...

ინფორმაციის წყარო

1. ინფორმაციის წყარო

ვებ გვერდზე მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს გენერალურ ინფორმაციას. ინფორმაცია მოწოდებულია BPN Georgia – ს მიერ და ექვემდებარება განახლებას და შესწორებას. ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას ვებ გვერდზე შემოთავაზებული ინფორმაციის ან სერვისების სრულყოფილებაზე, სიზუსტესა და სანდოობაზე. თქვენი მხრიდან ვებ გვერდზე მოცემული ინფორმაციისადმი ნდობით განწყობა თქვენი პირადი პასუხისმგებლობაა. ჩვენ ვიხსნით პასუხისმგებლობას ყველა სახის დანაკარგსა თუ ზარალზე, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ვებ გვერდზე მითითებული ინფორმაციების გაქრობამ.
BPN Georgia არ იშურებს ძალისხმევას ვებ გვერდის ფუნქციონირებისთვის, მაგრამ იხსნის პასუხისმგებლობას ტექნიკური სამუშაოებისას შეფერხებების შემთხვევაში.

ჩვენს შესახებ

ბიზნეს პროფესიონალთა ქსელი (BPN) არის შვეიცარიული არა მოგებაზე ორიენტირებული ფონდი, რომელიც 1999 წელს მეწარმე იურგ ოპრეხტის მიერ დაფუძნდა.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ზრდის პოტენციალის მქონე მცირე და საშუალო მეწარმეებს. ჩვენი მიზანია მდგრადი სამუშაო ადგილების შექმნა, რაც წინაპირობას უქმნის ეკონომიკის განვითარებას და სიღარიბის დაძლევას. ამაში კი დიდი წვლილის შეტანა შეუძლია საკუთარ კომპანიებში ინვესტირების და განვითარების სურვილის მქონე ქართველ მეწარმეებს. ამიტომაა ჩვენი პრიორიტეტი მეწარმეების მხარდაჭერა.
ამჟამად BPN – ი  მოღვაწეობს ყირგიზეთში, ნიკარაგუაში, რუანდაში, მონღოლეთსა და საქართველოში.
2.    ზოგადი პირობები და წესები

წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და BPN Georgia-ს (შემდგომში „კომპანია“ ან „ჩვენ“) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას, რომელიც არეგულირებს თქვენ მიერ კომპანიის კუთვნილი ვებგვერდის გამოყენებასა და მომსახურების მიღების წესებს.
BPN Georgia ვებგვერდის საშუალებით მომხმარებელს სთავაზობს საგანმანათლებლო მომსახურების შეძენის შესაძლებლობას წინამდებარე „წესებით და პირობებით“ განსაზღვრული პირობებით.
წინამდებარე „წესებზე და პირობებზე“ დათანხმებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ სურს კომპანიის ვებგვერდზე ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით კომპანიის მიერ შეთავაზებული სერვისებით სარგებლობა.
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებს.
ყველა მომხმარებელი, რომელსაც სურს კომპანიის ვებგვერდით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები. კომპანიის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე, რომლებიც ძალაში შედის მათი გამოქვეყნებიდან 24 საათში. 
წინამდებარე ვებგვერდის www.bpngeorgia.ge გამოყენების წესები და პირობები დადგენილია შემდეგნაირად. 

საავტორო უფლებების დაცვა: წინამდებარე ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალებზე  ვრცელდება კომპანიის საავტორო უფლებები და აკრძალულია აღნიშნული მასალის ან/და მისი ნაწილის გადამუშავება, გამოქვეყნება (გარდა პირად გვერდზე, კომპანიის სოციალური მედიის გვერდიდან აღნიშნული მასალის გაზიარებისა “გაზიარების” ღილაკის მეშვეობით, საავტორო უფლებათა სრული დაცვით), გადმოწერა პირადად ან/და ნებისმიერი მესამე პირის მეშვეობით კომერციული მიზნით ან/და მის გარეშე, გადმოწერა გავრცელების მიზნით ან/და მის გარეშე.
წინამდებარე მუხლში  მოცემული წესის დარღვევის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია მოითხოვოს ამ ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება სრულად.
პერსონალური მონაცემები: კომპანია ახორციელებს თქვენ მიერ წინამდებარე დოკუმენტში მითითებული პერსონალურ ინფორმაციის  შენახვას (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი) და უფლებამოსილია სამომავლოდ განახორციელოს მისი გამოყენება კომპანიის მიერ  მომსახურებ(ებ)ის პირდაპირი მარკეტინგული გზით შეთავაზების მიზნით. აღნიშნული ინფორმაციის შენახვის მიზანია, მომხმარებლისათვის ეფექტური მომსახურების  გაწევა. მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს ინფორმაცია კომპანიისგან პერსონალური ინფორმაციის დამუშავების თაობაზე და მოითხოვოს მის შესახებ არსებული მონაცემების განადგურება.
პასუხისმგებლობის შეზღუდვა: კომპანია და მისი თანამშრომლები არ არიან პასუხისმგებელნი დამდგარი შედეგისათვის, რომელიც მოიცავს პირდაპირ, არაპირდაპირ, სპეციალურ, შემთხვევით, მიზეზ-შედეგობრივ, არასახელშეკრულებო ზიანს, რაც გამოწვეულია ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის არასწორი ან/და არამიზნობრივი გამოყენებით.
მარეგულირებელი სამართალი: წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. დავის წარმოშობის შემთხვევაში საქმეს განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო.
საგანმანათლებლო პროგრამა და სემინარები: ფონდის მიერ შემუშავებული სემინარები და ღონისძიებების კალენდარი, დახასიათება და ღირებულება, მოცემულია ვებ გვერდზე. დაინტერესებულ მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ნებისმიერი მისთვის საინტერესო სემინარი/ვორქშოფი/ღონისძიება. 
ფონდის პროგრამის მონაწილეებსა და სხვა განსაკუთრებულ შემთხვევებში ვრცელდება ფასდაკლება, რაც წინასწარ გაჟღერებულია ფონდის მიერ. 
ანგარიშსწორების პირობები: ფონდის ფასიანი მომსახურების მისაღებად ანგარიშსწორების განხორცილება შესაძლებელია შემდგები მეთოდებით:

•    ონლაინ გადახდა საბანკო ბარათის მეშვეობით, (როგორ კომპანიებისთვის ასევე ფიზიკური პირებისთვის) პირადი საბანკო მონაცემების შეყვანა ხდება უშუალოდ ბანკის ვებ-გვერდზე, რაც სრულად უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას და უსაფრთხოებას.
•    მომსახურების ღირებულების გადახდა საბანკო გადარიცხვის გზით ინვოისის საფუძველზე, რომელიც გაეგზავნება მომხმარებელს სემინარზე/ ღონისძიებაზე რეგისტრაციისთანავე (როგორ კომპანიებისთვის ასევე ფიზიკური პირებისთვის)
3.    თანხის დაბრუნება

საგანმანათლებლო ღონისძიების მონაწილე უფლებამოსილია მოითხოვოს გადახდილი თანხის უკან დაბრუნება სემინარის/ღონისძიების დაწყებამდე არაუგვიანეს 1 სამუშაო დღით ადრე, რომელიც ჩაერიცხება მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე.

თანხის დაბრუნების პირობები:

თანხის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში გთხოვთ წინასწარ დაუკავშირდეთ ფონდის თანამშრომელს და აცნობოთ თანხის დაბრუნების მოთხოვნის შესახებ;
პროცესის ინიცირებისათვის საჭიროა ფონდს აცნობოთ ინვოისის ნომერი, სემინარის/ღონისძიების თარიღი, დაბრუნების მიზეზი და გააგზავნოთ ფონდის ელ. ფოსტის მისამართზე: info@bpngeorgia.ge

ანაზღაურების წესი:
•    BPN Georgia, მომხმარებლის მიერ შეძენილი ღონისძიების თანხის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში იღებს ვალდებულებას მომხმარებელს აუნაზღაუროს მომხმარებლის მიერ ტრენინგში გადახდილი თანხის 100% მხოლოდ მის დაწყებამდე 1 სამუშაო დღით ადრე. 
•    BPN Georgia მომხმარებელს შეძენილი ტრენინგის ღირებულებას წინამდებარე მუხლით დადგენილი წესითა და ოდენობით აუნაზღაურებს 10 სამუშაო დღის ვადაში​​​​​​​

4.    კონფიდენციალურობა​​​​​​​

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ კონფიდენციალობის პოლიტიკას. ჩვენი ვებგვერდით სარგებლობით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით კონფიდენციალობის პოლიტიკას და ჩვენი ვებგვერდით სარგებლობის ყველა პირობას.
ჩვენ, BPN Georgia გპირდებით, რომ დავიცავთ თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას, არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს უკანონოდ. 
პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალობას იცავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი.
კანონმდებლობის თანახმად, თქვენ უფლება გაქვთ, მოგვთხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების თაობაზე. ჩვენ კი თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, მოგაწვდით სრულ და დეტალურ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.

საიტზე მომხმარებლის მიერ შევსებული პირადი ინფორმაცია კონფიდენციალურია. 
რისთვის ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას?

•    თქვენთან ურთიერთობისთვის;
•    თქვენზე მორგებული ეფექტური მარკეტინგული აქტივობების შესამუშავებლად და განსახორციელებლად;
•    ჩვენს პროდუქტებსა და მომსახურებასთან დაკავშირებით რჩევებისა თუ რეკომენდაციების მისაღებად;
•    ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურების მოსაწოდებლად;

ჩვენი მიზანი:

ჩვენ ვუფრთხილდებით და ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც შეგროვდა, მუშავდება და გამოიყენება ვებგვერდზე თქვენი სტუმრობის განმავლობაში და შემდგომში და ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას, რომ დავიცავთ თქვენი პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებას. 

Select the fields to be shown. Others will be hidden. Drag and drop to rearrange the order.
  • Image
  • SKU
  • Rating
  • Price
  • Stock
  • Availability
  • Add to cart
  • Description
  • Content
  • Weight
  • Dimensions
  • Additional information
Click outside to hide the comparison bar
Compare