
ვორქშოპს შვეიცარიელი ტრენერი და ბიზნეს კონსულტანტი დანიელ მათერი უძღვებოდა, რომელმაც საკუთარ მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, მონაწილეებს პრაქტიკული და თეორიული რჩევები გაუზიარა. მისი დახმარებით, მონაწილეებმა შეძლეს გაეგოთ, თუ როგორ მართონ საკუთარი მოტივაცია და გააძლიერონ ლიდერის როლი ორგანიზაციაში.

ვორქშოპზე დანიელ მათერმა ასევე განიხილა უახლესი კვლევები და გრძელვადიანი სამოტივაციო სტრატეგიები, რომლებიც კომპანიებს თანამშრომელთა ჩართულობისა და პროდუქტიულობის გაზრდაში ეხმარება.
დიდი მადლობა საქართველოს ბანკს პარტნიორობისთვის და მხარდაჭერისთვის!








