...
0(0 რეიტინგები)

როგორ ვიპოვოთ საკუთარი კონკურენტული უპირატესობა ბიზნესში და გავხდეთ გამორჩეული

რეფერენტი

BPN Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი, ტრენერი, ქოუჩი, ბიზნეს კონსულტანტი
დანიელ მათერი 2017 წლიდან BPN Georgia – ს ოპერაციული დირექტორია. ფლობს მენეჯმენტის 15 წლიან გამოცდილებას განვითარების სხვადასხვა კომპლექსური პროექტების მიმართულებით მსოფლიოს 12 ქვეყანაში. მას ეკავა მმართველის პოზიციები საორგანიზაციო განვითარების, კომპეტენციების ამაღლების, სპონსორების მოძიების, ინტელექტუალური კაპიტალის მენეჯმენტის, ხარისხის უზრუნველყოფის და სოციალურ – ეკონომიკური და გარემოს საკითხების სფეროში.
6 საათი

ფორმა & მიზნები

ფორმა: სემინარს აქვს ინტერაქტიული სახე, გაჯერებულია დისკუსიებით და მრავალი ფოტო – ვიდეო მასალით

მიზანი: კონკურენციას ბოლო არ უჩანს. ყველა მწარმოებელი ერთსა და იმავეს სთავაზობს – ყოველ შემთხვევაში მომხმარებლის თვალში. დამაჯერებელი კონკურენტული უპირატესობის (USP-Unique Selling Proposition) იდენტიფიცირება კომპანიის უმნიშვნელოვანეს და ურთულეს ამოცანებს განეკუთვნება. ამიტომ განმასხვავებელი ნიშნის ძიება ხშირად სამომავლო პერსპექტივად განიხილება, რაც სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა იმას, რომ მომხმარებელი თქვენს პროდუქტს ხელმოსაჭიდი მიზეზის გარეშე იძენს ისეთი მომძლავრებული კონკურენციის ეპოქაში, სადაც მომხმარებლები განსაკუთრებული პრეტენზიულობით გამოირჩევიან. შესაბამისად, ამ საკითხის მომავლისთვის გადადება არც ისე იდეალური მიდგომაა.

ჩვენი სემინარი პრაქტიკაზე დაფუძნებული მაგალითებით გიჩვენებთ, როგორ არის შესაძლებელი ნაბიჯ – ნაბიჯ საკუთარ კომპანიაზე მორგებული კონკურენტული უპირატესობის ამოცნობა. ევროპის და საქართველოს წამყვანი კომპანიების გამოცდილებებიც დაგეხმარებათ საკუთარი განმასხვავებელი ნიშნის პოვნაში.

ფორმატი

ადგილზე

მონაწილეები

სემინარი გათვლილია პირებზე, ვინც გეგმავს ან ვისაც უკვე აქვს ბიზნეს საქმიანობა და სურთ საკუთარი ბიზნესის კონკურენტული უპირატესობის იდენტიფიცირება, რათა სწორი პოზიციონირება მოახდინოს ბაზარზე

სემინარის ფაილები

გთხოვთ დარეგისტრირდეთ ამ კურსზე ქვემოთ ან შედით სისტემაში კურსის ფაილების სანახავად.

შემდეგი კურსის თარიღი

წარსული

დაგეგმილი თარიღები არ არის.

შინაარსი

შესავალი

  • რა არის კონკურენტული უპირატესობა?
  • როგორ შეუძლია კომპანიას ისარგებლოს კონკურენტული უპირატესობით?

1. რას ეძებს თქვენი სამიზნე სეგმენტი?

  • როგორ მიხვდებით, რას მოელის თქვენი სამიზნე სეგმენტი და როგორ უნდა დააკმაყოფილოთ მისი მოლოდინები ან გადააჭარბოთ მის მოლოდინებს?
  • როგორ უნდა შეხედოთ თქვენს საქმიანობას მომხმარებლის პერსპექტივიდან? როგორია იდეალური მომხმარებლის განსაზღვრება (Buyer Persona)? როგორ უნდა შეასხათ ხორცი თქვენი მომხმარებლების სურვილებს განწყობის დაფის დახმარებით (Moodboard)?
  • Genchi Genbutsu – ს პრინციპი: როგორ იქმნით შთაბეჭდილებას თქვენი მომხმარებლების მოთხოვნილებებზე უშუალო დაკვირვებით? (Toyota – ს წარმოების სისტემა, Lean მენეჯმენტი)
  • როგორ შეძლებთ ინდივიდუალური შეთავაზებით მასებისგან გამორჩევას? გერმანული ონლაინ ბიო მაღაზიის Mymuesli – ს მაგალითი
  • რა დამატებითი მომსახურებით შეგიძლიათ მომხმარებლის აღფრთოვანება? → დამატებითი სარგებლის სია
  • როგორ უნდა შექმნათ სასიამოვნო კონკურენტული უპირატესობა ასევე სასიამოვნო გრძნობის და ემოციის თანხლებით. ბინების გაქირავების ონლაინ პლატფორმის Airbnb – ს მაგალითი.
  • ექსკლუზიური ნედლეული მასალა უკვე განმასხვავებელი ნიშანია. შვეიცარიელი ჩანთების მწარმოებელი კომპანიის Freitag –  ის მაგალითი.
  • მებაღეობიდან ურბანული დასვენების და სასიამოვნო განცდების ოაზისამდე. გარდენია შევარდნაძის მაგალითი.
  • ავტომობილისთვის ყველა სერვისის მიღება ერთ სივრცეში და ამით დროის და ნერვების დაზოგვა. ფირმა თეგეტა მოტორსის მაგალითი.

2. რაშია თქვენი კომპანია განსაკუთრებულად ძლიერი?

  • ფოკუსირება და ცხადი კონცენტრირება ძლიერ მხარეებზე. სამზარეულოს ავეჯის მწარმოებელი შვეიცარიული კომპანიის Zbären –  ის მაგალითი.
  • საკუთარი ძლიერი მხარეების იდენტიფიცირება მომხმარებელთა უკუკავშირის დახმარებით.
  • როგორ უნდა მოახერხოთ კონკურენტისგან გამიჯვნა, როცა ობიექტურად არ ფლობთ ძლიერ მხარეებს? ყველის მწარმოებელი შვეიცარიული კომპანიის Appenzeller – ის მაგალითი.
  • როგორ შეიძლება გამოყენებულ იქნას ისტორიული, გეოგრაფიული და სოციალური კონტექსტით განპირობებული ძლიერი მხარეები თქვენი პროდუქტის თუ მომსახურების სასარგებლოდ და იქცეს თქვენს განმასხვავებელ ნიშნად?

3. რაში გჯობნიან განსაკუთრებით კონკურენტები?

  • თქვენი კომპანიისთვის რელევანტური კონკურენტების  ამოცნობა ბაზრის სივრცობრივი და თვისობრივი გამიჯვნით.
  • პირდაპირი და ირიბი კონკურენციის იდენტიფიცირება.
  • მომხმარებლისთვის რელევანტური კონკურენტული ფაქტორების გამოკვეთა.
  • კონკურენტთა ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზი

ვებინარი გთავაზობთ:

  • პრაქტიკაში გამოცდილ ინსტრუქციას, როგორ უნდა მოახდინოთ ბაზარზე თქვენი ბიზნესის პოზიციონირება და იპოვოთ საკუთარი კონკურენტული უპირატესობა.
  • 100 კონკრეტული იდეისგან შემდგარ სიას, როგორ უნდა წარმოადგინოთ, რა სარგებელს მიიღებს თქვენი პროდუქტით მომხმარებელი.
  • კონკრეტულ რჩევებს, როგორ უნდა ბრწყინავდეს თქვენი კომპანია განსხვავებული მახასიათებლით და გამოირჩეოდეს კონკურენტებისგან.
  • მაგალითებს სტრატეგიების თანხლებით, რომელთაც წამყვანი კომპანიები მიმართავდნენ საკუთარი განმასხვავებელი ნიშნის განსაზღვრისთვის.

საშეღავათო პირობები:

  • BPN Georgia – ს პროგრამის მონაწილეებისთვის მოქმედებს 40% – იანი ფასდაკლება
  • BPN Georgia – ს პროგრამის მონაწილე კომპანიების თანამშრომლებზე 20% – იანი ფასდაკლება
  • ერთი კომპანიიდან სამი და მეტი პირის დასწრების შემთხვევაში 20 % – იანი ფასდაკლება
Select the fields to be shown. Others will be hidden. Drag and drop to rearrange the order.
  • Image
  • SKU
  • Rating
  • Price
  • Stock
  • Availability
  • Add to cart
  • Description
  • Content
  • Weight
  • Dimensions
  • Additional information
Click outside to hide the comparison bar
Compare