მოლაპარაკებების სტრუქტურა და მომზადება
ეფექტიანი მოლაპარაკება იწყება სწორად დაგეგმვით. სწორედ ამ ეტაპზე ფასდება მიზნები, პოზიციები და ალტერნატივები. მონაწილეები გაიცნობენ ისეთ მნიშველოვან კონცეფციებს, როგორიცაა: BATNA, ZOPA და სხვა.
სწორად მომზადებული მხარე უკეთ აფასებს რისკებს და წარმატების შანსებს.
სემინარი მოიცავს:
- მოლაპარაკების ეტაპების გაცნობას,
- პრიორიტეტების ჩამოყალიბების მეთოდებს,
- სამოქმედო გეგმის შედგენას.
კომუნიკაცია და დარწმუნება
მოლაპარაკების წარმატება ხშირად დამოკიდებულია არა მხოლოდ არგუმენტებზე, არამედ კომუნიკაციის უნარზე, თუ
- როგორ ვუსმენთ,
- როგორ ვკითხულობთ სხეულის ენას
- როგორ ვსვამთ სწორ კითხვებს.
სტრატეგიები და ტაქტიკები
ყოველი მოლაპარაკება უნიკალურია, მაგრამ არსებობს ზოგადი სტრატეგიები და ტაქტიკები, რომლებსაც ხშირად იყენებენ გამოცდილი მომლაპარაკებლები. ტრენინგის ამ ნაწილში გავეცნობით სხვადასხვა სტილს (win-win და win-lose), ვისწავლით რთულ პარტნიორებთან ურთიერთობას და კონკრეტული ტაქტიკის გამოყენების დროსა და მიზეზებს.
მოლაპარაკებების პრაქტიკული სიმულაციები
ტრენინგის მნიშვნელოვანი კომპონენტია რეალურ სცენარებზე დაფუძნებული როლური თამაშები, რომლებიც დაეხმარება მონაწილეებს ცოდნის პრაქტიკაში გადატანაში. სხვადასხვა ბიზნესროლში ყოფნა და პარტნიორთან მოლაპარაკება ხელს უწყობს ღრმა გააზრებას და უნარების განვითარებას.
კროსკულტურული მოლაპარაკებები
გლობალიზაციის პირობებში ბიზნესმოლაპარაკებები ხშირად სცდება ქვეყნის საზღვრებს და მოიცავს კულტურულად განსხვავებულ პარტნიორებთან კომუნიკაციას. განსხვავებული ღირებულებები, ქცევის წესები, კომუნიკაციის სტილი და მოლოდინები გავლენას ახდენს მოლაპარაკების პროცესზე და შედეგზე.
ონლაინ მოლაპარაკებები
ციფრულ რეალობაში მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი ნაწილი ონლაინ რეჟიმში ტარდება სხვა პლატფორმების მეშვეობით. ამ ფორმატს თავისი სპეციფიკა აქვს: რთულია სხეულის ენის წაკითხვა, მოსმენაზე კონცენტრირება და ქარიზმის გადაცემა. მონაწილეები ისწავლიან ონლაინ შეხვედრების სწორად დაგეგმვას, ვიზუალური და ვერბალური კომუნიკაციის მორგებას დისტანციურ გარემოზე.
დასკვნა და რჩევები
ტრენინგი დასრულდება ძირითადი გაკვეთილების შეჯამებით, პრაქტიკული რეკომენდაციებითა და ქმედითი რჩევებით იმისთვის, რომ მონაწილეებმა შეძლონ მიღებული ცოდნის გამოყენება ყოველდღიურ ბიზნეს მოლაპარაკებებში.
ღირებულება: 300 ლ
საშეღავათო პირობები:
- BPN Georgia – ს პროგრამის მონაწილეებისთვის მოქმედებს 40% – იანი ფასდაკლება
- BPN Georgia – ს პროგრამის მონაწილე კომპანიების თანამშრომლებზე 20% – იანი ფასდაკლება
- ერთი კომპანიიდან სამი და მეტი პირის დასწრების შემთხვევაში 20 % – იანი ფასდაკლება
რეგისტრაცია:
რეგისტრაციასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში იხილეთ ვიდეო ,,როგორ გავიაროთ რეგისტრაცია” ან დაგვიკავშირდით: 599 87 93 41