...

ისწავლეთ მომხმარებლის მოსმენა!

როგორ გავზარდოთ გაყიდვები? ისწავლეთ მომხმარებლის მოსმენა!

ბიზნესის წარმატება მხოლოდ კარგ პროდუქტზე/სერვისზე არ არის დამოკიდებული. 

თუ გსურთ, გაყიდვები გაზარდოთ და ბიზნესი განავითაროთ, დროა, მომხმარებელთა მოთხოვნები თქვენს მთავარ სტრატეგიად აქციოთ.

სწორედ ამ მნიშვნელოვან თემას ეხებოდა სემინარი, რომელიც BPN Georgia-ს სივრცეში გაიმართა.

სემინარს გაყიდვებისა და მარკეტინგის საერთაშორისო ექსპერტი, Schindler Group-ის ყოფილი მარკეტინგის ხელმძღვანელი გერჰარდ შმიდი უძღვებოდა.

რას გულისხმობს მომხმარებლის საჭიროებების გაგება?

შმიდმა მონაწილეებს კონკრეტული მეთოდები გააცნო, რომლებიც გვეხმარება, ამოვიცნოთ მომხმარებლის რეალური პრობლემები და მათზე მორგებული გადაწყვეტილებები შევთავაზოთ. ეს არ არის მხოლოდ პროდუქტის გაყიდვა – ეს არის სამყაროს მომხმარებლის თვალით დანახვა, მისი გამოწვევების გაგება და იმის შეგრძნება, თუ რა განაპირობებს მის გადაწყვეტილებებს.

სემინარზე განხილული პრაქტიკული ინსტრუმენტები, როგორებიცაა მომხმარებლის მოგზაურობის რუკა, SMART კითხვები და თევზის ჩონჩხისდიაგრამა, მონაწილეებს დაეხმარა, უკეთ გაეანალიზებინათ საკუთარი ბიზნესმოდელები და მომხმარებელზე მეტად ორიენტირებული სტრატეგიები შეემუშავებინათ.

 

შედეგი, რომელიც გაყიდვებს ზრდის

მომხმარებლის საჭიროებების სწორად ამოცნობა ბიზნესს ორ მთავარ უპირატესობას აძლევს:

  1. ახალი მომხმარებლების მოზიდვა: თქვენი პროდუქტი ან სერვისი ზუსტად პასუხობს არსებულ პრობლემებს, რაც ახალ მომხმარებლებს იზიდავს.
  2. არსებული მომხმარებლების შენარჩუნება: როცა მომხმარებელი გრძნობს, რომ მისი საჭიროებები გაგებულია და დაკმაყოფილებულია, ის თქვენი ერთგული ხდება.

ნებისმიერი წარმატებული გაყიდვა იწყება არა მარკეტინგული ხრიკებით, არამედ მომხმარებლის ,,მტკივნეული წერტილების” აღმოჩენითა და მისი მოთხოვნების დაკმაყოფილებით. 

თუ ამ მიდგომას დანერგავთ, თქვენი მომხმარებლები თქვენზე „დამოკიდებულები“ გახდებიან და თქვენი ბიზნესიც ბევრად უფრო წარმატებული იქნება.

 

 

 

 

No results found.

Select the fields to be shown. Others will be hidden. Drag and drop to rearrange the order.
  • Image
  • SKU
  • Rating
  • Price
  • Stock
  • Availability
  • Add to cart
  • Description
  • Content
  • Weight
  • Dimensions
  • Additional information
Click outside to hide the comparison bar
Compare