ისტორია

ბიზნეს პროფესიონალთა ქსელი (BPN) არის შვეიცარიული არა მოგებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, რომელიც 1999 წელს მეწარმე იურგ ოპრეხტის მიერ დაფუძნდა.

ორგანიზაციის მიზანია მდგრადი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა, რაც თავის მხრივ შესაძლებელს გახდის ეკონომიკის განვითარებას და სიღარიბის დაძლევას. BPN – ი მხარს უჭერს ზრდის და განვითარების პოტენციალის და სურვილის მქონე მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომელთაც დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში.

ამჟამად BPN მუშაობს ყირგიზეთში, ნიკარაგუაში, რუანდაში, უგანდაში, მონღოლეთსა და საქართველოში მეწარმეების ხელშეწყობის პროგრამით.

ჩვენი ღირებულებები

ჩვენ ვმოქმედებთ სამართლიანად, ყურადღებით და გამჭვირვალედ. ეს ქმნის ნდობით აღსავსე და წარმატებული თანამშრომლობის საფუძველს.

ჩვენ ვუსმენთ, ვსვამთ კითხვებს, შთავაგონებთ, ვასწავლით და ვფიქრობთ მეწარმეებთან ერთად. ამ გზით მხარს ვუჭერთ მათ წინსვლაში.

ჩვენ ვმოქმედებთ წინდახედულად, ვაშენებთ ურთიერთობებს და ერთად ვისწრაფვით წარმატებისკენ.

ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვახალისებთ კომფორტის ზონიდან გამოსვლას, პრობლემების სხვა კუთხიდან დანახვას და სიახლეების მოსინჯვას. ამ გზით მუდმივად ვსწავლობთ და ვვითარდებით.

BPN GEORGIA-ს ისტორია

ფონდი BPN Georgia დაარსდა 2016 წელს.

ჩვენი მიზანია ეკონომიკური პოტენციალის მქონე ქვეყნებში პერსპექტივების და ძლიერი მეწარმეობის შექმნა. ამით ისარგებლებენ თავად მეწარმეები, მათი ოჯახები, დასაქმებული პირები, მთელი საზოგადოება და ქვეყანა. ჩვენ გვინდა ხელი შევუწყოთ განვითარებაზე ორიენტირებულ მცირე და საშუალო ბიზნესებს და აღვჭურვოთ ისინი იმ უნარებით, რომელიც მათ წარმატებას  უზრუნველყოფს.

ჩვენი საქმიანობა უნდა იყოს შედეგიანი და ღირებული. „მიეცი ადამიანს თევზი და ამით მას დააპურებ ერთი დღით. ასწავლე ადამიანს თევზაობა და ამით მას დააპურებ მთელი ცხოვრება. დაეხმარე ადამიანს თევზის საწარმოს შექმნაში და ამით დააპურებ მის მუშახელს და მათ ოჯახებს“.

პროგრამის დაწყებიდან

bpn_ico_unternehmen.png
მხარი დაუჭირა მეწარმეებს
0
bpn_ico_arbeitsplatze.png
მხარდაჭერილი სამუშაოები
0
bpn_ico_workshop.png
ჩაატარა ვორქშოფები და სემინარები
0

გუნდი

მეგი მაისურაძე

BPN საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ტრენერი, ქოუჩი

მეგი მაისურაძე 2016 წლიდან BPN Georgia – ში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების განყოფილებას უძღვებოდა. 2022 წლიდან BPN საქართველოს ფილიალის ხელმძღვანელია. მისი კარიერული პორტფოლიო მრავალწლიან გამოცდილებას ითვლის ტურიზმის, ზოგადი მენეჯმენტის, სტრატეგიული დაგეგმვის, კრიზისის მართვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით.

მეგი მაისურაძე პროფესიით გერმანისტიკის მაგისტრია, განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ინსბრუკის უნივერსიტეტებში (ავსტრია) მიიღო. წარმატებით გაიარა ბიზნესის მენეჯმენტის (GIPA), მარკეტინგის (CU), პროექტის მართვის (Headvice Academy), ბუღალტრული აღრიცხვის (GFPAA), სასტუმროს მართვის, სტრატეგიული ბრენდინგის, ბიზნეს ქოუჩინგის სერთიფიცირებული სასწავლო კურსები. გავლილი აქვს ბიზნესისა და ფინანსების მართვის სხვა არაერთი სერთიფიცირებული პროგრამა.

კომპეტენციის არეალი

  • ბიზნესის კონსულტაცია/ქოუჩინგი
  • ზოგადი მენეჯმენტი
  • ბიზნესის დაგეგმარება/ადმინისტრირება
  • ფინანსების მართვა
  • კრიზისების მართვა
  • სასტუმრო ბიზნესის მართვა
  • კლიენტთა მომსახურების მართვა

მეგი მაისურაძე აქტიურად არის ჩართული BPN Georgia – ს სტრატეგიული მართვის პროცესში, ამასთან ერთად უძღვება მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან ინდივიდუალურ ქოუჩინგ სესიებს და სხვადასხვა ბიზნეს სემინარს. ასევე, აქტიურ მონაწილეობას ღებულობს პარტნიორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებსა და მომხმარებელთან ურთიერთობის პროცესში.

ანა აივაზიშვილი

BPN Georgia-ს გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი, ტრენერი

ანა აივაზიშვილი, რომელმაც განათლება მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების და მარკეტინგის მიმართულებით. ანა ასევე გახლავთ კომპანია “SiSters Wine” -ის თანადამფუძნებელი. ანა BPN Georgia-ს გუნდს 2017 წლიდან შემოუერთდა. ის 10 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა გაყიდვებისა და მარკეტინგის სფეროში. მისი საქმიანობის არეალი სხვადასხვა პოზიციებზე მოიცავდა ბაზრის კვლევას, ახალი პროდუქტის/სერვისის შეფუთვა-დამატებას, მოლაპარკების წარმოებას, სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობას, სარეკლამო კამპანიების დაგეგმარებას და სისრულეში მოყვანას. უშუალოდ ციფრული მედია მარკეტინგის კუთხით ანას 7 წლიანი გამოცდილება აქვს.  გარდა ამისა ის გახლავთ BPN Georgia-ს ტრენერი ციფრული მედია მარკეტინგის მიმართულებით. მისი სასემინარო პორტფოლიო შედგება სემინარებისგან: Facebook რეკლამები და სოციალურ მედია მარკეტინგი.

კომპეტენციის არეალი

  • ბაზრის კვლევა
  • ბრენდინგი
  • პროდუქტის დანერგვა/განვითარება
  • გაყიდვების მართვა
  • მარკეტინგი
  • ციფრული მედიის მართვა

აქტუალურად ანა მართავს BPN Georgia-ს სოციალურ მედიებს, გეგმავს და ახორციელებს სხვადასხვა ონლაინ აქტივობებს. ის ასევე აქტიურადაა ჩართული სოციალური მედიის მიმართულებით კონსულტაციების გაცემაში და საკუთარ გამოცდილებას უზიარებს დაინტერესებულ პირებს.

ელენე მარტყოფლიშვილი

ოპერაციების მხარდაჭერის ოფიცერი

ელენე მარტყოფლიშვილი BPN Georgia-ს გუნდს 2022 წლიდან შემოუერთდა. ამ ჟამად ის ოპერაციების მხარდაჭერის ოფიცრის პოზიციას იკავებს და სხვადასხვა მიმართულებით ყოველდღიურ საოპერაციო საქმიანობაში აქტიურად არის ჩართული.
ელენეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი აქვს ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით, ამჟამად კი  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მაგისტრატურის სტუდენტია ორგანიზაციული განვითარებისა და კონსულტირების მიმართულებით.

ელენეს სამუშაო გამოცდილება მოიცავს გაყიდვებს საბანკო სექტორში, მომხმარებელთან ურთიერთობას, ციფრულ მარკეტინგს.

კომპეტენციის არეალი:

  • გაყიდვები
  • მომხმარებელთან ურთიერთობა
  • ბიზნეს გეგმის დამუშავება
  • ციფრული არხების მართვა

აქტუალურად ელენე ჩართულია BPN Georgia-ს პროგრამისთვის მეწარმეთა შესარჩევი პროცესის ეფექტურად განხორციელებაში,   სხვადასხვა ბიზნეს შეხვედრებისა და ღონისძიებების  ორგანიზებაში, ადმინისტრაციული საკითხების მოგვარებასა და სოციალური ქსელების მართვაში.

ნია დვალი

ბიზნეს აკადემიის კოორდინატორი

ნია დვალი BPN Georgia-ს გუნდს 2025 წელს შემოუერთდა.

ამჟამად იგი ბიზნეს აკადემიის კოორდინატორის პოზიციას იკავებს და პასუხისმგებელია სემინარების ორგანიზებაზე.

მან საბაკალავრო განათლება კავკასიის უნივერსიტეტში მიიღო ინგლისური ფილოლოგიისა  და თარგმნის თეორიის მიმართულებით.

ნიას სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცილება აქვს.

კომპეტენციის არეალი:

  • სასწავლო პროგრამებისა და ტრენინგების კოორდინაცია
  • ღონისძიებებისა და ოფიციალური შეხვედრების ორგანიზება
  • კომუნიკაცია ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორებთან
  • თარგმნა და დოკუმენტების ადმინისტრირება

კრის ლანგენეგერი

BPN Georgia-ს დირექტორი

კრის ლანგენეგერი BPN Georgia-ს 2025 წლიდან შემოუერთდა დირექტორის პოზიციაზე. მისი კარიერული პორტფოლიო მრავალწლიან გამოცდილებას ითვლის საერთაშორისო ლიდერულ პოზიციებზე გაყიდვების, მომხმარებელთა მომსახურების, ფინანსებისა და ბიზნეს კონსულტაციების მიმართულებით.

კრისს ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით აქვს (შვეიცარიაში, სანტ-გალენის უნივერსიტეტი), ხოლო მაგისტრატურა საერთაშირისო მენეჯმენტის მიმართულებით (FIA Business School, სან-პაულო, ბრაზილია).

სამუშაო ენები: ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ესპანური, პორტუგალიური.

კომპეტენციის არელი:

  • გაყიდვები
  • ფინანსები
  • მენეჯმენტი
  • კლიენტთა მომსახურების მართვა
  • ბიზნეს კონსულტაცია

კრის ლანგენეგერი აქტიურად მონაწილეობს BPN Georgia-ის სტრატეგიულ განვითარებაში, მართავს ადგილობრივ გუნდს, ახორციელებს ქართველ მეწარმეებთან ინდივიდუალურ კონსულტაციებსა და ქოუჩინგს, მონაწილეობს ტრენინგების ჩატარებაში, ასევე მუშაობს პარტნიორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის გაღრმავებაზე და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებების გაძლიერებაზე.

ახალი ამბები

ბიზნეს ბლოგი

ბიზნეს ბლოგი

პუბლიკაციები

BPN Georgia-ს პროგრამის მონაწილეები

პიროვნების პროფილი

ვინ ვარ მე?
როგორ ვაძლევ სხვებს მოტივაციას?
როგორ ამოვიცნო, სად რომელი თანამშრომლის ჩართვა არის მიზანშეწონილი?

ვინც კარგად იცნობს საკუთარ თავს და საკუთარ თანამშრომლებს, შეძლია უკეთ ახსნას საკუთარი ან თანამშრომლის ქცევა და სწორი მოლოდინები წაუყენოს საკუთარ თავსაც და სხვებსაც.

ამიტომ პიროვნების პროფილი მნიშვნელოვანი ხელსაწყოა, როგორც კადრების მართვისა და მომხმარებელთან ურთიერთობის მიმართულებით, ასევე პირად ურთიერთობებშიც მეგობრებთან, მეწყვილესთან, ოჯახის წევრებთან და ა.შ. პიროვნების პროფილს გამოვიყენებთ ყველგან, სადაც ადამიანებთან ურთიერთობა გვიწევს.

ბიზნეს ქოუჩინგი

BPN Georgia - შენი ბიზნეს ქოუჩი

ინდივიდუალური ქოუჩინგების ფორმატში ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები დაგეხმარებიან გამოავლინოთ საკუთარი შესძლებლობების მაქსიმუმი, გაანალიზოთ თქვენს ბიზნესში არსებული სიტუაცია და სწორი ნაბიჯები გადადგათ მიზნისკენ.

ბიზნეს აკადემია

ბიზნეს აკადემია

თუ მართავთ საკუთარ ბიზნესს და გსურთ ერკვეოდეთ კომპანიაში მიმდინარე პროცესებში, დატვირთული გრაფიკის გამო კი არ გაქვთ დრო გრძელვადიანი სასწავლო კურსებისთვის, თუ ახლა იწყებთ სამეწარმეო საქმიანობას და წარმატებული შედეგის მისაღწევად გსურთ ბიზნეს განათლება მიიღოთ, ან თუ უბრალოდ დაინტერესებული ხართ ბიზნეს თემებით, შემოგვიერთდით ჩვენს სემინარებზე, აქ საფუძვლიან ცოდნას მიიღებთ ბიზნესის მენეჯმენტის ყველაზე აქტუალურ საკითხებზე.

მომავალი სემინარები

No posts found

ყველა სემინარი

ყველა თემა
სხვადასხვა 21
სოციალური მედია მარკეტინგი 18
ბიზნესის ადმინისტრირება 8
გაყიდვები და მარკეტინგი 37
დროის მენეჯმენტი და თვითმენეჯმენტი 8
ხელოვნური ინტელექტი 1
ფინანსური მენეჯმენტი 7
ადამიანური რესურსების მენეჯმენტი 16
1 2
ბიზნეს ასოციაცია

ბიზნეს ასოციაცია

BPN Georgia-ს ბიზნეს ასოციაცია შესაძლებლობას გაძლევთ დაამყაროთ საჭირო კონტაქტები სხვა ბიზნესების მფლობელ/წარმომადგენელ პირებთან.

ბიზნეს ასოციაციის წევრი ბიზნესები

  • კვების პროდუქტების წარმოება

Dorani

მფლობელი

Giorgi Zirakashvili

ქალაქი

Achmeta

Facebook

  • განათლება

Mastermind Club

მფლობელი

Ekaterine Amaghlobeli

ქალაქი

T'bilisi
  • ჯანმრთელობა და სილამაზე

GLR Georgia

მფლობელი

Manana Gogoli

ქალაქი

Tbilisi

Facebook

  • ჯანმრთელობა და სილამაზე

Herami

მფლობელი

Tamar Mikadze

ქალაქი

Tbilisi
  • მშენებლობა და მებაღეობა

Green Art Georgia

მფლობელი

Eliso Kharchilava

ქალაქი

T'bilisi
  • განათლება

Together for Real Changes

მფლობელი

Dimitri Sakevrishvili

ქალაქი

Tbilisi
1 2 3 12
ბიზნეს ბლოგი

ბიზნეს ბლოგი

პუბლიკაციები

BPN Georgia-ს პროგრამის მონაწილეები

პიროვნების პროფილი

ვინ ვარ მე?
როგორ ვაძლევ სხვებს მოტივაციას?
როგორ ამოვიცნო, სად რომელი თანამშრომლის ჩართვა არის მიზანშეწონილი?

ვინც კარგად იცნობს საკუთარ თავს და საკუთარ თანამშრომლებს, შეძლია უკეთ ახსნას საკუთარი ან თანამშრომლის ქცევა და სწორი მოლოდინები წაუყენოს საკუთარ თავსაც და სხვებსაც.

ამიტომ პიროვნების პროფილი მნიშვნელოვანი ხელსაწყოა, როგორც კადრების მართვისა და მომხმარებელთან ურთიერთობის მიმართულებით, ასევე პირად ურთიერთობებშიც მეგობრებთან, მეწყვილესთან, ოჯახის წევრებთან და ა.შ. პიროვნების პროფილს გამოვიყენებთ ყველგან, სადაც ადამიანებთან ურთიერთობა გვიწევს.

ბიზნეს ქოუჩინგი

BPN Georgia - შენი ბიზნეს ქოუჩი

ინდივიდუალური ქოუჩინგების ფორმატში ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები დაგეხმარებიან გამოავლინოთ საკუთარი შესძლებლობების მაქსიმუმი, გაანალიზოთ თქვენს ბიზნესში არსებული სიტუაცია და სწორი ნაბიჯები გადადგათ მიზნისკენ.

ბიზნეს აკადემია

ბიზნეს აკადემია

თუ მართავთ საკუთარ ბიზნესს და გსურთ ერკვეოდეთ კომპანიაში მიმდინარე პროცესებში, დატვირთული გრაფიკის გამო კი არ გაქვთ დრო გრძელვადიანი სასწავლო კურსებისთვის, თუ ახლა იწყებთ სამეწარმეო საქმიანობას და წარმატებული შედეგის მისაღწევად გსურთ ბიზნეს განათლება მიიღოთ, ან თუ უბრალოდ დაინტერესებული ხართ ბიზნეს თემებით, შემოგვიერთდით ჩვენს სემინარებზე, აქ საფუძვლიან ცოდნას მიიღებთ ბიზნესის მენეჯმენტის ყველაზე აქტუალურ საკითხებზე.

მომავალი სემინარები

No posts found
1 2 3 12

ყველა სემინარი

ყველა თემა
სხვადასხვა 21
სოციალური მედია მარკეტინგი 18
ბიზნესის ადმინისტრირება 8
გაყიდვები და მარკეტინგი 37
დროის მენეჯმენტი და თვითმენეჯმენტი 8
ხელოვნური ინტელექტი 1
ფინანსური მენეჯმენტი 7
ადამიანური რესურსების მენეჯმენტი 16
ბიზნეს ასოციაცია

ბიზნეს ასოციაცია

BPN Georgia-ს ბიზნეს ასოციაცია შესაძლებლობას გაძლევთ დაამყაროთ საჭირო კონტაქტები სხვა ბიზნესების მფლობელ/წარმომადგენელ პირებთან.

ბიზნეს ასოციაციის წევრი ბიზნესები

  • ტურიზმი და სასტუმრო ინდუსტრია

Dedoplistours

მფლობელი

Manana Katashvili

ქალაქი

Dedoplistskaro
  • განათლება

Together for Real Changes

მფლობელი

Dimitri Sakevrishvili

ქალაქი

Tbilisi
  • კვების პროდუქტების წარმოება

Lalisia

მფლობელი

Lali Gochitashvili

ქალაქი

Tbilisi

Satacuri Ozaani

მფლობელი

Jaba Gigolashvili

ქალაქი

Dedoplistskaro
  • აგრო მეურნეობა

Bioterra

მფლობელი

Giorgi Demurashvili

ქალაქი

1100 Bolnisi

Facebook

  • ტურიზმი და სასტუმრო ინდუსტრია

Hotel Ushba

მფლობელი

Thea Jorjoliani

ქალაქი

Mestia
1 2 3 12
Select the fields to be shown. Others will be hidden. Drag and drop to rearrange the order.
  • Image
  • SKU
  • Rating
  • Price
  • Stock
  • Availability
  • Add to cart
  • Description
  • Content
  • Weight
  • Dimensions
  • Additional information
Click outside to hide the comparison bar
Compare