...
0(0 რეიტინგები)

რეფერენტი

BPN Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი, ტრენერი, ქოუჩი, ბიზნეს კონსულტანტი
დანიელ მათერი 2017 წლიდან BPN Georgia – ს ოპერაციული დირექტორია. ფლობს მენეჯმენტის 15 წლიან გამოცდილებას განვითარების სხვადასხვა კომპლექსური პროექტების მიმართულებით მსოფლიოს 12 ქვეყანაში. მას ეკავა მმართველის პოზიციები საორგანიზაციო განვითარების, კომპეტენციების ამაღლების, სპონსორების მოძიების, ინტელექტუალური კაპიტალის მენეჯმენტის, ხარისხის უზრუნველყოფის და სოციალურ – ეკონომიკური და გარემოს საკითხების სფეროში.
6 საათი

ფორმა & მიზნები

ფორმა: თეორიული ნაწილი, პრაქტიკული დავალებები, ჯგუფური სავარჯიშოები, კითხვა პასუხის რეჟიმი

მიზანი: დრო შეზღუდულია. დრო ფული ღირს. ოღონდ დრო არ დაიკარგოს. თქვენც იმ ადამიანებს ხომ არ მიეკუთვნებით, ყოველი წუთი დაკავებული რომ აქვთ? გსურთ, დღე უფრო ოპტიმალურად გამოიყენოთ?

ამ სემინარზე თქვენ შეძლებთ სამუშაოსთან დაკავშირებული ქცევის გაანალიზებას და სამუშაო მეთოდოლოგიის ოპტიმიზაციას, ისწავლით პრიორიტეტების განსაზღვრას, ე.წ. დროის ქურდების თავიდან მოშორებას და დროის მაქსიმალურად ეფექტურად დაგეგმვას კლასიკური დროის წიგნაკის ან Microsoft Outlook-ის დახმარებით.

თქვენ ასევე გადახედავთ დაგეგმვის პროცესს და მიიღებთ უამრავ პრაქტიკულ იდეას იმის შესახებ, თუ როგორ შეგიძლიათ უფრო სწრაფად შეასრულოთ თქვენი ამოცანები. სემინარის ფარგლებში თქვენ შეიმუშავებთ სირთულეების გადაწყვეტის ინდივიდუალურ სტრატეგიებს ამოცანების დაგეგმვისა და შესრულებისთვის, ასევე შეფერხებებთან გამკლავებისთვის.

ფორმატი

ჰიბრიდი

მონაწილეები

დასწრება შესაძლებელია პირებისთვის, ვისაც სურთ საკუთარი დროის უკეთ მართვა

სემინარის ფაილები

გთხოვთ დარეგისტრირდეთ ამ კურსზე ქვემოთ ან შედით სისტემაში კურსის ფაილების სანახავად.

შემდეგი კურსის თარიღი

წარსული

დაგეგმილი თარიღები არ არის.

შინაარსი

  • საკუთარი მუშაობის სტილის ანალიზი სტრესთან და დაძაბულობასთან გამკლავებისას. პირადი ე.წ. დროის ქურდების შეცნობა.
  • იმის გარკვევა, დროის მართვის რომელი სტილი შეესაბამება საკუთარ პიროვნებას. დროის მენეჯმენტთან მიმართებით საკუთარი პიროვნების პროფილის ძლიერი და სუსტი მხარეები შეცნობა.
  • რისი მიღწევა გსურთ ცხოვრებაში? რომელი მიზნებია თქვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი? (სტივენ კოვი – „დაიწყე დასასრულზე ფიქრით“ / Stephen Covey – Begin with the end in mind).
  • დროის ბალანსის მოდელის დახმარებით იპოვეთ წონასწორობა ცხოვრების ისეთ სფეროებს შორის, როგორებიცაა „ცხოვრების აზრი“, „ჯანმრთელობა“, „ურთიერთობები“ და „სამუშაო“.
  • SMART-მეთოდის გამოყენებით მკაფიო და რეალისტური მიზნების დასახვა და მათი თანმიმდევრულად განხორციელება
  • ამოცანათა დალაგება მნიშვნელობისა და გადაუდებლობის მიხედვით. პრიორიტეტების განსაზღვრა (საფოსტო კალათის სავარჯიშო, აიზენჰაუერის პრინციპი).
  • პარეტოს პრინციპის დახმარებით ამოცანათა იმ 20%-ის იდენტიფიცირება, რომელთა შესრულებაც შედეგების 80%-ს იძლევა და დროის და ენერგიის უფრო ეფექტურად გამოყენება.
  • რა ვიღონოთ საქმეების ავადმყოფური გადავადების წინააღმდეგ? (პროკრასტინაცია)
  • ამოცანათა დაგეგმვა შემოქმედებითი ქაოსის და წესრიგის მოყვარულთათვის (ამოცანების სია, One Note-ით მუშაობა, სავარჯიშო „სიცოცხლის ქილა“)
  • დღის დაგეგმვა და მისი ოპტიმიზაცია ინდივიდუალური შრომისუნარიანობის მრუდის და ინდივიდუალური ბიოლოგიური რიტმის გათვალისწინებით
  • ხელისშემშლელ ფაქტორებთან გამკლავება (ხერხის ეფექტი)

საშეღავათო პირობები:

  • BPN Georgia – ს პროგრამის მონაწილეებისთვის მოქმედებს 40% – იანი ფასდაკლება
  • BPN Georgia – ს პროგრამის მონაწილე კომპანიების თანამშრომლებზე 20% – იანი ფასდაკლება
  • ერთი კომპანიიდან სამი და მეტი პირის დასწრების შემთხვევაში 20 % – იანი ფასდაკლება
Select the fields to be shown. Others will be hidden. Drag and drop to rearrange the order.
  • Image
  • SKU
  • Rating
  • Price
  • Stock
  • Availability
  • Add to cart
  • Description
  • Content
  • Weight
  • Dimensions
  • Additional information
Click outside to hide the comparison bar
Compare