...
0(0 რეიტინგები)

ფინანსები – კომპანიის წარმატების ფაქტორი

რეფერენტი

BPN Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი, ტრენერი, ქოუჩი, ბიზნეს კონსულტანტი
დანიელ მათერი 2017 წლიდან BPN Georgia – ს ოპერაციული დირექტორია. ფლობს მენეჯმენტის 15 წლიან გამოცდილებას განვითარების სხვადასხვა კომპლექსური პროექტების მიმართულებით მსოფლიოს 12 ქვეყანაში. მას ეკავა მმართველის პოზიციები საორგანიზაციო განვითარების, კომპეტენციების ამაღლების, სპონსორების მოძიების, ინტელექტუალური კაპიტალის მენეჯმენტის, ხარისხის უზრუნველყოფის და სოციალურ – ეკონომიკური და გარემოს საკითხების სფეროში.
12 საათი

ფორმა & მიზნები

ფორმა: თეორიული ნაწილი, პრაქტიკული დავალებები, ჯგუფური სავარჯიშოები, კითხვა პასუხის რეჟიმი

მიზანი: სემინარი დაგეხმარებათ გაიღრმავოთ საბაზისო ცოდნა კომპანიის ფინანსების მენეჯმენტისა და კონტროლის მიმართულებით, გაიაზროთ ფინანსური მართვის ამოცანები და შეამციროთ ფინანსური რისკები, რელევანტურ ფინანსურ ინფორმაციებზე და ინდექსებზე დაყრდნობით შეძლოთ თქვენს კომპანიაზე მორგებული საწარმოს მართვის კოკპიტის შემუშავება

ფორმატი

ადგილი

მონაწილეები

მცირე და საშუალო კომპანიების მმართველები და მფლობელები, კომპანიის ფინანსებზე პასუხისმგებელი არაფინანსისტი პირები. ამ თემით დაინტერესებული პირები.

სემინარის ფაილები

გთხოვთ დარეგისტრირდეთ ამ კურსზე ქვემოთ ან შედით სისტემაში კურსის ფაილების სანახავად.

შემდეგი კურსის თარიღი

05/03/2025 -

07/03/2025

საწყისი 7:00 pm
მანამდე 10:00 pm
დარეგისტრირებული მონაწილეები:0
300,00 

შინაარსი

  • პირადი დამოკიდებულება ფულთან. ფინანსებთან მიდგომა
  • ფინანსური მენეჯმენტი, როგორც წარმატების ფაქტორი საწარმოში
  • ღირებულებათა შექმნა საწარმოში, როგორც წარმოების ძირითადი მიზანი და ეკონომიკის განვითარების წინაპირობა
  • საწარმოს კოკპიტი: ფინანსური მონაცემებით და ინდექსებით საწარმოს ფინანსური სტრატეგიის შემუშავება და მიზანმიმართული გამოყენება ყოველდღიურ ბიზნეს საქმიანობაში
  • ფინანსური დაგეგმვა, მოგება – ზარალის ანგარიში, საწარმოში ფულის ნაკადების მართვა და ანალიზი, შემოსავლების და გასავლების სტრუქტურა, ფასდადება, არის და უნდა მონაცემების შედარება
  • ბალანსი: ბალანსის როლი საწარმოში, ბალანსის ანალიზი, ბალანსის და მოგება-ზარალის ანგარიშის ურთიერთკავშირი, დაფინანსების მაჩვენებლები (Equity Ratio, Debt Ratio), დაფარვის მაჩვენებლები (Fixed Assets Coverage 1&2)
  • ლიკვიდურობა: ლიკვიდურობის დაგეგმვა და მენეჯმენტი, სარეზერვო ფონდი გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის, ლიკვიდურობის მაჩვენებლები ბალანსში (Cash Ratio, Quick Ratio, Current Ratio)
  • საინვესტიციო გეგმა: საინვესტიციო პროექტების შეფასება და დანერგვა კომპანიაში
  • ნულოვანი მოგების წერტილი: ნულოვანი მოგების წერტილის დაანგარიშება და გრაფიკული გამოსახვა ​​​
  • თვითღირებულების გამოთვლა: ფასის გამოთვლა ხარჯების დაფარვის უზრუნველყოფით მასობრივი პროდუქტის წარმოების და ერთეული პროდუქტის  წარმოების შემთხვევაში ინდივიდუალური შეკვეთების დროს

საშეღავათო პირობები:

  • BPN Georgia – ს პროგრამის მონაწილეებისთვის მოქმედებს 40% – იანი ფასდაკლება
  • BPN Georgia – ს პროგრამის მონაწილე კომპანიების თანამშრომლებზე 20% – იანი ფასდაკლება
  • ერთი კომპანიიდან სამი და მეტი პირის დასწრების შემთხვევაში 20 % – იანი ფასდაკლება
Select the fields to be shown. Others will be hidden. Drag and drop to rearrange the order.
  • Image
  • SKU
  • Rating
  • Price
  • Stock
  • Availability
  • Add to cart
  • Description
  • Content
  • Weight
  • Dimensions
  • Additional information
Click outside to hide the comparison bar
Compare