუქტურების და სამუშაო ადგილების გაფართოებაში დაეხარჯა, რომელიც ძნელბედობის ჟამს ისედაც გაუქმდებოდა.
ასე რომ 11 სექტემბერს მოქნილი დივერსიფიკაციის წყალობით ვიქტორინოქსმა შეძლო და მოერგო მომავლის გამოწვევებს და დაიმატა ახალი მიმართულებები, როგორიცაა საათების და სამგზავრო ჩანთების წარმოება.
მეორე მხრივ ზეგანაკვეთური საათების გაქვითქვა მოხდა. თანამშრომლები სხვადასხვა განყოფილებებში გადაანაწილეს. მძიმე პერიოდში თანამშრომლებმა მომდევნო წლის ერთ კვირიანი შვებულებაც გამოიყენეს სამუშაოს სასარგებლოდ. არც ერთი თანამშრომელი არ გაუშვიათ სამსახურიდან. პირიქით, კადრების ხელმძღვანელს სხვა კომპანიიდანაც მოუწია რამდენიმე თანამშრომლის დროებით დაქირავება, რათა გამკლავებოდნენ მსხვილ შეკვეთებს.
სარეზერვო თანხა ფირმამ სასწრაფოდ აითვისა აზიასა და სამხრეთ ამერიკის ახალი ბაზრების შესწავლასა და რეკლამაში. ამ სტრატეგიამ გაამართლა. ახალი მიმართულებებში დივერსიფიკაციით ფირმამ მოახერხა მომდევნო წლისთვის ბრუნვის გაორმაგება.
მას შემდეგ საწარმოს მიზნებში პრიორიტეტი გარანტირებული სამუშაო ადგილების უზრუნველყოფას უკავია. ვიქტორინოქსმა დააარსა ფონდი, რომელიც ფირმის 90% – იან სააქციო კაპიტალს შეიცავს. ფონდის შექმნის მიზანია, შეუზღუდოს აქციონერებს დიდი დოზით დივიდენდების გატანა და დაიცვას ფირმა მემკვიდრეებს შორის კონფლიქტებისგან. ეს ყველაფერი იმის აუცილებელ პირობას ქმნის, რომ მომავალშიც დიდი რაოდენობის რეზერვები იქნას გადადებული, რის ხარჯზეც თავიდან აირიდებენ მუშახელის სამსახურიდან გაშვებას ეკონომიკური რყევების დროს.
რაც შეეხება ვენგერს, სექტემბრის მოვლენები მისთვის დასასრულს ნიშნავდა. 2005 წელს ფირმამ თავი გადახდისუუნაროდ გამოაცხადა და გაყიდვის საფრთხის წინაშე დადგა. უცხოელი ინვესტორების ხელში მოხვედრისგან დაცვის მიზნით ვიქტორინოქსმა მისი ერთი ნაწილი გადაიბარა. ესეც რეზერვების დახმარებით მოახერხა.
რეზერვები ქართული მცირე და საშუალო წარმოებისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ისწავლეთ შვეიცარიული ფონდის BPN – ის ქოუჩინგის და სემინარების დახმარებით რისკების სწორი ანალიზი, მენეჯმენტი და რეზერვების სწორი გამოყენება. მეტი ინფორმაცია იხილეთ www. bpngeorgia.ge