გაქვთ საინტერესო იდეები და განვითარების პოტენციალის მქონე ბიზნესი? გიძნელდებათ თქვენი ბიზნეს იდეების ფორმულირება და სტრუქტურაში მოყვანა? მაშინ სწორად მოხვდით ჩვენთან!
1 დღე:
პირველ ნაწილში თქვენ შეისწავლით ბიზნეს გეგმის შედგენის ძირითად პრინციპებს, გაიაზრებთ და სტრუქტურას მისცემთ თქვენს იდეებს, ნათლად დაინახავთ თქვენი ბიზნესის ძლიერ და სუსტ მხარეებს, შანსებსა და რისკებს, შეიმუშავებთ სტრატეგიას, დაისახავთ კონკრეტულ მიზნებს თქვენი საქმიანობის განვითარებისათვის და შეადგენთ მასზე მორგებულ ბიზნეს გეგმას. თქვენ ასევე გააცნობიერებთ, რაზე უნდა გააკეთოთ აქცენტი კომუნიკაციისას, რას აქცევენ თქვენი პოტენციური დამფინანსებლები განსაკუთრებულ ყურადღებას და როგორ უნდა მოახერხოთ ლაკონური და მომხმარებელზე ორიენტირებული პრეზენტაციით თქვენი ბიზნეს იდეის დამაჯერებლად წარდგენა.
განსახილველი თემები:
- კომპანიის ხედვა: რა მიმართულებით უნდა განვითარდეს კომპანია მომავალში
- გაყიდვის უნიკალური შეთავაზება (USP): როგორ უნდა დაარწმუნოთ პოტენციური მომხმარებლები თქვენი პროდუქტის მაღალ ღირებულებასა და უპირატესობაში. რა განგასხვავებთ კონკურენტისგან
- ბაზრის ანალიზი: ერთმნიშვნელოვანი სამიზნე სეგმენტის განსაზღვრა და მათთან კავშირის დამყარება ინდივიდუალურად მორგებული არხებით და ინსტრუმენტებით. სწორი საკომუნიკაციო ენის და ფორმების შერჩევა
- SWOT ანალიზი: ძლიერ მხარეებზე კონცენტრირება და სუსტი მხარეების დაბალანსება, შანსების გამოყენება და რისკების ამოცნობა
- კონკურენტების ანალიზი
- ბიზნესის განვითარებისთვის აუცილებელი სტრატეგიული ნაბიჯების დაგეგმვა და მათი დროში გაწერა (Gantt Chart)
- პროდუქტის ხარისხი: მომხმარებლის მოთხოვნების და მოლოდინების ანალიზი. როგორ უზრუნველვყოთ პროდუქტების და მომსახურების ხარისხი
- რისკების მართვის გეგმა, მათი შეფასება და პრევენციის ღონისძიებები
2 დღე:
მეორე ნაწილში თქვენ წარმოდგენას შეიქმნით ფინანსური მენეჯმენტის ძირითად პრინციპებზე მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორში, რაც დაგეხმარებათ თქვენი საქმიანობის ფინანსური მდგომარეობის გააზრებაში.
თქვენ მიიღებთ ცოდნას, თუ როგორ უნდა შეადგინოთ მოგება – ზარალის უწყისი და მისი დახმარებით როგორ დაგეგმოთ ფინანსები მომდევნო ოთხი წლისთვის. ამ გეგმის დახმარებით თქვენი პროდუქტებიდან თუ მომსახურებიდან მიღებულ სავარაუდო შემოსავალს ადარებთ საოპერაციო თუ ნედლეულის/ძირითადი მასალის სავარაუდო ხარჯებს და ანალიზის საფუძველზე ხვდებით, ღირს თუ არა საქმიანობის გაგრძელება/წამოწყება. გარდა ამისა აკონტროლებთ თქვენს დებიტორულ და კრედიტორულ დავალიანებებს, სწორად აღრიცხავთ ცვეთის და სხვა მნიშვნელოვან ხარჯებს, გეგმავთ ფინანსებს, აკეთებთ ფინანსურ ანალიზს და იღებთ სწორ გადაწყვეტილებებს.
განსახილველი თემები:
- შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა
- მოგება – ზარალის უწყისის დახმარებით საერთო და წმინდა მოგების გამოთვლა
- დებიტორ -კრედიტორების სიების წარმოება, მათი საშუალებით მომხმარებლებისა და მომწოდებლების პოზიციების განსაზღვრა და კონტროლი
- ცვეთის ხარჯების გამოთვლა
- რეზერვის არსის განსაზღვრა.