...
Tik-Tok for business

Tik-Tok უკვე დიდი ხანია აღარ არის მხოლოდ გასართობი პლატფორმა, ის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია ბიზნესის განვითარებისთვის, ცნობადობის ამაღლებასა და გაყიდვების გაზრდისთვის. Tik-Tok არის ერთ-ერთი იმ იშვიათი პლატფორმიდან, სადაც კრეატიულობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბიუჯეტი. მცირე და საშუალო ბიზნესესის წარმომადგენლებისთვის Tik-Tok-ის აპლიკაცია შესანიშნავი შესაძლებლობაა ყოველდღიურად ათასობით პოტენციურ მომხმარებელს დაუკავშირდნენ. მომხმარებლებს მოსწონთ რეალური ისტორიები, კადრები კულისებს მიღმა და სასწავლო, სახალისო ვიდეოები – სწორედ ისეთი შინაარსის, რომლის შექმნაც მცირე ბიზნესებს მარტივად შეუძლიათ.

რა დადებითი და უარყოფითი შედეგები აქვს Tik-Tok-ის Pro (ბიზნეს) ანგარის და როგორ ვაქციოთ ის პრო ვერსიად:

ბიზნეს ანგარიში, იგივე Pro ანგარიში სრულიად უფასოა. მისი გამოყენებით თქვენ შეძლებთ მიიღოთ სრული ანალიტიკა, მართოთ სხვადასხვა ტიპის რეკლამები და ბოლოს, დაამატოთ ვებგვერდის ბმული პროფილის მონაცემებში. ნაკლოვანება კი მხოლოდ ის არის, რომ ზოგიერთი არალიცენზირებული პოპულარული მუსიკა ავტომატურად დაიბლოკება ვიდეოს დამუშავებისას, ანუ ვერ შეძლებთ მის დარეკლამებას, მანამ სანამ არ ჩაანაცველბთ მელოდიას.

TikTok-ის Pro ვერსიაზე გადაყვანა:

  • გახსენით TikTok აპლიკაცია და შედით თქვენს პროფილზე.
  • დააჭირეთ ☰ მენიუს (მარჯვენა ზევით) → Settings and privacy →
  • აირჩიეთ Switch to Business Account (ან Pro Account).

მონიშნეთ თქვენი ბიზნეს კატეგორია და შეავსეთ პროფილის ინფორმაცია (ფოტო, ბიო, ვებგვერდი, ელფოსტა).

tiktok account tiktok for businessTiktok Pro, Tiktok foe business pages

რა ტიპის რეკლამა შეგიძლიათ გაუშვათ TikTok-ზე

TikTok-ს აქვს რეკლამების სხვადასხვა ვარიანტი, რომლებიც შესაფერისია ნებისმიერი ბიუჯეტისთვის.

  • In-Feed Ads – მოკლე ვიდეოები, რომლებიც ჩნდება მომხმარებელთა “For You” ფიდში. ჰგავს ჩვეულებრივ პოსტებს და Call to action ღილაკს.
  • Spark Ads – თქვენი, ან კრეატორის უკვე არსებული ვიდეოს პოპულარიზაცია, იმისათვის რომ გავიდეს ფართო აუდიტორიაზე.
  • Collection / Catalog Ads – პროდუქციის კატალოგის ჩვენება ვიდეოში, შეძენის ბმულით.
  • Top View Ads – სრული ეკრანის ვიდეო, რომელიც ჩნდება მაშინვე, როცა მომხმარებელი აპს ხსნის (მაღალი ხილვადობისთვის).
  • Branded Hashtag Challenge – გამოწვევა თქვენი ბრენდის ჰეშთეგით, რომელიც მომხმარებლებს აქტიურ მონაწილეობას აიძულებს.
  • Creator Collaborations – თანამშრომლობა ინფლუენსერებთან, რომლებიც თქვენს სამიზნე აუდიტორიას ესაუბრებიან.
  • Promote Button – მარტივი გზა კონკრეტული პოსტის სწრაფად გასავრცელებლად მცირე ბიუჯეტით.

tiktok ad account

TikTok-ში ახლახან დაემატა  კამპანიების ფუნქცია, რაც ხელოვნური ინტელექტის სისტემაა, ის ავტომატურად არჩევს საუკეთესო აუდიტორიას და ოპტიმიზაციას უკეთებს შედეგებს. Smart+  განსაკუთრებით გამოსადეგია მცირე ბიზნესებისთვის, რომლებსაც საკუთარი მარკეტინგის გუნდი არ ჰყავთ.

შემოგვიერთდით სოციალური მედია მარკეტინგის კურსზე და შეიტყვეთ მეტი, თუ როგორ მართოთ თქვენი სოციალური ქსელები კიდევ უფრო ეფექტურად.

პუბლიკაციები
სემინარები
ვიდეოები

ამ თემაზე ვიდეო არ არის

Select the fields to be shown. Others will be hidden. Drag and drop to rearrange the order.
  • Image
  • SKU
  • Rating
  • Price
  • Stock
  • Availability
  • Add to cart
  • Description
  • Content
  • Weight
  • Dimensions
  • Additional information
Click outside to hide the comparison bar
Compare