ქართული ცეკვა მისთვის ცეკვაზე მეტია, ეს მისი სამყაროა, მისი ბედნიერება, რომელსაც უკვე 20 წელზე მეტია სხვებსაც დიდი სიყვარულით უზიარებს.
მელიტა ლომაძე, პროფესიონალი ქორეოგრაფი, Melita Dance Studio-სა და ანსამბლ Melitassy-ს დამფუძნებელია და დღემდე თავადაც აქტიურად არის ჩართული არა მხოლოდ მართვის, არამედ სწავლების პროცესშიც.
ქართული ცეკვა ქართულ ენასთან, მრავალხმიან სიმღერასთან ერთად ჩვენი იდენტობის ნაწილია, მისი მოფრთხილება და თაობებისთვის გადაცემა უდაოდ საპასუხისმგებლო და საამაყო საქმეა, მითუმეტეს თუ მის საზღვრებს მიღმა გატანაზე ვსაუბრობთ. ცეკვა ჩვენი კულტურისა და ისტორიის განუყოფელი ნაწილია, რომელიც, როგორც ამბობენ, ყოველ ქართველს სისხლში აქვს გამჯდარი. სწორედ ამიტომ, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მსოფლიო მასშტაბით ყოვედღიურად იზრდება ქართული ცეკვისადმი ინტერესი. მელიტა ნამდვილად არის ის ადამიანი, ვისაც დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი კულტურის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამდე მიტანაში.
,,ჩემი მიზანია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაცნო და შევაყვარო ქართული ცეკვა” – ამბობს მელიტა ლომაძე და ამას ნამდვილად ახერხებს კიდეც. გარდა იმისა, რომ საკუთარ სტუდიაში საქართველოში ჩამოსულ უცხოელებს მასტერკლასებს სთავაზობს, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდანაც ერთვებიან დაინტერესებული პირები და ონლაინ სწავლობენ მასთან ქართული ცეკვის უნიკალურ მოძრაობებს. ამას გარდა მელიტა უკვე არაერთ ქვეყანას ესტუმრა და ადილზე ჩაუტარა ქართული ცეკვის მასტერკლასი ემიგრანტებსაც და ამ ქვეყნების წარმომადგენლებსაც. საამაყოა ის ფაქტი, რომ იაპონიაში არსებობს ანსამბლი “საფირონები”, რომლებიც სწორედაც მელიტას “მოსწავლეები” არიან და მთელი გულით ასრულებენ ქართულ ცეკვებს ფესტივალებსა და სხვადასხვა კონცერტებზე.
ზაფხულის ერთ ცხელ საღამოს BPN Georgia-ელებიც ვეწვიეთ Melita Dance Studio-ს.
მელიტა დატვირთული გრაფიკის მიუხედავად უკვე რამდენიმე წელია BPN Georgia-ს პროგრამის მონაწილეცაა და ბიზნესის მართვის კუთხითაც მუდმივად ვითარდება.
მოგეხსენებათ, საჭირო და საინტერესო კავშირები ბიზნესში და არა მხოლოდ, დიდ როლს ასრულებენ. ხშირად სხვა მნიშნელოვან ფაქტორებთან ერთად ჩვენი სანაცნობო სიაც განსაზღვრავს ჩვენს წარმატებას. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სათანადო დრო და ყურადღება დავუთმოთ ე.წ. “ნეთვორქინგს”. სტატისტიკუკრადაც, ისინი, ვისაც “ნეთვორქინგის” შესაბამის ყურადღებას უთმობენ, 42%-47%-ით უფრო სწრაფად ვითარდებიან, ვიდრე ისინი, ვინც “ნეთვორქინგის” მნიშვნელობას არ აღიარებენ.
არაფორმალურ გარემოში კიდევ უფრო ნაყოფიერი და სასიამოვნოა ეს პროცესი… საინტერესო საუბრები ჭიქა ღვინის თანხლებით, საოცარი მელიტას ქართული ცეკვის მასტერკლასი განტვირთვის საუკეთესო საშუალება და ამავდროულად ენერგიის წყაროც გახდა BPN Georgia-ს პროგრამის სხვა მონაწილეებისთვის, რომლებმაც საინტერესო კონტაქტებიც დაამყარეს და ქართული ცეკვის ძალა, მისი მუხტიც მოკლე დროშივე შეიგრძნეს…
დიდი მადლობა მელიტას გულთბილი მასპინძლობისთვის და ყველა BPN Georgia-ელს, ვინც ამ საღამოს ნაწილი იყო!
ვინ იქნება შემდეგი? ვის ვეწვევით შემდეგ ჯერზე BPN Georgia-ელები?! 😊